• რეკლამა
  • კონტაქტი
18:51, ორშაბათი, 30 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უვიცია? სულელია მინისტრი? ეს არ იცის?” – ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
22:26 08-13-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
597

გერმანიაში მცხოვრები ექიმი, იაგო ფრანგიშვილი:

,, ვერტმფრენი არც ველოსიპედია და არც მანქანა, რომ დაჯდე და უცებ გავარდე. ამას მომზადება სჭირდება,, – აი ეს თქვა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
უვიცია?
არ იცის რომ ვერტმფრენი ველოსიპედზე და მანქანაზე სწრაფია?
არ იცის რომ მაშველი კორპუსი ყოველთვის მზადყოფნაში უნდა იყოს?
დაქოქვა და გაფრინდები.
თუ ამინდი საშინელია, სიახლოვეში იქნები.
მერე მინისტრმა ისიც თქვა რომ
,,ღამე არ გავრისკეთო,, და მოიშველია გუდაურის მაგალითი, როცა ზვავში მოქცეულის გადარჩენას ვერტმფრენის მთელი ეკიპაჟი შეეწირა.
სულელია მინისტრი?
არ იცის რომ ეკიპაჟი შეეწირა ვერტმფრენის სიძველეს, გაუმართაობას და პერსონალის არასათანადოდ მომზადებას.
ეს არ იცის?
იცის.
უბრალოდ ყველაფერი ფეხებზე ჰკიდია.
ჰკიდია იმიტომ რომ, გამოცდილება ეუბნება ასე, დაიკიდეო.
ხალხი ყველაფერს ჭამსო, ისე რომ ერთსაც არ ამოაბოყინებსო.
გახარიამ ხალხს თვალები დათხარა და შინაგან მინინსტრობიდან მოხსნის, პასუხისმგებლობის ნაცვლად დააწინაურეს პრემიერადო.
მარტო ეგ კიარა,
მერე ოპოზიციის ლიდერადაც კი აღიარა იმ ხალხმა, რომელსაც წესით თვალთხარია უნდა გაეპროტესტებინაო.
აი ეს იცის კარგად შსს მინისტრმა.
მეტი ცოდნა არაა საჭირო.
არც ვინმესი ,,გაპრავება,, ესაჭიროება.
არ გააპარავებენ და მკიდიაო
აი ესაა გზავნილი ხალხის მიმართ.
ახლა კი ის, რაც მართლა არ იცის არ შსს მინისტრმა, არც ხელისუფლების თუ არა ხელისუფლების სექტორის ბევრმა ფეოდალმა.
ღამით და ღვარცოფის თუ მეწყერის დროს მართლა შეიძლება რომ ვერტმფრენი იყოს თავად ეკიპაჟისთვის ძალიან სარისკო.
ამ შემთხვევაში ვერტმფრენი მაინც გადის, არასაშიში სიმაღლიდან აკვირდება მოვლენებს.
რატომ?
აბა ნახეთ ვიდეომასალა, რომელიც მეწყერის დროსაა გადაღებული, რამდენიმე დგას ხიდისმაგვარ კუნძულზე და იღებენ მობილურით.
იქ კარგად ჩანს მაგალითად ჯიპის ტიპის მანქანა რომელიც მიაქვს ღვარცოფს.
მფრინავი და ეკიპაჟი აკვირდება, თუ საით მიჰყავს მეწყერს ეს მანქანა და აკეთებს ადგილის მარკირებას.
რატომ?
იმიტომ რომ არის შანსი რომ იმ მანქანაში ყოფილიყო ზაზა მისი სამი შვილით, რომელმაც კარგად იცოდა რომ მინიმალური დაცვის შანსი მანქანაშია, რამდენიმე დღეც კი შეიძლება გაძლო, თუ გაგიმართლა და ღვარცოფმა არ დაგილეწა მანქანა.
მინიმალური ხომ მაინცაა.
აი ამიტომ აკვირდება ვერტმფრენის ეკიპაჟი მოვლენებს, იმის მიუხედავად, შეუძლია თუ არა მყისიერი დახმარება.
ამაზრზენი გახდა უკვე ყველაფერი.
აზროვნებაზე თქვა უარი უბრალოდ ბევრმა, უმეტესობამ.”
თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე
ახალი ამბები

მინუს 64 კილო 1 წელში – რა დროში ჩანს ბარიატრიის პირველი შედეგი და როგორია ცხოვრება ოპერაციის შემდეგ? – ხატია ბურჯანაძე

15:55 03-30-2026
ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი მომხმარებლებს ოქროს ყველაზე მაღალ შეფასებას და გამჭვირვალე პირობებს სთავაზობს

18:34 03-26-2026
ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე –  დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან
ახალი ამბები

ბრენდი, რომელიც ზრუნავს მომხმარებლებზე – დასაჩუქრდი უეფას ჩემპიონთა ლიგის ბილეთებით თიბისისგან

18:10 03-25-2026
კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”
ახალი ამბები

კვლევა, რომელიც ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა ჩაიტაროს ყველამ – “ეს დაავადება ხშირად უსიმპტომოა და ადამიანი მის არსებობას ვერც გრძნობს”

16:32 03-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved