• რეკლამა
  • კონტაქტი
02:31, შაბათი, 31 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაქცინირებულია მოსახელობის 70% ზე მეტი! გადატანილი აქვს 60%-ზე მეტს! ისევ პიკზე ვართ!“ – ექიმი სოფიო ბერიძე მოსახლეობას მიმართავს

ალია ავტორი - ალია
16:09 02-10-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
73

ექიმი სოფო ბერიძე ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარებას ეხმიანება და  მოქალაქეებს მოუწოდებს დააკვირდნენ ვირუსის სიმპტომებს და გაითვალისწინონ ძირითადი რეკომენდაციები.

„მეგობრებო, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ, რომ მოკლე დროში კოვიდით რეინფიცირების შემთხვევები გახშირებულია, განსაკუთრებით აჭარაში. არ გვაქვს სტატისტიკა და შესაბამისად არც პაციენტმა და სამწუხარდ არც ექიმმა არ იცის დაზუსტებით, თუ რომელი შტამით იავადა. ყველაზე სწორი იქნებოდა, ინფლუენსერ ეპიდემიოლოგებს მინიმუმ საკუთარ გვერდებზე გამოექყვეყნებინათ ტრენდის აღწერა, საიდანაც მოსახელობა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ექიმები, მივიღებდით ინფორმაციას პაციენტთა სტრუქტურის, რეინფიცირების სიხშირის, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებლის შესახებ. ეპიდემიოლოგები დუმან.თუ ციფრები და სტატისტიკა არ გვაქვს, კლინიკურ დაკვირვებასა და სიმპტომებზე ორიენტირებას მაინც უნდა მივსდევდეთ.აქაც ისე მოხდა, რომ თითზე ჩამოსათვლელია ინფლუენსერი კლინიცისტები და მათგან ზოგი ,,საქმიანად” და ღირსების ორდენის შესაბამისად სდუმს და ის ერთი ისე ღაღადებს, ჭეშმარიტად სამარისებური დუმილი სჯობს.არადა, საინტერესო, უცნაური და გასანაალიზებელია რაც ქვეყანაში და განსაკუთრებით აჭარის რეგიონში ხდება. ვაქცინირებულია მოსახელობის 70% ზე მეტი! გადატანილი აქვს 60%-ზე მეტს! ისევ პიკზე ვართ!ისევ 0 თავისუფალი ინტენსიური საწოლი!ხვალ შესაძლოა გამოცხადდეს, რომ ინტენსიური ადგილი გამოჩნდა, მაგრამ დღევანდელი პაციენტისთის ის დღეს იყო საჭირო. და ამ წრეზე ვტრიალებთ უკვე მესამე პიკზე.და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია – 1 თვის შუალედში ომიკრონითვე რეინფიცირების უკვე არაერთი შემთხვევა ფიქსირდება – რაც შეიძლება ნიშნავდეს რომ: ა)ომიკრონის იმუნიტეტი არამყარი და ძალიან ხანმოკლეა (წყაროებში ეს ინფორმაცია არ იძებნება) ბ) ომიკრონის ახალი შტამი ჩვენთან უკვე ფართოდ ცირკულირებს;გ) პირველი ტესტი იყო მცდარი;დ) მეორე ტესტი არის მცდარიხოდა, რადგან ტესტები და ციფრები არ არის ჩვენი ძლიერი მხარე, უნდა როგორმე გავიხსენოთ კოვიდამდელი მედიცინა, კლინიკური სურათით მართვა, დამძიმების ნიშნების ამოცნობა, პაციენტების ნერვების, ჯიბის დაზოგვა, რადიაციული გამოსხივების თავიდან აცილება – და ზოგადად, ადამიანების და არა მათი ანალიზების და ტომოგრაფიების მკურნალობა. მოდით ეს აბზაცი დავნომროთ და ბულეტებად ჩამოვწეროთ: 1️⃣➡სიმპტომები- ხველა, ხმის შეცვლა, ყელის ტკივილი, სახსრების ტკივილი, ტემპერატურის მომატება – ნიშნავს, რომ ხართ ავად! ანუ გაქვთ ომიკრონი/დელტა/გრიპი/სხვა ვირუსი ან სულაც ბაქტერია – ხართ გადამდები და ხანდაზმული და დასუსტებული იმუნიტეტის მქონე ადამიანისთვის ხართ საშიში! ❗️იზოლირდით, მიიღეთ ბევრი სითხე, მიიღეთ პარაცეტამოლი ან იბუპროფენი – სამ დღეში კარგად იქნებით!2️⃣➡თუ სიმტომების არ გრძელდება 3-5 დღეზე მეტ ხანს, ტემპერატურული რეაქცია იხსნება, არ გაქვთ სუნთქვის მნიშვნელოვანი გაძნელება, ქოშინი, ძლიერი ინტოქსიკაცია, ღებულობთ სითხეს და არ კარგავთ მას ძლიერი ოფლიანობის, ღებინების და ფაღარათის სახით – და რაც მთავარია დღითი დღე უკეთ ხდებით – ესეიგი თქვენ გაქვთ მსუბუქი მიმდინარეობა!3️⃣➡მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება სისხლის ანალიზები!4️⃣➡მსუბუქ მიმდინარეობას არ სჭირდება კომპიუტერული ტომოგრაფია!5️⃣➡. ყველაზე მნიშვნელოვანი❗️ საზოგადოებაში გარკვეული შიში და უნდობლობა ჩამოყალიბდა საავადმყოფოში მკურნალობის მიმართ – განსაკუთრებოთ ხანდაზმული და ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები და მათი ახლობლები ცდილობენ საავადმყოფოში არ მოხვდნენ და ამით ხშირად გვიანდება პაციენტებისათვის სამედიცინო დახმარების გაწევა! გთხოვთ, დაიმახოსვროთ – ❗️არ გადადოთ და მიმართეთ ჰოსპიტალს თუ თქვენ ან თქვენი ახლობელი: – ხართ ხანდაზმული, გაქვთ მძიმე გულის, თირკმლის, ღვიძლის უკარისობა, უმართავი დიაბეტი ან არტერიული ჰიპერტენზია და კოვიდის სიმპტომები გრძელდება 5 დღეზე მეტხანს; – გაქვთ ძლიერი ინტოქსიკაცია – ჭარბი ოფლიანობა, დაბალი წნევა, ვერ ღებულობთ სითხეს, გაქვთ გულის წასვლის ეპიზოდები, ტკივილი გულმკერდში, ძლიერი, გაუსაძლისი თავის ტკივილი, ვერ გამოყოფთ შარდს და ან გაქვთ ხშირი ღებინება.ასევე, გახსოვდეთ:უკვე არსებობს ის მედიკამენტი, რომელიც მაღალი რისკის შემთხვევაში გამოიყენება კოვიდის სამკურნალოდ. ოღონდ ის ეფექტურია, მხოლოდ დაავადების საწყის ფაზაში – და რაც ადრე, მით უკეთესი! დასავლეთში ამ მედიკამენტის მისაღებად არ არის საჭირო პაციენტის სტაციონარში მოთავსება. სამწუხაროდ, ჩვენთან მხოლოდ ამ გზით შეგიძლიათ მიიღოთ წამალი და მხოლოდ ამიტომაც ღირს რომ ხანმოკლე დროით სტაციონარში მოთვასდეთ. და ბოლოს, კიდევ ერთხელ!თუ ჩვენ ბოლოსდაბოლოს გვინდა, რომ დავუბრუნდეთ ჩვეულ ცხოვრებას –❗️გავიკეთოთ ნიღაბი!❗️ვისწავლოთ იმ ნიშნების ამოცნობა, როცა პაციენტი კლინიკაშია წასაყვანი!❗️ავიცრათ!“ – წერს სოფიო ბერიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025
როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025

ბიზნესი

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?
ახალი ამბები

ყველაზე ხშირი კითხვები ბუასილზე და მითი, რომელიც რეალურად არ დასტურდება – რას უყვება “ალიას” მამუკა გრიგალაშვილი?

14:56 01-30-2026
სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქფესტი გთავაზობთ მრავალფეროვან პაკეტებს სპეციალურ ფასად!

13:42 01-30-2026
სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026
ახალი ამბები

სელფი მობაილის ქსელის სიახლეები: იანვარი 2026

14:21 01-29-2026
ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე
ახალი ამბები

ლაზერული კორექციის უახლესი მეთოდები – “საამაყოა, რომ საქართველოში პირველად სწორედ ჩვენს კლინიკაში შესრულდა SmartSight პროცედურები” – შოთა თადუმაძე

14:58 01-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved