• რეკლამა
  • კონტაქტი
21:24, ოთხშაბათი, 5 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უვიზო, თავისუფალ რეჟიმის, მოვიპოვებთ… მადლობა ევროპელ პარტნორებს, 180 მილიონით დაგვეხმარნენ”

ალია ავტორი - ალია
13:44 06-26-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
21

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ პარლამენტში, წლიური ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

„მინდა, გავიხსენო, რომ 27 ივნისს, ხვალ ზუსტად ექვსი წელი ხდება ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების და მისი მეოთხე თავის, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების ხელმოწერის, რომელიც იყო ფუნდამენტური საფუძველი, ფუნდამენტური ჩარჩო იმ გზაზე, რომელიც საქართველომ უნდა გაიაროს ევროკავშირში სრულფასოვან წევრობამდე. ჩვენი ყველაზე დიდი ამოცანაა, სრულფასოვნად შევასრულოთ ყველა ის ვალდებულება, რომელიც ჩვენ ავიღეთ ევროპელი პარტნიორების წინაშე და ამ მიმართულებით საქართველოს მთავრობა დგამს კონკრეტულ ნაბიჯებს.

შემუშავდა 20 წლის ევროკავშირის ინტეგრაციის ეროვნული სამოქმედო გეგმა, ევროკავშირის სამშვიდობო მისიებში აქტიურად მონაწილეობს საქართველოს მთავრობა და ჩვენი სამართალდამცავი სისტემა. ეს აშკარად გამოჩნდა აფრიკის რესპუბლიკისა და მალის კამპანიებში, ისევე, როგორც ჩვენ აქტიურად ვართ ჩართული აღმოსავლეთ პარტნიორობის პროგრამაში, ფორმატებში, რომლის სამიტიც დისტანციურად რამდენიმე დღის წინ შედგა და რომელსაც ჰქონდა კონკრეტული შედეგები. ევროპის პარლამენტმა დაამტკიცა აღმოსავლეთ პარტნიორობის რეზოლუცია და ევროპარლამენტს მოუწოდა საქართველოსთან თანამშრომლობის სტრატეგიის გაფართოების შეთავაზება. საერთოდ, ამ მიმართულებით გვაქვს სერიოზული პროგრესი და შესაძლებელია შემდგომი მოლაპარაკების გაძლიერება საქონლის, კაპიტალის, მომსახურების, ასევე სამუშაო ძალის თავისუფლების მიმართულებით.

ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ვიყოთ მაქსიმალურად ეფექტური და შევძლოთ, გავაკეთოთ ყველაფერი, რომ უახლოეს წლებში, გარდა უვიზო, თავისუფალი რეჟიმისა, ჩვენი მოქალაქეებისთვის მოვიპოვოთ სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი ნაბიჯები იმისთვის, რომ ინტეგრირების, ევროკავშირის სრულფასოვან წევრობამდე ინტეგრირების ნაბიჯები გადავდგათ და ეს ნაბიჯები იყოს ძალზე საგრძნობი. უვიზო მიმოსვლის ნაწილში, რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს, რომ ბოლო წლების განმავლობაში იყო გარკვეული რისკები, განსაკუთრებით არალეგალური მიგრაციის მიმართულებით. ჩვენ ამ მიმართულებით ეფექტურად ვიმუშავეთ ჩვენს პარტნიორებთან, ძირითადად ორმხრივ ფორმატებში. ბევრი მიმართულებით ეს პრობლემები უკვე მოგვარებულია. ბევრ ქვეყანაში მიიღო საქართველომ უკვე მიიღო უსაფრთხო წარმომავლობის ქვეყნის სტატუსი, რაც აიოლებს შემდგომ ოპერირებას და თავისუფალი უვიზო რეჟიმის რისკებს ამცირებს. შესაბამისად, ეს არის ის მიმართულებები, რომელზეც ჩვენ აქტიურად უნდა გავაგრძელოთ მუშაობა.

ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის თავმჯდომარე ქვეყანა ვიყავით ექვსი თვის განმავლობაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს დაემთხვა გლობალური პანდემიის პერიოდს, ეს იყო ძალზე მნიშვნელოვანი და ეფექტური ღონისძიებები გატარებული საქართველოს მთავრობის მხრიდან.

მინდა, კიდევ ერთხელ მადლობა გადავუხადო ჩვენს ევროპელ პარტნიორებს, რომელიც მათ გაუწიეს საქართველოს პანდემიასთან ბრძოლის თვალსაზრისით და ეს იყო კონკრეტულად 183 მილიონი ევრო, რომელიც ევროკავშირმა კორონავირუსთან ბრძოლის წინააღმდეგ, როგორც სანდო და ეფექტურ პარტნიორს, საქართველოს გაუწია“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025

ბიზნესი

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისი და BTU პარტნიორობით საქართველოს ტექ ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

14:18 11-05-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, ნოემბრის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

13:35 11-05-2025
ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150  მოსწავლე ჩაერთო
ახალი ამბები

ახალი თაობა AI გზაზე: თიბისის და GAIA-ს საოლიმპიადო კურსზე 150 მოსწავლე ჩაერთო

15:42 11-04-2025
არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი
ახალი ამბები

არ გამოგრჩეთ მოსწავლის ბარათის შეთავაზებები მრავალფეროვან კატეგორიებში – თიბისი

12:59 11-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved