• რეკლამა
  • კონტაქტი
04:55, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვაქცინაცია უნაყოფობას არ იწვევს, თავად ვირუსს კი ერექციული დისფუნქციის გამოწვევა შეუძლია” – მეცნიერები

ალია ავტორი - ალია
15:30 08-09-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
49

„კორონავირუსის წინააღმდეგ ვაქცინაცია უნაყოფობას იწვევს!“ – მსგავსი განცხადებები სოციალურ ქსელებში რამდენიმე თვეა, რაც ცირკულირებს. თავიდან ამტკიცებდნენ, რომ ანტისხეულებს, რომელიც ვაქცინის მოქმედების შედეგად წარმოიქმნება, არა მხოლოდ კორონავირუსის განადგურება შეუძლიათ, არამედ იმ ცილაზეც (სინციტინი-1) მოქმედებენ, რომელიც საშვილოსნოში პლაცენტის ფორმირებაში მონაწილეობს.

ვაქცინაციის შედეგად უნაყოფობის თეორიის მხარდამჭერები აცხადებენ, რომ ანტისხეულების ამგვარი თავდასხმის მიზეზი ის არის, რომ სპაიკის ცილა და სინციტინი-1 სტრუქტურულად მსგავსია.

ცნობილია, რომ კორონავირუსის სპაიკის ცილა 1 273 ამინომჟავისგან შედგება, ხოლო სინციტინი-1-ის კი – 538 ამინომჟავისგან. მკვლევრებმა მხოლოდ 5 ამინომჟავის თანმიმდევრობა გამოავლინეს, რომელშიც ორი ცილა იყო მსგავსი, თუმცა ისიც იდენტური არ იყო.

რეპროდუქციული იმუნოლოგიის ევროპული საზოგადოების პრეზიდენტი, უდო მარკერტი და პერინატალური მედიცინის გერმანული საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტი, ეკეჰარდ შლოისნერი აცხადებენ, რომ თუ სწორია ვარაუდი, რომ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ იმუნურ პასუხს უნაყოფობის გამოწვევა შეუძლია, მაშინ თავად კორონავირუსის დაავადება იგივეს გამოიწვევდა.

„პლაცენტის გამოკვლევისა და რეპროდუქციული მედიცინის თვალსაზრისით, აღნიშნული ფართოდ გავრცელებული მტკიცება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა“, – აცხადებენ მეცნიერები.

თუმცა, აშშ-ში ჩატარებული ერთ-ერთი კვლევის შედეგები საპირისპიროს ცხადყოფს. მეცნიერებმა ვაქცინაციამდე და ვაქცინაციის შემდეგ 45 მამაკაცის სპერმა შეისწავლეს და ვაქცინაციის რეპროდუქციულ შესაძლებლობებზე უარყოფითი გავლენა ვერ გამოავლინეს.

„კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრები ერექციული დისფუნქციის ან უნაყოფობის მიზეზი არ არის“, – აღნიშნა მაიამის უნივერსიტეტის უროლოგიის პროფესორმა, რანჯიტ რამასამიმ.

რანჯიტ რამასამის თქმით, თავად ვირუსს შეუძლია არა მხოლოდ სპერმისა და ფერტილურობის წარმოქმნის დარღვევა, არამედ ერექციული დისფუნქციის გამოწვევაც.

„რაც უფრო მძიმეა ინფექცია, მით უფრო დიდია რისკი, რომ ამან უნაყოფობა ან ერექციული დისფუნქცია შეიძლება გამოიწვიოს. თითოეულ მამაკაცს მხოლოდ ვაქცინაციის გავლა შემიძლია ვურჩიო“, – განაცხადა მან.

წყარო – იმედინიუსი

ვინც „ფაიზერი“ გაიკეთა, სპერმასთან არანაირი პრობლემა არ აქვს, ასეთი კვლევა გვინდა ჩინურ ვაქცინაზეც – გიორგი ფხაკაძე
თეგები: ვაქცინაცია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved