• რეკლამა
  • კონტაქტი
10:00, კვირა, 22 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ ბერიძე – ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც ბოლომდე ავითვისებთ

ალია ავტორი - ალია
17:36 08-18-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
52

ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, რომელსაც ბოლომდე ავითვისებთ. ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარს და ტურისტს – განაცხადა „ქართული ოცნების“ ხულოს მერობის კანდიდატმა ვახტანგ ბერიძემ წარდგენაზე.

მისი თქმით, გასული წლების განმავლობაში ხულოში ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი და სასიკეთო პროექტი დაიწყო.

„უპრეცედენტო პროექტი, რომელიც გამორჩეულია ხულოს განვითარებისთვის – ეს არის ბათუმი-ახალციხის ხულო-ზარზმის მონაკვეთი,  გაზიფიცირების პროექტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია ხულოსთვის. წყლის პრობლემის მოგვარება, რომელიც დავიწყეთ და ძალიან მალე დავასრულებთ. ამ ყველაფერში  ყოველთვის გვეხმარებოდა როგორც ცენტრალური ხელისუფლება, ისე აჭარის მთავრობა.  ჩვენ შევქმნით სხვადასხვა ახალ ტურისტულ ადგილს. ხულოს აქვს დიდი ტურისტული პოტენციალი, ბოლომდე ავითვისებთ ამ პოტენციალს. ყველა სოფელში იქნება ტურისტული ადგილი, სადაც, როგორც ხულოს ეკადრება, ისე ღირსეულად დავხვდებით აქ მობრძანებულ სტუმარსა და ტურისტს. ძალიან ბევრი სოციალური პროექტი გვქონდა და ძალიან ბევრს გავაკეთებთ კიდევ. ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ადამიანი. ვპირდები ყველა იმ ადამიანს, რომელსაც ჩვენი დახმარება სჭირდება, ყოველთვის ვიქნებით მასთან. მისი პრობლემა ყოველთვის იქნება ჩვენი პრობლემა. ყველაზე დიდი საზრუნავი საქმე არის ხულოს განვითარება, წინსვლა, ბიუჯეტიდან გამოყოფილი ყოველი თეთრის მოსახლეობამდე სწორად მიტანა, სწორად დაგეგმვა და სწორად გამოყენება. დარწმუნებული ვარ, თქვენი გვერდში დგომით ამ პირობას აუცილებლად შევასრულებ.  რასაც ვაკეთებდი, პატიოსანი შრომით და ჩემი ხალხის სიყვარულით ვაკეთებდი, ასე გაგრძელდება მომავალშიც. მე ვარ ვახტანგ ბერიძე და დარწმუნებული ვარ, თქვენთან ერთად, აუცილებლად გავიმარჯვებთ, ხულო გაიმარჯვებს“ – განაცხადა ვახტანგ ბერიძემ.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის და პროპორციული სიის კანდიდატები წარადგინა. ესენი არიან: რენარ ბოლქვაძე, ნადიმ დეკანაძე, ემზარ ბოლქვაძე, ზაურ გობაძე,  თემურ ანთაძე, ავთანდილ მახარაძე, არჩილ აბაშიძე, იური აბულაძე, ჯუმბერ დიმიტრაძე, ნარგიზ დეკანაძე,  რამინ ბერიძე,  გია ბოლქვაძე,  ირმა შავაძე, რამაზ გელაძე,   თემურ მიქელაძე, ნაზი მიქელაძე, ომარ აბაშიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!
ახალი ამბები

სილქფესტით მრავალფეროვან პაკეტებს ექსკლუზიური პირობით ჩაირთავს მომხმარებელი!

22:28 03-21-2026
ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved