• რეკლამა
  • კონტაქტი
00:53, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვაგრძელებთ მუშაობას” – ღამის კლუბები დაუმორჩილებლობას აცხადებენ

ალია ავტორი - ალია
14:04 01-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
122

ღამის კლუბების გაერთიანება სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ ისინი სახელმწიფო გადაწყვეტილების მიუხედავად, მუშაობას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მთავრობა ახალ სამართლიან გადაწყვეტილებას არ მიიღებს:

“ჩვენთვის ცნობილია, რომ შესაბამისი უწყებების მხრიდან წარმოდგენილი იყო ეს შეთავაზება, თუმცა სივრცის მფლობელებსა და თბილისის საკლუბო სცენის წარმომადგენლებს შემხვედრი პასუხი ამ ეტაპამდე არ გაგვიცია.

ეჭვგარეშეა, რომ ისეთი რადიკალური ნაბიჯების შესახებ, როგორიცაა დაგეგმილი და დაანონსებული ღონისძიებების მოულოდნელი გაუქმება, შესაბამისი ღონისძიების ორგანიზატორებს უნდა ეცნობოთ გონივრულ ვადაში, რადგან საკლუბო სცენის წარმომადგენლები ამ ეტაპამდე კეთილსინდისიერად ვხელმძღვანელობთ შესაბამის უწყებებთან შეთანხმებული რეგულაციების დაცვით, ხოლო ახალი ზომები უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის რეგულაციების შესახებ ჯერ დადასტურებული არაა, რისი ერთ-ერთი მიზეზიც არის თავად მთავრობის მხრიდან შესაბამისი შეხვედრების გადავადება.

უნდა აღინიშნოს, რომ თავად სახელმწიფოს მხრიდან იყო შემოთავაზებული და მხარდაჭერილი 31 დეკემბრიდან – 16 იანვრამდე ჩვენს მიერ ღონისძიებების ჩატარების იდეა, ხოლო მომდევნო ღონისძიებების ჩატარების წესებსა და პროტოკოლზე იანვრის დასაწყისში უნდა გვემსჯელა.

ამიტომ ვთვლით, რომ მოთხოვნა ცალმხრივად განხილული გადაწყვეტილების დაცვის და 14-15 იანვრის დაანონსებული ღონისძიებების გაუქმების, რომლის დასაორგანიზებლადაც ისედაც მძიმე ეკონომიკურ მდგომარეობაში მყოფმა სივრცეებმა დიდი ხარჯი გავწიეთ, არის არალეგიტიმური და არ ეფუძნება შეთანხმებაზე დაფუძნებული ორმხრივი თანამშრომლობის პრინციპებს.

უტყუარია, რომ ჩვენს მიერ გატარებული უსაფრთხოებისა და ჯანდაცვის მექანიზმები ჩვენს სივრცეებს ყველაზე დაცულ ადგილებს აქცევს მიმდინარე პანდემიაში, რაც, თავის მხრივ, არ ნიშნავს, რომ ვირუსის გავრცელების რისკები ნულამდეა დაყვანილი. აქამდე ჩატარებული ყველა კვლევით, საკლუბო სივრცეებში ვირუსის გავრცელების რისკი რამდენჯერმე ნაკლებია გარე გავრცელების რისკებთან შედარებით.

ჩვენ, როგორც პასუხისმგებლობის მქონე და უსაფრთხო სივრცის იდეის ერთგული წარმომადგენლები, ვიზიარებთ იმ მოსაზრებასაც, რომ ვირუსის ახალი შტამის, “ომიკრონის” გავრცელებამ შეცვალა სურათი არამხოლოდ საკლუბო სცენაზე, არამედ მთელს ქვეყანაში. შესაბამისად მიგვაჩნია, რომ იმ შემთხვევაში, თუ განიხილება სახელმწიფოს მხრიდან ახალი ზომების შემოღება და გამკაცრება, ეს რეგულაციები უნდა ეხებოდეს ყველა სარისკო სივრცეს და არამხოლოდ კლუბებს, ხოლო სახელმწიფოს მხრიდან გადაწყვეტილების მიღებამდე და შეთანხმების მიღწევამდე წარმოდგენილი უნდა იყოს ვირუსთან ბრძოლის იმგვარი სამოქმედო გეგმა, რომელიც გამორიცხავს კლუბების მიმართ კიდევ ერთხელ არასამართლიან და დისკრიმინაციულ მიდგომას.

პანდემიასთან ბრძოლის ახალი, სამართლიანი და არადისკრიმინაციული გეგმის შემუშავებამდე ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას 2022 წლის 14-15 იანვრის დღეებში აქამდე არსებული შეთანხმებისა და რეგულაციების შესაბამისად”, – ნათქვამია კლუბების განცხადებაში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved