• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, პარასკევი, 4 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უცებ გზაზე მილიციელებმა სტვენა დაიწყეს, გზები გადაკეტეს, აი, ისე, შევარდნაძის დროს რომ იკეტებოდა” – ტომარაძე

ალია ავტორი - ალია
14:48 06-15-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
300
“ერი და სახელმწიფოს” დამფუძნებელი, ზვიად ტომარაძე:
ტაშკენტი და სამარყანდი…
6 ივნისს ტაშკენტში ჩავფრინდი, პირველი რაც ვიგრძენი აუტანელი სიცხე იყო, თუმცა არ შევიმჩნია და კოსტუმი მაინც არ გავიხადე:) ტაქსისტმა საქართველოს შესახებ მხოლოდ ის იცოდა, რომ ჩვენთან მთებია და კარგი ღვინო გვაქვს.
ტაქსი უზბეკეთში ძალიან იაფია, კილომეტრზე საშუალო ფასი დაახლოებით 60 თეთრი გამოდის.
ხალხი ძალიან თბილია და თუ რამეს ჰკითხავ გეხმარებიან, უფროსებს ძალიან დიდი პატივისცემა აქვთ.
ტაშკენტში 2,3 მილიონი კაცი ცხოვრობს მშენებლობები ჩვენსავით ბევრი არ არის, თუმცა ძველი შენობებიც და ახლებიც კარგად გამოიყურება და ნამდვილად შემშურდა მათი, კერძოდ ვერ ნახავთ ჩვენთან არსებულ სიმახინჯეებს, ერთმანეთზე მიდგმულ კორპუსებს, ვერც მიჯღაპნილ კედლებს და სისუფთავეც თვალში საცემია…
ქალაქში გზებზე კამერებია და ზებრაზე გადამსვლელებს გზას უთმობენ, გზები ძალიან ფართოა.
პირველივე დღეს მარკეტიდან სახლისკენ ვბრუნდებოდით, მე ჩემი მასპინძელი და მისი 6 წლის შვილი, უცებ გზაზე მილიციელებმა და დაცვის სამსახურის წარმომადგენლებმა სასტვენების სტვენა დაიწყეს, გზები გადაკეტეს, აი ისე შევარდნაძის დროს რომ იკეტებოდა, თუმცა კიდევ უარესი, 50 მეტრის რადისუში ფეხით მოსიარულეებსაც აგვიკრძალეს ბორდიულზე მოძრაობა, არა თუ აგვიკრძალეს, იქაურობა დაგვატოვებინესდა სხვა ქუჩაზე გაგვიშვეს:))
ხილი უგემრიელესი აქვთ, საჭმელებსაც არაუშავს. ალკოოლური სასმელი მხოლოდ რესტორანსა და ბარში შეგიძლიათ მიირთვათ, მაღაზიებში არ იყიდება, რა თქმა უნდა არ არის აზარტული დაწესებულებები, როგორც ერთმა ტაქსისტმა მითხრა უცხოური აზარტული საიტებიც დაბლოკილია და პორნოსაიტებიც.
გაზეთი საერთოდ არ მინახია, ვიკითხე და ინტერენეტს დაუჩაგრავს:)
ტაშკენტში ერთი ქართული რესტორანია, “გრუზინსკი დვორიკ” ჰქვია. თუმცა ქართველი მღოლოდ მომღერალია და ეს საკვებზეც აისახება, ოჯახური შევუკვეთეთ და ბისტროგანოვს უფრო ჰგავდა, ვიდრე ოჯახურს, თუმცა გემრიელი იყო. მწვანე ლობიოც რაღაც ინდური სანელებლებით იყო შეზავებული. ხინკალი ერთი ცალი 5 ლარი ღირდა.
ტაშკენტში ბევრი რუსია, ადგილობრივებს, უკრაინასთან ომის შემდეგ კიდევ ბევრი დაემატა. რუსული ენა ყველამ იცის და უზბეკურზე მეტად გამოიყენება.
მოვინახულე ჩორსუს ბაზრობაც, რომელიც ჩვენი დეზერტირებისა და ვაგზლის ბაზრობის ნაერთია… ჩორსუში შევიძინე დანა, რომელსაც მატარებლის პორშინისგან ამზადებენ და ძალიან ბასრია.
აქვთ რამდენიმე მოლი, თუმცა ხალხი ცოტა დადის და ცნობილი ბრენდების ასორტიმენტი არც ისე ბევრია.
მე და ჩემმა მასპინძელმა მისი შვილი იქაურ სკოლაში წავიყვანეთ, სკოლა ამერიკულია და დაცვაშიც ამერიკელები მუშაობენ. შეგნით შესვლა და დათვარიელება მოვინდომე, დაცვას ჩემი პასპორტი ვანახე, უცებ თვალები გაუბრწყინდა და დაიძახა: ჯორჯია! ჯორჯია! მე ნამყოფი ვარ და ძალიან ლამაზი ქვეყანააო…
სამარყანდში მატარებლით წავედით. ტაშკენტიდან სამარყანდამდე 306 კილომეტრია და მატარებელმა 2 საათსა და 10 წუტში დაფარა, ზოგან 226 კილომეტრი სიჩქარითაც დადიოდა, მატარებელი ძალიან კომფორტული იყო.
სამარყანდი ისტორიული და უფრო ცოცხალი ქალაქია, მიუხედავად იმისა, რომ 300 000 კაცი ცხოვრობს, აქედან 70% ტაჯიკია.
პირველი ვიზიტი თემურ ლენგის მავზოლეუმთან გვქონდა და ყველა ქართველის სახელით საფლავში ჩავძახე, რომ ჩვენ ყველანი კარგად ვართ! ირანში შახ–აბასის ისპაანის სასახლის მონახულების შემდეგ, ეს უკვე საქართველოს მეორე მტერს ვესტუმრე:)
მეორე ვიზიტი შაჰ–ზინდაში გვქონდა, ძალიან მაგარი ადგილებია, მუზეუმები და ისტორიული შენობები ძალიან კარგად აქვთ ტურისტებისთვის მოწყობილი, ყველგან ადგილობრივი გიდები ჰყავთ, სისუფთავე, წესრიგი, ცვილის ფიგურები და კომპიტერული გრაფიკები.
თემურ ლენგის სასახლეში გიდი ძალიან ამაყობდა თემურ ლენგის პიროვნებით, თითქმის მთელი მსოფლიო დაიპყროო და მათ შორის საქართველოცო, რაც არ მესიამოვნა და ვუთხარი ჩვენთან რომ არ გასჭირვებოდა რვაჯერ არ შემოგვესეოდა მეთქი, მართალი ხარო მითხრა:))
უზბეკეთში სიცხისგან დასაცავად უზბეკური ქუდი მეხურა და მზის სათვალე მეკეთა, ტურისტებს ადგილობრივი ვეგონე და ჩემთან სურათებს იღებდნენ:)
სამარყანდში ორი ასაკოვანი უზბეკი მოვიდა ჩვენთან და რომ გაიგეს ქართველები ვიყავით, გვითხეს რუსთაველის და ნოდარ დუმბაძის ქვეყნიდან ყოფილხართო, მერე სურათის გადაღება გვთხოვეს…
13 ივნისს დილის 6 საათზე ტაქსში ჩავჯექი, აეროპორტში მივდიოდი, თბილისში წამოსასვლელად, კორპუსის ეზოში ტაქსისტს წინ მანქანა იდგა, ფარები აუნთო მაგრამ ვერ გაიგო რომ გავეტარებინეთ, მძღოლმა სიგნალს თითი ოდნავ შეახო და მხრებში მოიხარა, დილაა და ვინმე არ გავაღვიძოო, უცებ გამახსენდა ჩვენთან როგორი გაბმული სიგნალი იქნებოდა და გამეცინა:)
http://
თეგები: ზვიად ტომარაძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ხელოვნური ინტელექტის ეროვნული ჰაკათონი გაიმართება

14:34 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved