• რეკლამა
  • კონტაქტი
17:58, ორშაბათი, 13 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვარლამ გოლეთიანი – მოვითხოვთ საქმის აღძვრას ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს „ნამახვანჰესის“ პროექტზე დოკუმენტაციებს

ალია ავტორი - ალია
16:48 05-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
31

თბილისში, „ნამახვანჰესის“ მშენებლობის საწინააღმდეგო აქციაზე, აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა ისაუბრა იმ მოთხოვნებთან დაკავშირებით, რომლებსაც ისინი ამჟამად აყენებენ.

გოლეთიანის თქმით, კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა და მასთან გაწყდეს ხელშეკრულება, გაუქმდეს 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით გაცემული ყველა დოკუმენტაცია და გამოცხადდეს მორატორიუმი  ენერგოსექტორში.

„დღეს ჩვენი მოთხოვნები მკაფიოა – კომპანია „ენკამ“ უნდა დატოვოს რიონის ხეობა, უნდა გაწყდეს ანტისახელმწიფოებრივი ხელშეკრულება, რომელიც დადებულია კომპანიასთან, რომელიც გულისხმობს რიონის ხეობის მთლიანად კერძო საკუთრებაში გადაცემას. ზოგადად გაუქმედეს ყველა ის დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია 2015 წლიდან დღემდე კომპანიასთან დაკავშირებით. მოვითხოვთ მორატორიუმის გამოცხადებას, პაუზის აღებას ამ სექტორში, რომ საზოგადოების აზრი იქნას გათვალისწინებული, ენერგოსექტორში რა მიმართულებით მივდივართ, როგორ ვვითარდებით, ეს არის უმნიშვნელოვანესი. ამაში უნდა იყოს ყველას ჩართულობა. ამისთვის საჭიროა პაუზა, გვჭირდება დრო, რათა ყველა იყოს ჩართული და გავითავლისწინოთ მათ შორის საერთაშორისო პრაქტიკა, ზოგადად, თითოეული მოქალაქის ინტერესი, რომ მომავალში აღარ იყოს მსგავსი პროტესტი და ამ პრობლემისგან შეწუხებული ადამიანები. ამისთვის ვითხოვთ მორატორიუმს და განვითარების ნაწილში ეს არის ჩვენი ძირითადი მოთხოვნა, რადგან ხშირად გვდებენ ხოლმე ბრალს, რომ ჩვენ ვლობირებთ რუსული კილოვატ საათების გაყიდვას ქვეყანაში და ვართ დესტრუქციული ძალა, არ გვინდა, რომ ჰესი აშენდეს, ვართ  კამპანია „არა ჰესებს“, ეს ასე არ არის, მეგობრებო, ჩვენ ამისთვის გვჭირდება პაუზა და განსაზღვრა იმ ენერგოპოლიტიკის, რომელიც დღეს ქვეყანას არ აქვს და ასე ქაოტურად ხდება ამ პროცესის წარმართვა, დაბეტონება ყველა ხეობის, რისთვის და ვისთვის, ეს არის გაუგებარი. ის, რომ აქ იკვეთება კონკრეტულად ვიწრო ინტერესები ამა თუ იმ პერსონის და ჩინოვნიკების, ამის შესახებ თქვენ მეტ-ნაკლებად იცით. ეს არის ჩვენი მოთხოვნის უმნიშვნელოვანესი ნაწილი“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

გარდა ამისა, გოლეთიანის განმარტებით, ითხოვენ სისხლის სამართლის საქმის აღძვრას ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავასა და ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს „ნამახვანჰესის“ პროექტთან მიმართებაში.

„ვითხოვთ, რომ აღიძრას საქმე ყველა იმ პირზე, რომელიც ჩართული იყო ამ დოკუმენტაციის მომზადების პროცესში.იცით, რომ ჩვენ ვითხოვდით და ვითხოვთ ეკონომიკის მინისტრის გადადგომას იმ ქმედების გამო, რაც მან გააკეთა მუნიციპალიტეტის შენობაში, ქუთაისში როცა გვაბრალებენ, თითქოს დიალოგზე არ მივდივართ, მისული ვიყავით რვა ადამიანის შემადგენლობით და თვითონ გაიპარა ამ შეხვედრიდან, ამიტომ ამ შეურაცხმყოფელი ჟესტის გამო შემდგომ აქციაზე მოვითხოვეთ მისი გადადგომა, თუმცა დღეს ემატება მისი პასუხისმგებლობის საკითხი ამ ნაწილში და აუცილებლად უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე არა მარტო ნათია თურნავასთან, არამედ ყველა იმ პირთან დაკავშირებით, რომელიც ხელს აწერს კონკრეტულ დოკუმენტაციებს ამ პროექტთან მიმართებაში“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved