• რეკლამა
  • კონტაქტი
14:32, შაბათი, 21 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უცნობის“ კოორდინირებული ქსელი ანტიდასავლური პროპაგანდის სამსახურში – „სამართლიანი არჩევნები“

ალია ავტორი - ალია
19:11 08-10-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
556

„სამართლიანი არჩევნები“ ახალ კვლევას აქვეყნებს:

რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პარალელურად, საქართველოში მომძლავრდა ანტიდასავლური და, რიგ შემთხვევებში, ღიად პრორუსული გზავნილები. გავრცელებული ნარატივის მიხედვით, დასავლეთი საქართველოზე ახდენს ზეწოლას, რომ ქვეყანა რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოს. მსგავსი რიტორიკა და ირიბი მინიშნებები მმართველი გუნდის წარმომადგენლებისგანაც ისმის. დასავლეთთან ერთად, ქვეყანაში ე.წ. „მეორე ფრონტის“ გახსნის სურვილის შესახებ ბრალდებები ისმის ოპოზიციის, განსაკუთრებით კი, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მისამართითაც.

საზოგადოებაში ომში ჩათრევის შიშების დასანერგად და  დასავლეთის უარყოფითი როლის წარმოჩენის მიზნით დაგეგმილ საინფორმაციო კამპანიაში ჩართულნი არიან ხელისუფლებასთან დაკავშირებული, ექსპერტებად ცნობილი პირები, მმართველი გუნდის ამჟამინდელი თუ, უკვე, ყოფილი წევრები და სხვა აქტორები. მართველი პარტიის რიტორიკისა და ტრადიციულ პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში გააქტიურებული კამპანიის პარალელურად, ანტიდასავლური გზავნილები მომძლავრდა სოციალურ ქსელებშიც.  მათ შორის, თვალსაჩინო გახდა ფეისბუქზე გიორგი (გია) გაჩეჩილაძის (“უცნობის”) მიერ დაარსებულ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდების ქსელი, რომლებიც ფეისბუქზე შექმნილი ინფრასტრუქტურის (გვერდები და არაავთენტური ანგარიშები) მეშვეობით ცდილობენ, ხელი შეუწყონ დასავლეთის საწინააღმდეგო ნარატივის პოპულარიზაციას. ამასთანავე, აღნიშნული ქსელი სცდება ფეისბუქის მასშტაბებს და მასთან ერთად, იუთუბის, ტელეგრამის, ტიკტოკისა და ინსტაგრამის პლატფორმებზეცაა წარმოდგენილი, რაც მისი საინფორმაციო კამპანიის ხასიათზე მიუთითებს და საზოგადოებაზე გავლენის გაზრდის ინტერესს ნათელს ხდის.

 

გია გაჩეჩილაძის საზოგადოებრივ მოძრაობასთან დაკავშირებული გვერდები ფეისბუქზე

„აი ია“ საზოგადოებრივი მოძრაობაა, რომლის დაარსებაც გია გაჩეჩილაძემ 2021 წლის 9 აპრილს დააანონსა და მოძრაობის მიზნად ქვეყნის პოლიტიკური მოცემულობის შეცვლა გამოაცხადა. მოძრაობის ერთ-ერთი დამფუძნებელია თბილისის საკრებულოს ყოფილი დეპუტატი და მანამდე „ქართული ოცნების“ წევრი, ვატო შაქარიშვილიც, რომელმაც განაცხადა, რომ მოძრაობას სამოქალაქო კონტროლის ფუნქცია ექნებოდა. შაქარიშვილი და გაჩეჩილაძე თავიანთ განცხადებებში ხშირად ესხმიან თავს ხელისუფლების მიმართ კრიტიკულ მედიას და გამოირჩევიან ანტიდასავლური რიტორიკით. რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის დაწყებიდან თითქმის ორ თვეში გაჩეჩილაძემ ახალი საზოგადოებრივი ინიციატივა, „არ აგარევინებთ“ დააანონსა, რომლის მიზანიც საქართველოს ომში ჩათრევისგან თავის არიდებაა, რომელსაც, მისი თქმით, შიდა და გარე ძალები, მათ შორის, ოპოზიცია ცდილობს.

„სამართლიანი არჩევნების“ დაკვირვებით, ფეისბუქზე “აი ია”-სთან დაკავშირებულია ღიად ანტიდასავლური, ხელისუფლების სასარგებლოდ მოქმედი ქსელი, რომელშიც 7 გვერდი შედის: „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt“, „აი უცნობი • i ucnobi“, „აი ია“, „ Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი”, “Fun Politic“ და „მიშინგი“. გვერდების პოსტების უმეტესობა ჯგუფებში ყალბი ანგარიშების მიერ კოორდინირებულად ვრცელდება. ოპოზიციის წინააღმდეგ გამოქვეყნებული პოსტების ნაწილი რეკლამების სახითაც ვრცელდება.

ფეისბუქის მონიტორინგის ინსტრუმენტის, CrowdTangle-ის, მიხედვით, გვერდები „აი ია“, „არ აგარევინებთ“, „არ აგარევინებთ • ar agarevinebt”, „Vato Shakarishvili • ვატო შაქარიშვილი“ და „აი უცნობი • i ucnobi“ ერთმანეთის გვერდებიდან აქვეყნებენ ვიდეოებს ე.წ. ქროსფოსთინგის ფუნქციის მეშვეობით,[1] რაც იმაზე მიუთითებს, რომ ისინი ერთმანეთთან დაკავშირებულია და შესაძლოა, საერთო ადმინისტრატორებიც ჰყავთ.

 

 არაავთენტური ანგარიშების კოორდინირებული აქტივობა ფეისბუქ ჯგუფებში

“სამართლიანმა არჩევნებმა” აღმოაჩინა ფეისბუქზე მოქმედი ყალბი ანგარიშები, რომლებიც შესწავლილ გვერდებზე გამოქვეყნებულ პოსტებს ჯგუფებში კოორდინირებულად ავრცელებენ. მონიტორინგის შედეგად დადგინდა, რომ აღნიშნული არაავთენტური ანგარიშები პოსტების ჯგუფებში გაზიარებას მათი გამოქვეყნებისთანავე იწყებდნენ, რაც მათი ადმინისტრატორების კოორდინირებულ მოქმედებაზე მიუთითებს. საყურადღებოა ისიც, რომ თითოეული ყალბი ანგარიში ჯგუფებში პოსტებს რამდენიმე გვერდიდან აზიარებდა.

მასალა სრულად იხილეთ აქ

თეგები: უცნობი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026

ბიზნესი

ახალი ამბები

მშენებარე ბინები ლისზე განვადებით – “ქრონომეტრის”  საცხოვრებელ კომპლექსში

13:51 03-18-2026
როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ
ახალი ამბები

როცა ანბანი სუნთქვას იწყებს – მხატვარ თამთა ელბაქიძის სამყარო, სადაც ქართული ასობგერები ადამიანებად გარდაისახნენ

21:00 03-17-2026
ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი
ახალი ამბები

ქართველი მოსწავლე, რომელმაც საკუთარი თავის რწმენით საერთაშორისო ოლიმპიადებზე წარმატებას მიაღწია – თიბისი

13:38 03-17-2026
Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის
ახალი ამბები

Young Lions Georgia 2026 – შესაძლებლობა ახალი თაობის შემოქმედებისთვის

12:19 03-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved