• რეკლამა
  • კონტაქტი
10:17, ორშაბათი, 4 მაისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

ვადამდელი არჩევნები კი არა, 4 წლის თავზე ახლანდელი შედეგის გამეორებაც კი სანატრელი გაგიხდებათ – ხათუნა ლაგაზიძე

ალია ავტორი - ალია
12:16 11-02-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

ანალიტიკოსი ხათუნა ლაგაზიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს და ოპოზიციას მიმართავს.

“გადაათვლევინეთ უბნები, სადაც ცვლილებების იმედი გაქვთ. ეს საჭიროა იმისთვისაც, რომ ხალხმა მეტად დაგიჯეროთ;

დადეთ არგუმენტები უცხოეთთან, რაც გაქვთ. რამდენიმე თვის წინ ამერიკელი კონგრესმენები რომ გაქრნენ სივრციდან და მათთან ერთად „ოცნების“ კრიტიკაც გაქრა, ხომ ცხადი იყო, რომ „ოცნების“ ლობმა შედეგს მიაღწია. ცხადად მახსოვს კინზინგერი რომ იყო ბოლოს ნათია გოგსაძის ეთერში და იმავე დღეს ინტერპრესზე და „პალიტრაზე“ ეკა აბაშიძესთან და ძვირი რომ ვერ დააცდევინეს „ოცნებაზე“, მაშინ უნდა გამოგეფხიკათ ყურები რაღაც რომ ხდებოდა;

ემზადეთ მეორე ტურებისთვის: ისე არ აღმოჩნდეს, რომ ოპოზიიცის ნაწილი მაინც შევიდეს პარლ-ში და რისი მიღწევაც შეგიძლიათ, ისიც არ დაკარგოთ;

იფიქრეთ პანდემიის პირობებში რა მასშატბის აქციების დაორგანიზება შეგიძლიათ და რამდენად გრძელვადიანის და ისე არ ქნათ, რომ დეპრესიაში ჩააგდოთ ხალხი და რაიმე ცვლილებების იმედი კიდევ 8 წლით გადასწიოთ; გაითვალისწინეთ, რომ „ოცნებამ“ მაქსიმალურად გაწელა მეორე ტურის ვადა და ასევე გაწელვას პარლამენტის პირველი სხდომის ვადასაც, რათა გააფერმკრთალოს საპროტესტო მუხტი უკიდურესად გამწვავებული კოვიდვითრების ფონზე;

ნაცების ალტერნატივას რომ ვერ ქმნით, თქვენი ბრალია და არა – მათი, ესეც უნდა გააცნობიეროთ. რომ ვეღარ იმუშავა თქვენმა 30%-ით მედკამენტებზე ფასდაკლებებმა და საბანკო პროცენტების განულებამ, იქნებ ახლა მაინც მიხვდეთ, რომ რეალურ ცვლილებებს ხალხისთვის ხურდის სახეში შეყრა კი არა, მისიონერება, დიდი სახელმწიფო იდეის შეთავაზება და პასიონერობა სჭირდება;

გინახავთ პოლიტპარტია, რომელიც საარჩევნოდ საერთოდ არაფერს დაპირებია ხალხს და არჩევნებს იგებს?! ე.ი. პრობლემა თქვენშიც უნდა ეძებოთ და არა მხოლოდ მათში. პასუხი სჭირდება კითხვას: რატომ ურჩევნია ხალხს არაფრის მაქნისი „ოცნება“ თუნდაც შუაშისტი ოპოზიციისთვის ხმის მიცემას და აქ მხოლოდ მოსყიდვაზე, ადმინრესურსის გამოყენებაზე და ქუჩის დარამზვაზე პასუხი მორიგ ჯერზე თავის მოტყუება იქნება. ეს ძალიან გამარტივებული ხედვაა. ფბ-ზე წერდნენ, რომ „ოცნებამ“ ადმინისტრაციული რესურსის ოდენობა და ხელფასები გაასამმაგა და ამით გაიზარდა სტაბილური ამომრჩევლის რიცხვიო. თუ ეს ნამდვილად ასეა, მაშინ სხვა ტაქტიკაა მოსაფიქრებელი. იფიქრეთ იმაზე, რატომ არ დაგიჯერათ ხალხმა, რომ თქვენ ხართ მისი საშველი.

და ბოლოს, თუ ხალხმა ახლა თქვენი იმედი დაკარგა, ჩათვალეთ რომ ისეთი სრული ნიჰილიზმი და დეპრესია დაიწყება, რომ ვადამდელი კი არა, 4 წლის თავზე ახლანდელი შედეგის გამეორებაც კი სანატრელი გაგიხდებათ.

თუ ამას ვერ მოახერხებთ, თქვენი უმრავლესობა, უბრალოდ, უნდა წავიდეს პოლიტიკიდან”, – წერს ლაგაზიძე.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026
,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა უზბეკეთის საინვესტიციო გარემოს შესახებ მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:46 05-01-2026
“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია
ახალი ამბები

“პირველი ერთი თვე ოპერაციიდან ვიყავი ეიფორიაში, შოკში” – პაციენტის ისტორია

20:29 04-30-2026
როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”
ახალი ამბები

როგორ უნდა აირიდო თავიდან ინფარქტი? – ჩუმი ნიშნები და კვლევის “ოქროს სტანდარტი”

16:26 04-30-2026
თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, თბილისში შვეიცარიული საერთაშორისო სკოლების ქსელი გაიხსნა

14:38 04-30-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved