• რეკლამა
  • კონტაქტი
13:02, ხუთშაბათი, 26 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვაკოცე ერთი, რა მოხდა მერე? – არქიმანდრიტი ნიკოლოზის აუდიო ჩანაწერი ვრცელდება

ალია ავტორი - ალია
12:20 01-29-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
589

არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძის სულიერმა შვილმა, ნიკოლოზ ბერიძემ, რომელმაც მოძღვარი გოგონების სექსუალურ შევიწროებაში პირველმა ამხილა, „სამხრეთის კარიბჭეს“ გადასცა აუდიო მასალა, სადაც მისი თქმით, სასულიერო პირი ჩადენილ ქმედებას აღიარებს.

მას შემდეგ რაც „სამხრეთის კარიბჭეს“ ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, სადაც გოგონები ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს სექსუალურ შევიწროვებაში ამხელენ, მოქალაქეების მხრიდან მუქარა არ წყდება. სოციალურ ქსელში ისინი წერენ, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და მონასტრის წინამძღვარს ცილს წამებენ. სწორედ ეს გახდა აუდიო ჩანაწერის გადმოცემის მთავარი მიზეზი.

ჩანაწერში სამი პირის საუბარი ისმის. აქედან, ერთი არქიმანდრიტი ნიკოლოზ გეწაძეა, მეორე მისი ბავშვობის მეგობარი, ანდრია და მესამე თავად ნიკოლოზ ბერიძე, არქიმანდრიტის სულიერი შვილი.

ანდრიას (მისი თხოვნით გვარს არ ვასაჯაროებთ) თქმით, ეს საუბარი შედგა 19–20 სექტემბერს, მას შემდეგ რაც ნიკოლოზ ბერიძემ მომხდარის შესახებ მოუყვა და გოგონას თავადაც ესაუბრა.

“ძნელი დასაჯერებელია, როდესაც ბავშვობის მეგობარზე (გულისხმობს არქიმანდრიტს) გეუბნებიან ცუდს. გოგონას რომ შევხვდი და მის სიმართლეში დავრწმუნდი, შემდეგ მივედით მამაოსთან სასაუბროდ. მე არ ვიცოდი ჩანაწერი თუ კეთდებოდა. შემდეგ მომიწია მეუფე თეოდორესთან შეხვედრა, რადგან ეს ჩანაწერი წარდგენილი იყო საპატრიარქოში.

მე არ მინდოდა ამ ამბის შესახებ გავრცელებულიყო ინფორმაცია. მეგონა მხოლოდ ეს ერთი შემთხვევა იყო. არ მინდოდა ზარზმაში ძმობას შორის უთანხმოება მომხდარიყო. ვიყავი ჩუმად. ორი თვის შემდეგ იმაზე მეტი გავიგე რაც ვიცოდი, უარესები მომხდარა, მესამედი მცოდნია იმისა, რაც ხდებოდა, მაგრამ ამას ვერ დავაკონკრეტებ. იყო ხელით შეხების მცდელობაც, ამაზე საუბარი არ მინდა”, – ამბობს ანდრია.

მისი თქმით, ჩანაწერის გამო საპატრიარქოში ერთი თვის წინ დაიბარეს, სადაც ახალციხის, ტაო-კლარჯეთისა და ლაზეთის ეპარქიის მიტროპოლიტს, თეოდორეს შეხვდა:

“ჩემი ხმაა და ვერ გავექცევით ამას. მაშინ საპატრიარქოში შევხვდი სხვა გოგონებსაც. ეს ჩემთვის მოსაყოლად არის ძალიან მძიმე. იქ ჩემს გარდა ბევრნი იყვნენ, დაზარალებულები. მეუფეს მოვუყევი სიმართლე. მეგონა პირველი შემთხვევა და არ მინდოდა ამის გამხელა. მინდოდა დარჩენილიყო საიდუმლოდ.

ახლაც წინააღმდეგი ვარ ვინმეს ვესაუბრო ამ თემაზე, თქვენთან დავუშვებ გამონაკლისს. ძალიან ცუდად ვარ, ჯანმრთელობა შემერყა ნერვიულობაზე. ჩემი სატკივარი ისაა, რომ ძალიან მინდა, თუ ოდნავ მაინც იქნება იმ პიროვნებისთვის შესაძლებელი, მამაოს ვგულისხმობ, ძალიან ბედნიერი ვიქნები თუ ითხოვს შენდობას იმ ადამიანებისგან, ვისაც აწყენინა. მე მეტი არაფერი მინდა”, – ამბობს იგი.

ცნობისთვის,ზარზმის მამათა მონასტრის წინამძღვარს, არქიმანდრიტ ნიკოლოზ გეწაძეს, ახალგაზრდა ქალები სექსუალურ შევიწროვებაში ადანაშაულებენ. სავარაუდოდ საუბარია 5–ზე მეტ ადამიანზე. სამი მათგანი „სამხრეთის კარიბჭეს“ უყვება, როგორ სთავაზობდა მოძღვარი, აღსარების ჩაბარების დროს, სექსუალურ ურთიერთობას. მათი განმარტებით, ბოლო შემთხვევა გასული წლის სექტემბერში მოხდა, ფაქტის გახმაურების შემდეგ, სასულიერო პირმა ქვეყანა დატოვა. რედაქცია ესაუბრა ნიკოლოზ გეწაძეს, მან თქვა, რომ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

ზარზმის მონასტერში მომხდართან დაკავშირებით, ინფორმაცია სოციალურ ქსელში 3 იანვარს დეკანოზმა, ილია ჭიღლაძემ [მღვდელმსახურება შეჩერებული აქვს] გაავრცელა, სადაც ნათქვამია, რომ ნიკოლოზ გეწაძეს სასულიერო პირისთვის შეუფერებელი საქციელის გამო, მსახურების უფლება შეუჩერეს.

წყარო

 

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა
ახალი ამბები

ნიუ-იორკში, თიბისი Strategy Day 2026 გაიმართა

12:16 02-26-2026
თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney
ახალი ამბები

თიბისი საქართველოში ვაჭრობის დაფინანსების მიმართულებით საუკეთესო ბანკად დასახელდა – Euromoney

16:48 02-25-2026
სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია
ახალი ამბები

სელფი Tbilisi Open Air 2026: Winter Edition-ის ტელკო პარტნიორია

15:42 02-25-2026
დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია
ახალი ამბები

დააგროვეთ ნაბიჯები და დასაჩუქრდით Coca-Cola-ს აქციებით – თიბისისა და კოკა-კოლას კოლაბორაცია

14:53 02-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved