“ნაციონალური მოძრაობა,” ვაღიარებ, პოლიტიკური ქედმაღლობით გამორჩეული პარტია იყო,” – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა და თბილისის მერობის კანდიდატმა, ნიკა მელიამ “ფორმულას” ეთერში საურისას განაცხადა.
თუმცა, როგორც მელიამ განმარტა, მათ ამის მიზეზიც ჰქონდათ, რადგან წარმატებულები იყვნენ და სხვა პარტიებთან თანამშრომლობის აუცილებლობას ვერ ხედავდნენ.
“ჩვენ პარტნიორობისთვის მზად ვართ. ნაციონალური მოძრაობა, ვაღიარებ, იყო პოლიტიკური ქედმაღლობით გამორჩეული პარტია, რომელსაც არ გაემტყუნებოდა, რომ ასეთ მდგომარეობაში ხედავდით, იმიტომ რომ ბევრი წარმატებისთვის ჰქონდა მიღწეული თავის დროზე და აუცილებლობას თანამშრომლობისთვის სახელმწიფოს განვითარების იმ ეტაპზე ვერ ხედავდა სხვა პარტიებთან მიმართებაში.
მე ვფიქრობ, რომ თუ კი რამე განასხვავებს ამ ფორმაციის ნაციონალურ მოძრაობას იმ ფორმაციის ნაციონალური მოძრაობისგან არის სწორედ უნარი თანამშრომლობის. ნაციონალურ მოძრაობას შესაშური უნარი აღმოაჩნდა ერთი განახლებისა და მეორე, უბრალოდ, საკუთარი შეცდომების სწორად გაანალიზების და აქედან გამომდინარე, სწორი ნაბიჯების გადადგმის”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
კომენტარები