“სინოფარმზე” რეგისტრაციისთვის ელექტრონული პორტალი ერთადერთი გზა არ იქნება. ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, მოქალაქეებს ვაქცინაციაზე ვიზიტის დაჯავშნა ქოლ-ცენტრითაც შეეძლებათ, რომელსაც ვაქცინაციის 150 დაწესებულება თავად გახსნის.
ამ გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ გახდა საჭირო, რაც სარეგისტრაციო პორტალი ჰაკერული თავდასხმის ობიექტი გახდა. ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ამბობენ, რომ მიმდინარეობს მუშაობა ხარვეზის გასასწორებლად.
დღეს პორტალმა მუშაობა აღადგინა, თუმცა მოქალაქეებს რეგისტრაციის გავლა შეფერხებული პროცედურის ხარჯზე უწევთ, უმეტესი მათგანი კი ვიზიტის დაჯავშნას მაინც ვერ ახერხებს.














კომენტარები