• რეკლამა
  • კონტაქტი
07:25, კვირა, 12 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“ – ინფექციონისტი

ალია ავტორი - ალია
10:14 10-26-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
27

„ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება“, – ამის შესახებ ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის ინფექციონისტმა ალექსანდრე გოგინავამ განაცხადა.

„მუტაცია არის ვირუსებისთვის დამახასიათებელი, ეს ძალიან ბუნებრივი პროცესია, მათ შორის კორონავირუსსაც ახასიათებს მუტაცია. ახალი ქვეშტამი მუტაციის შედეგად წარმოიშვა, მეცნიერები მას აკვირდებიან ძირითადად ის გავრცელებულია დიდ ბრიტანეთსა და რუსეთში. ამ შტამმა გამოიწვია ის, რომ ინფიცირების ზრდა მოხდა და ამიტომ არის დაკვირვების ქვეშ. დელტას ქვეშტამს სხვა შტამებისაგან რამე სახე სხვაობა თუ აქვს ჯერჯერობით კვლევები მიმდინარეობს და საბოლოო დასკვნების გაკეთება რთულია.

პირველადი მონაცემებით, ამ ქვეშტამზეც საკმაოდ ეფექტურია ვაქცინა, ამიტომ უნდა დავიცვათ თავი და აცრა ჩავიტაროთ“, – განაცხადა ალექსანდრე გოგინავამ.

როგორც მან აღნიშნა, ვაქცინაცია ჩვენს ქვეყანაში საკმაოდ დაბალია, რაც აჩენს იმის მოლოდინს, რომ ეპიდსიტუაცია გაუარესდება.

„ჩვენ რომ ეს ყოველივე თავიდან ავიცილოთ, უფრო აქტიურად უნდა ჩავერთოთ ვაქცინაციის პროცესში.

ყველაზე უფრო დიდი რისკი ახალი შტამების გაჩენის არის ის, რომ ხდება ვირუსის თავისუფალი ცირკულაცია ამიტომ მთელ მსოფლიოში თუ დროულად არ მოხდება ეფექტურად მოსახლეობის ვაქცინაცია ეს რისკები ყოველთვის დარჩება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაც ამას მოუწოდებს, რომ მხოლოდ განვითარებული ქვეყნების ვაქცინაცია არ არის საკმარისი, არამედ უნდა მოხდეს გლობალურად მთელ მსოფლიოში ვაქცინაციის პროცესის აქტიურად წარმართვა“, – აღნიშნა ინფექციონისტმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

16:35 04-08-2026
„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო
ახალი ამბები

„არაჩვეულებრივი გზავნილი“ – ლიბერთის კამპანია საერთაშორისო ფულად გზავნილებზე დაიწყო

14:12 04-07-2026
ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?
ახალი ამბები

ვის შეუძლია ჩაიტაროს მხედველობის ლაზერული კორექცია და რომელ კლინიკაში დაინერგა ახალი ტექნოლოგიური მიღწევები?

17:52 04-06-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved