• რეკლამა
  • კონტაქტი
18:44, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვადასტურებ, იმ პერიოდში ღარიბაშვილს არანაირი კომპეტენცია არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებზე — ვოლსკი

ალია ავტორი - ალია
17:50 11-22-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
39

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი, გია ვოლსკი აცხადებს, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ქართუ ჯგუფში მუშაობის პერიოდში ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით კომპეტენცია ნამდვილად არ ჰქონდა. ასე გამოეხმაურა ის ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას ღარიბაშვილის ფინანსური და იურიდიული კომპეტენციების შესახებ. ვოლსკის მტკიცებით, ივანიშვილმა ბერმუდის სასამართლოში ჩვენების მიცემისას არა ღარიბაშვილის პიროვნება, არამედ საქმიანობა დაახასიათა.

“ვადასტურებ იმას, რომ არანაირი კომპეტენცია იმ პერიოდში არ გააჩნდა იმ ფინანსურ საკითხებთან დაკავშირებით, რომელზეც საუბრობდა ბიძინა ივანიშვილი და აძლევდა ჩვენებას სასამართლოს. რასაკვირველია, მე არ ვიცი რამ წარმოშვა ეგ საკითხი, მაგრამ დახასიათება იმ პერიოდის, ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობისა და არა მისი პიროვნებისა, ზუსტად ეგ არის, რომ მას არანაირად ხელი არ მიუწვდებოდა იმ საკითხებზე, რაზეც სასამართლოშია საუბარი”, — თქვა მან.

ფორმულამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ქართული ოცნების დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც ბერმუდის სასამართლოში ჩვენებას დისტანციურად აძლევდა, პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილზე ამბობს, რომ ის მისთვის ავტორიტეტს არ წარმოადგენდა. ტელეკომპანიის ინფორმაციით, შვეიცარიული ბანკის იურისტმა ივანიშვილს ბევრჯერ ჰკითხა ხელშეკრულების გაფორმებისას რა როლი ჰქონდა ირაკლი ღარიბაშვილს, რომელიც ივანიშვილისა და ბანკის წარმომადგენლების ყველა შეხვედრას ესწრებოდა.

ვიდეოში ივანიშვილი, ასევე, ირწმუნება, რომ პოლიტიკაში ყოფნის დროს, რაც მოსახლეობას დაპირდა, შეასრულა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved