ვაქცინისგან განსხვავებით, პირბადეზე კითხვის ნიშანი – გვიცავს თუ არა კორონავირუსის რომელიმე შტამისგან, არ არსებობს – პირბადე ყველა შტამისგან გვიცავს, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ განაცხადა.
თენგიზ ცერცვაძე:
„ძალიან მნიშვნელოვანია, იცავს თუ არა ინდური შტამისგან ვაქცინები და კოვიდგადატანილებში იმუნიტეტი. მთელი რიგი კვლევებია, რომ იცავს როგორც კოვიდგადატანილების იმუნიტეტი, ისე დღეს არსებული ვაქცინები, მაგრამ შედარებით ნაკლები პროცენტის გარანტიით, ვიდრე იცავდა ჩვეულებრივი სტანდარტული შტამის დროს, თუნდაც ბრიტანული შტამის შემთხვევაში. თუმცა, საერთაშორისოდ აღიარებული წამყვანი ვაქცინები საკმარისად საიმედოდ იცავენ ინდური შტამისგან“
მან ასევე აღნიშნა, რომ ინდურ შტამზე ჯერ არ არის ცნობილი, ბრიტანული შტამი კი ცალსახად იწვევს დაავადების უფრო მძიმე ფორმებს ყველა ასაკში.
წყარო – იმედი
კომენტარები