მთავრობის გადაწყვეტილებით, ვაქცინაციის 200-ლარიანი წახალისების პროგრამით 50 ზელს ზემოთ ასაკის მოქალაქეებიც ისარგებლებენ. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობის უწყებათშორისმა საბჭომ მიიღო.
„იანვარში გაგრძელდება წახალისების პროგრამა, რაც გულისხმობდა 200-ლარიან წახალისებას პენსიონერებისთვის. ასაკობრივი ზღვარი დაიწევს 50 წლამდე. პროგრამა იანვრიდან ამოქმედდება“, – განაცხადა უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ: ამ დრომდე 200-ლარიან ფინანსურ წახალისებას იღებდნენ 60 წელს ზემოთ მოქალაქეები, ვინც ნებისმიერი ვაქცინით აიცრებოდა.
კომენტარები