• რეკლამა
  • კონტაქტი
19:49, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ მეგრელიშვილი: ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს გამზადებული სალომე ზურაბიშვილის ხელით, თუ ოპოზიცია დათანხმდება

ალია ავტორი - ალია
10:55 10-17-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,752

არ ვუყურებთ ისე, რომ პრეზიდენტი მართლა დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ წლების განმავლობაში ზურაბიშვილს ჩვენთვის ეს არ დაუმტკიცებია“, – ამის შესახებ გირჩის” დეპუტატმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემაში “360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი განმარტებით, სალომე ზურაბიშვილს წლების განმავლობაში, გარდა სიტყვიერი დაპირისპირებისა, პრაქტიკულად არ დაუმტკიცებია, რომ „ქართულ ოცნებასთან“ დაპირისპირებულია.

„პრეზიდენტს „ქართულ ოცნებასთან“ სიტყვიერის გარდა, მას შემდეგ რაც დაუპირისპირდა მის ამრჩევ პოლიტიკურ ძალას, ამ ძალის საწინააღმდეგო პრაქტიკული ნაბიჯები არაფერი აქვს გადადგმული. სიტყვიერის გარდა, ეს შეიძლება საქმეც იყოს, როდესაც ბერკეტი აქვს.

ერთია, რასაც საჯარო სივრცეში ვავრცელებთ, მეორეა, კულისებს მიღმა რა ხდება. ჩვენ ამ ყველაფერს სხვანაირად ვუყურებთ. არ ვუყურებთ ისე, რომ პრეზიდენტი მართლა დაპირისპირებულია „ქართულ ოცნებასთან“. ამ წლების განმავლობაში ზურაბიშვილს ჩვენთვის ეს არ დაუმტკიცებია“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე თქმით, „ქართულ ოცნებას“ სურვილი რომ ჰქონოდა პრეზიდენტის გადაყენების, გადააყენებდა.

„იმპიჩმენტი, რომელიც ნულოვანი შედეგით დასრულდა. როდესაც „ქართულმა ოცნებამ“ იმპიჩმენტი მოუწყო, ვერ გადააყენეს. წარმოგიდგენიათ, „ქართულ ოცნებას“ ნამდვილად რომ სდომებოდა პრეზიდენტის გადაყენება, იმ ოპოზიციიდან, რომელიც პარლამენტში ჰყავდა, ვერ იყიდდა შესაბამის ხმებს?- არ მჯერა ამის“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

მისივე განმარტებით, თუკი „ქართული ოცნება“ არჩევნებში დამარცხდება, ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს მომზადებული, რომელსაც სალომე ზურაბიშვილი დანიშნავს.

„როდის იქნება ბიძინა ივანიშვილი ბედნიერი? როდესაც „ქართული ოცნება“ მოიგებს არჩევნებს და მთავრობას დააკომპლექტებს. თუ ვერ მოიგებს, მაშინ რა ხდება? – მაშინ ხდება ასეთი რამ: ბიძინა ივანიშვილს მეორე მთავრობა ჰყავს გამზადებული სალომე ზურაბიშვილის ხელით, რომელიც შეიძლება დანიშნოს, თუ ამას ოპოზიცია დათანხმდება. ეს იქნება ივანიშვილის მეორე ვარიანტი, რომ კვლავ თავისი მთავრობა იყოს, ოღონდ სხვა გზით“- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved