• რეკლამა
  • კონტაქტი
05:47, კვირა, 26 ოქტომბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უთხარით ადამიანებს რომ ასტრაცენეკას ვაქცინას აქვს 1:350.000 აცრაზე ტვინის თუ ფილტვის თრომბოემბოლიის სასიკვდილო გართულება” – იაგო ფრანგიშვილი

ალია ავტორი - ალია
17:01 03-22-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
46

გერმანიაში მცხოვრები ქართველი ექიმი, იაგო ფრანგიშვილი, სოციალურ ქსელში, წერს:

“ისევ და ისევ ანაფილაქსიაზე

მიწისთხილით გარდაცვალებულებზე

და

ბაიონტექის აცრის მერე, 16 დღის მერე ტრობოზით გარდაცვლილ ამერიკელ ექიმზე.

როგორ დავიჯერო, რომ ხარ ექიმი

ხარ ინფექციოლოგი თუ რაც ხარ სულერთია

და აი ასეთ რაღაცას ამტკიცებ, წერ და ადამიანებს აბრუებ, ადებილებ, პროპაგანდას ეწევი, რომ

მიწისთხილის ანაფილაქსია და აცრის მერე ტვინის ან ფილტვის თრომბოემბოლია 30 წუთში ერთი და იგივე რისკია?

როგორ დავიჯერო, რომ ეს არ იცი?

აი ესაა სრული მონობა.

მონა და სხვა არაფერი,

ამას ჰქვია ყურმოჭრილი მონა

არ ვიცი ვისი

არ ვიცი რისი

და არც მაინტერესებს.

ჟურნალისტი,

არაექიმიც კი,

ვინც ამას ატირაჟებს,

ასევე მონაა

სრული და ყურმოჭრილი მონა

იქნება თვითდამონებულიც

ანაფილაქსიის მართვა კორტიზონის გაკეთების შემთხვევაში შესაძლებელია

გაუკეთა სამედიცინო დაწესებულება ჩივილებისთანავე სტეროიდი

მაინც შეიძლება გახდეს ადამიანი საინტუბაციო, ანუ მართვით სუნთქვაზე ასაყვანი ანაფილაქსიის გამო.

შოკის ტერმინი უკვე კარგა ხანია მოიხსნა ანაფილაქსიის დროს, ხმარებაში ნაკლებადაა

იმიტომ რომ ანაფილაქსია არის პროცესი

და ამ პროცესის პირველ ნახევარ საათში ფილტვის ან ტვინის ემბოლია არაფრით არ ჯდება.

არაფრით.

ადამიანი, რომელსაც აქვს ან კრაზანის შხამის ან მიწისთხილის ალერგია,

შეიძლება გარდაიცვალოს, თუკი არააქვს შესაბამისი ანტიდოტი ან სტეროიდი ან ადრენალინი.

მაგრამ,

სამედიცინო დაწესებულებამ ეს მისცა და გარდაიცვალა ფილტვის ემბოლიით.

აქ რომ ანაფილაქსიის თემას ატრიალებ დღე და ღამ

ესაა სამარცხვინოება

ესაა მონობა

უთხარით ადამიანებს რომ ასტრაცენეკას ვაქცინას აქვს 1:350.000 აცრაზე ტვინის თუ ფილტვის თრომბოემბოლიის სასიკვდილო გართულება რამდენიმე საათში

და არა ის გართულება, რომელიც აქვს სხვა ვაქცინებს თრობოციტების რეაქციის გამო რამდენიმე დღეში და კვირაში

უთხარით ხალხს, რომ

ის რამდენიმე დღეში და კვირაში თრომბოზული და არა ემბოლიური გართულება შეიძლება შენიშნო, მართვადია თუ დროზე მიხედავ

და უთხარი ისიც

რომ

ეს მყისიერი და დროში ხანმოკლე თრომბოემბოლიები კი უმართვადია, ვერ არკვევ როდის და რა მიზეზით ხდება და მომაკვდინებელია 1: 350.000 აცრაზე

აი ეს უთხარით

და მერე გადაწყვეტს ადამიანი,

აიცრას თუ არა

დაელოდოს სხვა ვაქცინას თუ წავიდეს რისკზე და აიცრას.

და ნუ დაამარგინალებთ ნურავის იმიტომ, რომ არ იცრის.

როცა რიცხვებით,

გარდაცვლილთა რიცხვებით ჟონგლირებთ,

ესაა სამარცხვინო და მონური

ესაა პანიკის და ტვინის რეცხვის ფაქტი,

რამეთუ,

ადამიანებმა ხომ შეიძლება თქვენი არგუმენტაციის გამო ჩახედონ სიკვდილიანობის მაჩვენებელს საერთოდ?

წლიურს,

თვიურ და დღიური სიკვდილიანობის საერთო მაჩვენებელს?

მერე ხომ შეიძლება ჩახედონ, თუ რამდენი ასიმპტომური გააკარანტინეთ და რამდენი დამძიმდა?

რამდენი არ იმართა სწორად საავადმყოფოში?

რამდენი ინტუბირებული გამოვიდა და რა შედარებაა ამ მხრივ დასავლეთის ქვეყნების ინტუბუბირებულებთან?

ხომ შეიძლება ჩახედონ და დაარეშერშონ,

არსებობს თუარა ჰიგიენური კანონი?

არსებობს თუარა კლინიკების შემოწმება და რეგულარულად ამ ჰიგიენური სტანდარტით?

არსებობს თუარა მისაწვდომად სწრაფი ტესტები?

არსებობს თუარა ამბულატორიულად მართვის სისტემები რეგიონებში?

არსებობს თუარა რეგინებში სამედიცინო პერსონალის ტრენინგი იმისთვის, რომ ყველა დამძიმებული თბილისისკენ არ აფრინოთ?

არსებობს თუარა რეგულარულად ტესტირება სამედიცინო დაწესებულებში ყველა პერსონალისა?

ყველასი, შეფიდან დაწყებული, მებაღით და საჭმლის მიმტანი ფირმით თუ სამრეცხაოს მუსაკით დამთავრებული?

ამაზე არ ამოგიღიათ ხმა უკვე ერთი წელია

და ახლა ადამიანებს აბოლებთ და აბრმავებთ, მარგინალებად რაცხავთ, სიცრუითა და ფეიკით ასაზრდოვებთ.

აი ესაა სრული და ყურმოჭრილი მონობა,

აი ისეთი,

სარკის დანახვაც კი რომ უნდა შეაზიზღოს წესით ადამიანს.

არასოდეს არაა გვიან, უარი თქვა მონობაზე.

ყველანი ადამიანები ვართ და არის მომენტი, როცა აზროვნებას სტერეოტიპულ ხაფანგში აქცევ.

ეს არაა სირცხვილი.

სირცხვილია,

როცა ზიხარ ნაგავში და ქაქში

და ამბობ, ნუტელააო და ხალხის დასანახად სიამოვნებით მიირთმევ ამ საძაგლობას.

აი ესაა საშინელი და ამის დამთავრება შეიძლება მყისიერად.

უბრალოდ იტყვი,

რომ არცერთი ანაფილაქსიური რეაქცია არ იწვევს ტვინის ან ფილტვის ემბოლიას 30 წუთში.

აი ეს რომ გამორიცხულია

ამის აღიარება კმარა.”

თეგები: იაგო ფრანგიშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025
„ივანიშვილი ღარიბაშვილს კი არ იშორებს, არამედ, პირიქით, უფრო ახლოს იყენებს“ – არჩილ გამზარდია
ახალი ამბები

რას უნდა ახადოს ფარდა ღარიბაშვილმა? – რას უყვება „ალიას“ კოტე ბაბუნაშვილი?

16:08 09-23-2025
“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”
ახალი ამბები

“150 მილიონი ლარის მიტაცება” – მასშტაბურ კორუფციაზე “რკინიგზაში”, გია ყრუაშვილი საუბრობს – “ხომ ამბობენ კორუფციას ვებრძვითო?”

02:52 08-21-2025

ბიზნესი

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად
ახალი ამბები

ალტერნატიული ქუთაისი – კატალოგის პრეზენტაცია თიბისისთან ერთად

15:39 10-24-2025
,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ –  თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება
ახალი ამბები

,,რა არის Agentic AI და მისი როლი ბიზნესში’’ – თიბისი ბიზნესის და Visa-ს მხარდაჭერით, დილის შეხვედრების სერია გრძელდება

15:09 10-24-2025
თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

თაღლითობა, დოკუმენტების გაყალბება, ფულის მითვისება – ფინანსურმა პოლიციამ “ბრიტანულ–ქართული აკადემიის” საქმის გამოძიება დაიწყო

10:00 10-24-2025
თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა
ახალი ამბები

თიბისის საგანმანათლებლო მულტიმედია ფორმატი კონსპექტები – რთული იდეების მარტივი ახსნა

15:48 10-23-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved