• რეკლამა
  • კონტაქტი
02:37, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვახტანგ ახობაძეს ბინა აჩუქეს

ალია ავტორი - ალია
12:18 08-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
342

ვახტანგ ახობაძეს, მკლავჭიდელს მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ჟორჟოლიანმა, “ეპიზოდ დეველოპმენტის“ მშენებარე კომპლექსში გადასცა ბინა საჩუქრად.

ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია სოციალურ ქსელში ავრცელებს.

ვახტანგ ახობაძეს, მკლავჭიდელ მსოფლიო ჩემპიონს გიორგი ჟორჟოლიანმა, ეპიზოდ დეველოპმენტის მშენებარე კომპლექსში გადასცა ბინა საჩუქრად.

აღსანიშნავია, რომ ვახტანგ ახობაძემ, პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მეორეჯერ მოიპოვა და ასახელა საკუთარი ქვეყანა. ჩემპიონმა პირველი ოქროს მედალი 2015 წელს გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მალაიზიაში მოიპოვა. სპორტსმენს, ოქროს მედლებთან ერთად, სხვა მრავალი პრიზი აქვს მიღებული.

„ყველაფერი იმით დაიწყო, რომ მეგობარმა ფეისბუქის პოსტზე მომნიშნა, სადაც ვნახე, რომ ჩვენ ყველას გამოგვრჩა ძალიან მნიშვნელოვანი ამბავი და წარმატება. ქუთაისელი, ჩემი ბავშვობის უბნელი, მებრძოლი კაცი… მივხვდი, რომ მოქმედების დრო იყო და დავიწყე ფიქრი, რა შეიძლებოდა მე, ქუთაისელს გამეკეთებინა ჩემი ბავშვობის თანაუბნელისთვის… გადავწყვიტე, ვახტანგ ახობაძისთვის პირადად მეჩუქებინა ბინა. ჩემს გადაწყვეტილებას, გუნდის წევრების მხრიდანაც დიდი ხელშეწყობა მოჰყვა, რომელიც ტექნიკური და ადმინისტრაციული საკითხების საოცარი ტემპით მოგვარებას გულისხმობდა. დიდი ბედნიერებაა, როდესაც ერთმა ადამიანმა, მეორე ადამიანს შეგიძლია რაღაც გაუკეთო, რაც მას გააბედნირებს. ვახტანგ ახობაძემ მთელი ქვეყანა გააბედნიერა, თავად კი, უხმაუროდ დაბრუნდა სსქართველოში. ღამის 2 საათზე, ყველაფერი მოგვარდა. მსოფლიო ჩემპიონის კიდევ ერთი ბენდიერი მომენტი, მინდა ჩემი ცხოვრების ისტორიაშიც ეწეროს“ – გიორგი ჟორჟლიანი, ეპიზოდ ჯგუფის დამფუძნებელი.

პარალელურად, ეპიზოდ ჯგუფი 2024 წლის პარამკლავჭიდის მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე თითოეული სპორტსმენის პოპულარიზაციაზე იმუშავებს.

„ჩემი სურვილია, ვახტანგის წარმატების გზა, რომელიც მისაბაძია თითოეული ქართველისათვის, ფართოდ გავაცნოთ საზოგადოებას. ამისათვის, ჩვენი ჩემპიონის თავდაუზოგავ შრომას, მაქსიმალურად გავაშუქებთ სხვადასხვა მედიაში, რათა ბევრი ადამიანისთვის გახდეს მაგალითი“ – გიორგი ჟორჟოლიანი.

გიორგი ჟორჟოლიანის ინიციატივით, ეპიზოდ ჯგუფი არა მხოლოდ მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის, არამედ პარამკლავჭიდელთა თითოეული ნაკრების წევრის პოპულარიზაციაზე დაიწყებს მუშაობას, რომელსაც მნიშვნელოვანი პროექტის სახეს მიეცემა.

„როგორც კი ვახტანგ ახობაძის წარმატების შესახებ პოსტზე მომნიშნეს, ვნახე და მივხდი, რომ მთელი ქვეყნის წარმატება, მთელს ქვეყანას გამოგვრჩა, რომელიც ერთმა ძლიერმა სპორტსმენმა ვახტანგ ახობაძემ მოგვიტანა…

გულწრფელად გახარებული ვარ, რომ მსოფლიო ჩემპიონი ჩვენს გუნდს შემოუერთდება და საორგანიზაციო საკითხების კონსულტანტი იქნება ეპიზოდ ჯგუფში.

მინდა თითოეულ ქართველ სპორტსმენს, რომლებმაც 2024 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე პარამკლავჭიდში იასპარეზა, ვთხოვო – გამოგვეხმაურონ ჩვენი სოციალური მედიის მეშვეობით, მოგვწერონ, დაგვირეკონ და მოგვიყვენ თავიანთი გამოწვევების, წარმატებების შესახებ. ვფიქრობ, ასეთი სპორტსმენების ხელშეწყობა და დაფასება, ძლიერი მუხტია როგორც არსებული, ასევე მომავალი თაობის სპორტსმენებისთვის“ – ამბობს გიორგი ჟორჟოლიანი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved