ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე:
წლების წინ, ძალიან ახალგაზრდა, ძალიან ახლობელი გარდამეცვალა. პანაშვიდებზე სამარისებური სიჩუმე იდგა, გაქვავებულებს ცრემლიც არ გადმოგვდიოდა. ხოდა მოვიდნენ მგალობლები, რომელთა დანახვაზეც დაძაბულობისგან კინაღამ გაგვეცინა მე და გარდაცვლილის დას, რადგან შემოვიდა არა ვინმე ფერმკრთალი და აჩრდილივით, არამედ ფერადი, ჩახჩახა, წითელთმიანი და წითელპომადიანი ქალი, რომელიც ამ ძარღვებგაყინულ ატმოსფეროში უჩვეულოდ კაშკაშებდა. დაჯდა, გააღო პირი და გალობა დაიწყო. ძალიან მაღალი პირველი ბგერა რომ გაისმა, მოგუდულად ფხუკ დამცდა და გავმწარდი ძალიან, რადგან ჩემი ფხუკ ერთჯერადი და წამიერი არასდროსაა, ცეცხლსაშიშია, შეუჩერებელია… ვიფიქრე, ავდგე და სირბილით გავიდე სხვა ოთახში, ასე თუ გადავრჩები-მეთქი, წამოვდექი, მაგრამ გასვლა ვერ შევძელი, კიდევ წამი და ამ გასაოგნებელმა ხმამ გახეთქა ყველას გულზე დაკიდებული უზარმაზარი ლოდი, ყველა ყინული და ერთხმად, უცებ, ძლივს, ყველა იქ მყოფი, ხმით ავტირდით.ყოველ აღდგომას ვეძებ ამ საოცარ ხმას მას მერე, რომ სადღაც სხვაგან გამიყვანოს და გულიდან ლოდები გადააგოროს
















კომენტარები