კომპანია „თელმიკოს“ ინფორმაციით, სხვადასხვა სამუშაოს გამო, თბილისის ზოგიერთ რაიონს დღეს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ვაკის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 14:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ირაკლი აბაშიძის ქუჩის მოსახლეობას.
სამგორის რაიონი – გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ქინძმარაულის ქუჩის მოსახლეობას.
გლდანის რაიონი – ქსელში გადართვების გამო 00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის I, II მიკრორაიონების, მუხიანის დასახლების, ხევძმარის, ფორე მოსულიშვილის, ალეკო გობრონიძის, მარატ ნოზაძის, ილია ვეკუას, ხიზანიშვილის და ანგია ბოჭორიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
„კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ“, – აღნიშნულია პრესრელიზში.
კომენტარები