ჟურნალისტი ირაკლი იმნაიშვილი პარტრიარქზე იხსენებს:
,,მინდა, გაგიზიაროთ უწმინდესთან ერთი შეხვედრა, რომელიც, ახლა, მის გარეშე, უფრო აქტუალურია.
აგვისტოს ბოლო იყო. მე ვიცოდი, რომ რამდენიმე დღეში მიწევდა საქართველოდან ემიგრაციაში წასვლა. უმწარესი გრძნობაა.
უწმინდესთან მივედი საღამოს ლოცვაზე, დასამშვიდობებლად.
ლოცვა რომ დასრულდა, ერთმა სტუმარმა გახსნა ორი დიდი „ბანბანერკა“ და ჩამოგვირიგა.
უცებ, ვიღაცამ ხმამაღლა დაიყვირა – დღეს პარასკევია! ეს სამარხვოა?
სტუმრების ნაწილი ის-ისაა უკვე ყლაპავდა კანფეტს. ზოგს მოკბეჩილი ჰქონდა. ყველამ პატრიარქს შევხედეთ.
უწმინდესმა მშვიდად შემოგვხედა… და მცირე პაუზის შემდეგ ღიმილით გვითხრა:
თქვენ, მთავარია, ერთმანეთი არ შეჭამოთ, თორემ შოკოლადი ჭამეთ!“














კომენტარები