• რეკლამა
  • კონტაქტი
14:49, ხუთშაბათი, 22 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„ვადასტურებ საჯაროდ, რომ მე რომან შამათავა არ ვარ პოლიტიკოსი, ეს მხოლოდ ჩემი სინდისისა და მორალის კარნახია“ – რომა შამათავა

ალია ავტორი - ალია
18:01 01-18-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
470

„ნაცმოძრაობის“ თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი:

„საქართველოს პატრიოტმა, პოლიტიკურმა პატიმარმა, სამხედრომ- რომა შამათავამ მისი პირადი ადვოკატის ( ლამარა ბარკალაია ) მეშვეობით გამომიგზავნა გზავნილი და მთხოვა, ჩემი ფბ -ს მეშვეობით გავავრცელო მისი განცხადება :
– “მე ვარ სამხედრო, რომელსაც არც ერთი ნაბიჯი არ გადამიდგამს სახელმწიფო ინტერესების საწინააღმდეგოდ. არასოდეს დამიყენებია ჩემი პირადი ინტერესები ჩემი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებზე მაღლა, რადგან სამშობლოზე და ღმერთზე უპირატესი არ შეიძლება იყოს არაფერი ამქვეყნიურ მისიაში. საჯაროდ ვგმობ და ვემიჯნები ყველა იმ სიტყვასა და ქმედებას, პიროვნებასა თუ პარტიას, რომელიც ემიჯნება ან/და აუგად მოიხსენიებს ჩვენი ქვეყნის მთავარსარდალს, რომელთან, ჩემი როგორც სამხედრო პირის პირდაპირ დაქვემდებარებაში ყოფნა დიდი პატივი გახლდათ. ვემიჯნები და ვგმობ (ჩემდა გასაკვირად) მოღალატეთა იმ არც თუ მცირე ჯგუფს, რომლებიც გაურკვეველი მიზეზების გამო მხარს არ უჭერენ ჩვენი ქვეყნის მთავარი ინსტიტუციის, პრეზიდენტის ერთ-ერთ ღირსეულ და საერთაშორისო ასპარეზზე მკვეთრად გამოხატულ პერსონას ბატონ მიხეილ სააკაშვილს. ვადასტურებ საჯაროდ, რომ მე რომან შამათავა არ ვარ პოლიტიკოსი და ჩემი ეს სიტყვები არ გახლავთ პოლიტიკური განცხადება. ეს მხოლოდ ჩემი სინდისისა და მორალის კარნახია.
✅ აქვე ვადასტურებ, რომ ჩემთვის მიუღებელ დაპირისპირებაში მხარს ერთპიროვნულად ვუჭერ ლევან ხაბეიშვილის პიროვნებას, რაც ჩემ მდგომარეობაში მყოფი ადამიანის გადასახედიდან არის პრინციპული და უპირობო. მოვუწოდებ ჩემს მეგობრებსა და ახლობლებს, რომ გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელონ სინდისის კარნახით და მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის გადარჩენისთვის პრინციპულად აუცილებელ კანდიდატს. დიდება გმირებს!!!”
თეგები: რომა შამათავა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით
ახალი ამბები

თიბისი, ბიზნესებს, 70 000₾-მდე დაფინანსებას სთავაზობს, 0%-იანი საპროცენტო განაკვეთით

14:05 10-22-2026
არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს
ახალი ამბები

არქი გრანდ ავენიუს დიდი ფასდაკლების დღემდე ორი დღე რჩება, პროექტის მიმართ ინტერესი ყველა მოლოდინს აჭარბებს

08:01 10-22-2026
სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს
ახალი ამბები

სილქნეტი საქართველოში NVIDIA-ს ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურას დანერგავს

16:28 10-21-2026
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს

14:53 10-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved