• რეკლამა
  • კონტაქტი
02:35, ოთხშაბათი, 25 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვანო მერაბიშვილმა სასჯელი მაინც მოიხადა, ამათ კიდევ, პასუხი მოსთხოვეს კი არა, ერთი კითხვაც არ დაუსვეს!“ – ლაშა ჩხარტიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:39 07-03-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
823

ლევან ჯავახიშვილი   

„ალიას“ ესაუბრება „ლეიბორისტული პარტიის“ ერთ-ერთი ლიდერი, ლაშა ჩხარტიშვილი.

– გუშინ და  დღეს, მთაწმინდაზე, „თბილისი პრაიდს“  მუსიკალური ფესტივალი უნდა გაემართა. ლგბტ თემის მოწინააღმდეგეებმა და „ალტ-ინფოს“ ჯგუფმა  სცადა აქციის ჩაშლა და მათგან  17 ადამიანი დააკავეს. საწინააღმდეგო აქციის გამართვა დანაშაულია?

– ჩემთვის მიუღებელია რუსეთის დასაყრდენი პარტია. რუსეთის დასაყრდენია „ქართული ოცნება“ და მისი მართული „ალტ-ინფო“. ნებისმიერი პარტია, რომელიც რუსეთის მომხრეა, რა ღირებულებებზეც არ უნდა იწყებდეს ლაპარაკს, უკვე მისგან არაფერი მისაღები არ არის. იმ პარტიისგან, რომელიც მოსკოვში დარბის და რაღაც ვიზიტებს ანხორციელებს უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე,  ნებისმიერი სახის ღირსებაზე ლაპარაკი სასაცილოა, სატირალი რომ არ იყოს. რაც შეეხება ამ დაკავებას, ესეც ბიძინა ივანიშვილის თამაში მგონია. რუსეთში მოიკითხონ გეები, იქ ევროპის ქვეყნებზე ნაკლები ნამდვილად არ არიან. ევროპული ტრადიციონალიზმი ძალიან მყარია, ვიდრე რუსული. ბევრი ევროპული პარტია, ევროპელი პოლიტიკოსები რომ ტრადიციულ და კონსერვატიულ ღირებულებებს იცავენ, ასეთები საქართველოშიც ძალიან იშვიათია. მით უმეტეს, „ქართული ოცნების“ მიერ ტრადიციებსა და ქვეყნის სიყვარულზე ლაპარაკი უხერხული და სამარცხვინოა. გელათის სახურავზე რომ ფულს გააკეთებ და საყდრისს ააფეთქებ, რომელ რელიგიაზე, რომელ ქრისტიანობაზე და რომელ ტრადიციებზეა ლაპარაკი? ბოლო პერიოდამდე, ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნება“ ცდილობდნენ, ასე ვთქვათ, შედარებით ზომიერი და პროდასავლული, დასავლური ღირებულებების პატივისმცემელი პარტიის იმიჯი შეენარჩუნებინათ, ამ ჯგუფებისგან შორს დაეჭირათ თავი. ამ შემთხვევაში, დასავლურ ღირებულებებში, დემოკრატიას და სასამართლოს დამოუკიდებლობას და ამგვარ ღირებულებებს ვგულისხმობ, სხვა არაფერს. თუმცა, ბოლოს ისე გაუჭირდათ, მით უფრო, ევროპარლამენტის რეზოლუციაში ბიძინა ივანიშვილის დასანქცირების მოთხოვნის შემდეგ, ვინ უფრო ანტიდასავლურ განცხადებებს აკეთებს, „ალტ-ინფო“ თუ „ქართული ოცნება“,  ძნელი გასარჩევია. მერე კიდევ, ტრადიციებით მანიპულაცია და ევროპის მომხრეების არატრადიციული ორიენტაციის ადამიანებად გამოყვანა, თან ყველასი, ეს არის სამარცხვინო. მოიკითხონ ერთი, პროცენტულად ტრადიციების დამცველები ევროპაში უფრო მეტნი არიან, ვიდრე საქართველოში? ოჯახურ ტრადიციებს იცავენ, რომ ჰკითხო და ოჯახური ტრადიციაა ცოლ-ქმრული ერთგულება და ღალატი დასაგმობია, ხომ მეთანხმები? ჩვენთან, ოჯახური ღალატი, სამწუხაროდ, ლამის ჩვეულებრივი ამბავია, ვიდრე ევროპასა და ამერიკაში. იქ ოჯახის ღალატი უპატიებლად ითვლება და შორს რომ არ წავიდე, ამერიკის პრეზიდენტის, ბილ კლინტონის ამბავი გავიხსნოთ. ოჯახური ღალატიდან დაიწყო ის პოლიტიკური სკანდალი, რასაც კინაღამ მისი იმპიჩმენტი მოჰყვა. რეზიუმე რომ გავაკეთო, ასე ვიტყვი. ეს ბოლო გამოსვლები და დაკავებები იყო ივანიშვილის დადგმული სპექტაკლი, რომლის მიზანიც გახლდათ 3 ივლისის, ევროკავშირთან დაახლოების მოთხოვნით  დაგეგმილი სახალხო აქციის მიწებება პრაიდის თემისათვის. ამით სურთ აქციის დისკრედიტაცია.თუმცა, ეს არ გამოუვათ, რადგან ამ ორ ღონისძიებას, პრაიდსა და 3 ივლისის აქციას, ერთმანეთთან არაფერი საერთო არ აქვთ.

– მეც ასე ვფიქრობ, რომ „ქართული ოცნების“ ორგანიზებული იყო ეს აქცია და ამ და სხვა ჯგუფებს იყენებს საკუთარი მიზნებისთვის. ევროკავშირის მომხრეების რუსთაველზე დაგეგმილ აქციას ხომ არ დაუპირისპირებენ „ალტ-ინფოს“ და მის მხარდამჭერებს? ცხადია, ხალხის ურთიერთდაპირისპირებით, აქციის ჩაშლის მიზნით?

– იმედი მაქვს, ეს არ გამოუვათ, რადგან მასშტაბებია ძალიან განსხვავებული. ევროკავშირის მომხრეები, დარწმუნებული ვარ, ბევრად მეტნი იქნებიან, ვიდრე ამ ხალხთან დაპირისპირების მოსურნენი. დაუძველდა მეთოდები ივანიშვილს, ბევრი აღარ აჰყვა  მისი მომხრეების აგიტაციას და გარეთ არ გამოვიდა იმ პრაიდის მონაწილეთა დასარბევად. თან, როცა ამ საკითხზე მსჯელობა მიდის პირდაპირ, მკვეთრად გამოხატული პრორუსული ჯგუფის მიერ, მათ ბევრი აღარ დაუდგა გვერდით. სხვას რომ რაღაც ღონისძიება ჩაეტარებინა, დავუშვათ, ოჯახის სიწმინდის დღე, რომელიც პატრიარქის დაარსებულია. შედარებით აკადემიური ჩარჩოს ფარგლებში დადგენილი რაღაც ღონისძიებები და იმის შიგნით, მცირე პრორუსული ჯგუფები სარგებლობენ ამ დღეებით და ასე იყო 17  მაისს. ახლა არავინ არ ყოფილა ამ ღონისძიების ორგანიზატორი, გარდა პრორუსული ჯგუფისა და ამას არც მალავს. აქედან გამომდინარე, ამ პრორუსულ ჯგუფს, ბევრი ადამიანი არ აჰყვა. მით უმეტეს, ხალხი ხედავს. ბიძინა ივანიშვილს, პირდაპირ ვთქვათ,  არ უნდა ევროპაში. მის წინამორბედებს რამდენად უნდოდათ, ეგეც საკითხავია. ივანიშვილმა უკვე ასლან აბაშიძესაც გაასწრო, რომელიც ღიად უპირისპირდებოდა ევროპას. ახლა, უკრაინის დამსახურებით შანსი გაჩნდა, რომ ევროკავშირის კანდიდატი გავხდეთ, ერთი გავუშვით ხელიდან და მეორე  შანსი 6 თვეში გვაქვს, მართლა წინ წავიწიოთ და გავხდეთ კანდიდატები. ნორმალურ სისტემაში, ნორმალური რეგულაციების პირობებში, ასეთი ტიპის ერთპარტიული და თან, ოლიგარქიული, არაფორმალური რეჟიმი ვერ გაძლებს. ეს ხელისუფლება დგას გაყალბებულ არჩევნებზე და  სააკაშვილისგან გადმობარებულ სისტემაზე, სამარცხვინო სასამართლოზე თავისი პერსონებით. მურუსიძის პატრონი და უვადო მოსამართლედ დამნიშნავი, არ უნდა ლაპარაკობდეს სანდრო გირგვლიანზე. მით უმეტეს, მურუსიძე თავად გააცოცხლა და მერე აღაზევა ივანიშვილმა, ის უშუალოდ იყო ჩართული, რომ მეორე ვადით აერჩიათ იუსტიციის საბჭოს მდივნად. ივანიშვილს და მის პარტიას არ აქვთ უფლება სანდრო გირგვლიანის და სააკაშვილის ხელისუფლებას შეწირული სხვა ადამიანების ხსენებისა. ახსენებენ კი არა, მათი სახელებით სპეკულირებენ. ვანო მერაბიშვილმა გირგვლიანის მკვლელობის გამო სასჯელი მაინც მოიხადა და არანაკლები დამნაშავე იყო მურუსიძე და ის უვადო მოსამართლედ გაამწესეს. პასუხი მოსთხოვეს კი არა წარსულ ცოდვებზე, ერთი კითხვაც არ დაუსვამთ. ყველა მკვლელი, ჯალათი, მათი მფარველები ვინც გადაბარგდა ივანიშვილთან და „გაირეცხა“, ინდულგენცია მიიღო, ვინც დარჩა ზოგი იმჟამად მიუღებელ პარტიაში და ვინც სახლში წავიდა, ის ხალხია პრობლემა? ეს სამარცხვინოა. „ნაცები“ ივანიშვილმა საკუთარ თავში და საკუთარ პარტიაში მოიკითხოს. კარგად გვახსოვს ყველას, 7 ნოემბრის შემდეგ სააკაშვილის პარტნიორი რომ იყო ივანიშვილი და კახა კალაძე კი, 7 ნოემბრის მერე, აქებდა და ადიდებდა სააკაშვილს.

– კალაძე ოპოზიციაში იმის შემდეგ ჩაუდგა, რაც არსენალის მთაზე ნაყიდი 80 ჰექტარი მიწა ჩამოართვეს, სადაც მეგა-პროექტი, „არსენალი სითი“ უნდა განეხორციელებინა. კალაძე პირადი – ბიზნეს-ინტერესების გამო დაუპირისპირდა სააკაშვილს და მის ხელისუფლებას. არა?  

– კი, ბატონო, ეგრე იყო და ეს და სხვა ამბები კალაძისა და დღევანდელი ხელისუფლების წარმომადგენლებისა, ხალხს არ ახსოვს.სამწუხაროდ, ივანიშვილიც და კალაძეც მოქმედებენ  საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე და მათთვის პრინციპები მეორეხარისხოვანია. ქართველმა ხალხმა ბევრი მოუთმინა ამათ. მაგალითად, საყდრისის აფეთქება. ეს არის უპატიებელი დანაშაული ამ ხელისუფლებისა. იმის შანსი იყო დაგვემტკიცებინა, რომ საქართველოში ოქროს ეგვიპტელებზე ადრე, ბრინჯაოს ხანაში მოიპოვებდნენ. ამას ამტკიცებდნენ გერმანელი მეცნიერები. საყდრისი-ყაჩაღიანის  მაღაროს აფეთქებით კი ეს შანსი საქართველოს წაართვეს. ახლა იმასაც ვერ ვამტკიცებთ, რომ თუნდაც ეგვიპტელების მერე, მეორენი ვიყავით ოქროს მოპოვებაში, რადგან არქეოლოგიური, მეცნიერული სამუშაოები არ მიიყვანეს ბოლომდე.  მეორენი რომ ვყოფილიყავით მეცნიერულად დადასტურებულად, ეს პატარა საქმე იქნებოდა? საყდრისი არ იყო მარტო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი, ის მსოფლიოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი იყო და ის ბიძინა ივანიშვილმა მთელ მსოფლიოს აუფეთქა, რათა თავად ოქრო მოეპოვებინა და კიდევ მეტი ფული ეშოვნა.

თეგები: ლაშა ჩხარტიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025
რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?
ახალი ამბები

რა არის ამერიკისა და ისრაელის საბოლოო მიზანი ირანთან დაკავშირებით? – რას უყევბა ,,ალიას” აშშ-დან კონრად ბაბუნაშვილი?

22:13 06-18-2025
ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025

ბიზნესი

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში
ახალი ამბები

სთეფ ენერჯი განახლებადი ენერგიის განვითარებისთვის საქართველოში

14:48 06-24-2025
თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს
ახალი ამბები

თიბისი გოგონებს ტექსფეროში ახალი შესაძლებლობების კარს უღებს და მათ ზაფხულში Crash კურსების გავლას სთავაზობს

13:51 06-24-2025
„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება
ახალი ამბები

„საირმეს რეკრეაციულ ფერმაში“ რეინჯერების დასაქმება გრძელდება

13:48 06-24-2025
#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია
ახალი ამბები

#ვილაპარაკოთგულწრფელად – სელფი მობაილის კამპანია

15:51 06-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved