ქვეყანა კოვიდპანდემიის მეხუთე ტალღის მოლოდინშია. უკვე ერთი კვირაა ინფიცირების მაჩვენებელი მზარდ ტენდენციას ინარჩუნებს. ბოლო 24 საათში COVID-19-ის 5 076 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 44 ადამიანი.
ამ ფონზე ვაქცინაციის ტემპი მინიმუმზეა დასული. ჯანდაცვის სამინისტროს მიერ დაანონსებული მასობრივი იმუნიზაციის პროგრამა ჩავარდა – ქვეყნის მასშტაბით გახსნილი ამცრელი ცენტრები ფაქტობრივად დაცარიელებულია.
“ჩავარდა ფაქტობრივად ვაქცინაცია ქვეყანაში და შესაბამისად ვადგავართ პოპულაციური იმუნიტეტის შექმნის ბუნებრივ გზას, რაც სამწუხაროდ, ასოცირდება ძალიან დიდ ადამიანურ დანაკარგებთან. მით უფრო თუ გავითვალისწინებთ, რომ შესაძლებელია, ახალი შტამი გვქონდეს. თუნდაც “დელტა” შტამის პირობებში უნდა გვქონდეს 70-80%-ით მოცვა პოპულაციის”, – ამბობს ექიმი ანი ქავთარაძე.
ცნობისთვის, 15 ოქტომბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის ერთი დოზით აცრილია მოსახლეობის მხოლოდ 35.5%, ხოლო ორი დოზით – 31,2%.
კომენტარები