• რეკლამა
  • კონტაქტი
02:16, ორშაბათი, 10 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“ვადის ამოწურვის შემდეგ ზურაბიშვილს რომ ეძახი ლეგიტიმური პრეზიდენტიაო, ლეგიტიმური თუ არის, შეიწყალოს სააკაშვილი” – იაგო ხვიჩია

ალია ავტორი - ალია
10:55 04-05-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
8,001

რისი ერთობა არსებობდა, რომ დაიშალოს? – ასე უპასუხა პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ წამყვანის შეკითხვას, ვინ შლის ოპოზიციის ერთობას, რადგან „გირჩი – მეტი თავისუფლებიდან“ წამოსული სამი პოლიტიკური აქტორიც ამბობს, რომ ამ გეგმებით და სტრატეგიით მიზანს ვერ მიაღწევენ და რაღაც ახალია შესაქმნელი.

„ერთობა არსებობს ბუნებრივად და მე გეტყვით, რა ერთობა იყო ჩვენ მიღმა ოპოზიციურ სპექტრში. ეს იყო უიდეობის ერთობა. ანუ, აერთიანებდათ უიდეობა. ერთიანობა იყო უიდეობაში, რომ ჩვენ, „არაიდეინნი“ ხალხი, რომლებსაც იდეა არასდროს არ გვაქვს, მოდით, გავერთიანდეთ ჩვენი სურვილის გარშემო. მაგალითად, ადამიანს რომ ჰკითხო, რა გინდაო, ყველა გეტყვის, რომ ბედნიერებისკენ ვისწრაფვი, ბედნიერება მინდაო და რაში გამოიხატება ბედნიერება, თითოეული ადამიანის ბედნიერება ხომ განსხვავებულია? ჩვენ ხომ ადამიანები იმის მიხედვით უნდა დავაჯგუფოთ, პირობითად თანამებრძოლები, რა გვაბედნიერებს პირველ რიგში? სხვადასხვა რამე თუ გვინდა, ხომ არ გამოგვივა? ამ პროცესის გავლის გარეშე ამ ხალხის ერთად შეკრება და ზოგადად, მოდი, ჩვენ „ქოცებს“ დავამარცხებთ და მერე ჩვენ ვიცით, ამით გასვლა და მერე ეს შედეგი, რომ 62 ოპოზიციონერი ხმა არ დაიკარგოსო, რომ იძახდნენ, იმ ხალხმა 61 ოპოზიციონერი ჩახსნა, „ქართული ოცნება“ მარტო ზის პარლამენტში და რასაც უნდა, იმას აკეთებს, ეს რა არის? იმის ნაცვლად, რომ შენ სხვაგან შექმნა დაძაბულობის კერები, რაკი ამ ბრძოლაზე პარლამენტში უარი თქვი, მანდატები დატოვე, ფინანსებზე უარი თქვი, ანუ საკუთარი თავი დაიზიანე და „ქართული ოცნება“ ამით ჯერჯერობით არ სუსტდება, შენ ხომ უნდა შესთავაზო საზოგადოებას, რას აპირებ კონკრეტულად, მაგრამ აპირებ იმას, რომ არჩევნების მერეც კი იძახდი, ერთადერთი ლეგიტიმური ორგანო ქალბატონი სალომე არისო“, – განაცხადა ხვიჩიამ.

როგორც მან აღნიშნა, მას აქვს იმედი, რომ პოლიტიკოსობის მსურველი ადამიანები გამოჩნდებიან.

„იმიტომ, რომ ამ დროს, რასაც ხედავდი, ამაზე საჯაროდ ლაპარაკი არის გზა, შენ როგორ დარჩე პოლიტიკაში, თორემ ეს ყველაფერი დაინახე, ყველაფერში მონაწილეობდი, იცი შიდა სამზარეულო და ამბობ, ჩვენი მეგობრები არიან ესენი მაინც, ჩვენ ერთმანეთში პრობლემა არ გვექნებაო და ეს არ არის დამაჯერებელი. თქვენი მეგობრობა კი არ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის, ვინც შენ პოლიტიკაში უნდა დაგტოვოს და მომავალში ვინც წამოვა კიდევ იმ ხალხისთვის ვამბობ, არამედ ის ინფორმაცია, რის გამოც შენ უნდა დარჩე პოლიტიკაში. ჰოდა, ეს ამბავი ჯერჯერობით არ მეჩვენება ცალსახად, მაგრამ ახლა დაიწყო ეს პროცესი, აქამდე აგვიანებდა და ვნახოთ, იმედი მაქვს, ბევრი ადამიანი შეუერთდება ამას, ეს არარსებული ერთიანობის შესახებ მითი დაინგრევა და ადამიანები ძალიან მარტივად დაინახავენ, რომ სინამდვილეში, მათი წარმოდგენები აქამდე რაშიც მონაწილეობდნენ იმასთან დაკავშირებით, სრულიად აცდენილი იყო რეალობას“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, გაუცრუა თუ არა ყოფილმა პრეზიდენტმა იმედები ოპოზიციას, რადგან არსებობდა მოლოდინი, რომ იგივე 31 მარტის აქციაზე კონკრეტული გეგმა და სტრატეგია იქნებოდა წარმოდგენილი, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, რომ მას ის უკვირს, სალომე ზურაბიშვილის იმედი რომ ჰქონდათ.

„ჩემთვის არ გაუცრუებია იმედი, მაგალითად, რადგან იმედი არ მქონდა. რამდენი იმუშავა ბიძინა ივანიშვილმა, რომ ქალბატონი სალომე პრეზიდენტი გაეხადა. ხომ წარმოგიდგენიათ, რა დასჭირდა ამისთვის და ქალბატონ სალომესაც იმედი არაფერზე არ გაუცრუებია; რაღაც განცხადებების გარდა, არცერთ პრინციპულ საკითხზე „ქართულ ოცნებას“ წინააღმდეგობას არ უწევდა“, – განაცხადა „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა.

იაგო ხვიჩიას თქმითვე, სალომეს ზურაბიშვილის საპრეზიდენტო ვადა ისე ამოიწურა, რომ მიხეილ სააკაშვილი არ შეუწყალებია.

„ვადა ისე ამოიწურა, რომ მიშა არ გაათავისუფლა. „ნაცებს“ უბრალოდ როგორ შეიძლება იმედი ჰქონოდათ, გარდა ერთადერთი შანსისა, რომ მიშას ჰქონდა იმედი და ასე რომ ვთქვათ, ინდობდა სალომეს. ვადის ამოწურვის შემდეგ რომ სალომეს ეძახი, ლეგიტიმური პრეზიდენტიაო, თუ ლეგიტიმურია, შეიწყალოს მიშა, რატომ არ იწყალებს“, – განაცხადა ხვიჩიამ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?
ახალი ამბები

ორიგინალური წვეულება – როგორ ვიქირავოთ მანქანა დღესასწაულისთვის?

20:52 11-07-2025
4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?
ახალი ამბები

4 მითი გერმანული ენის გრამატიკაზე – რა ნიშნით შეგიძლია გამოიცნო პროფესიონალი?

18:15 11-07-2025
ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ბორჯღალოსნები ნოემბრის ტესტებს იწყებენ – ერთად გავიმარჯვებთ – თიბისისთან ერთად

18:15 11-07-2025
თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, სანდო ბანკინგის შესახებ რეგიონული კონფერენცია ჩატარდა

15:58 11-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved