• რეკლამა
  • კონტაქტი
05:03, პარასკევი, 14 ნოემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ – ჩერგოლეიშვილი მელიას განცხადებაზე

ალია ავტორი - ალია
10:49 12-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
40

“უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ. უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია – ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა” – ასე ეხმაურება ტაბულას დამფუძნებელი და ამომრჩეველთა განათლების საზოგადოების დირექტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას სიტყვებს, რომელმაც ევროპული საქართველოს ლიდერს, გიგა ბოკერიას “უსინდისო” უწოდა.

“სინდისი ჩემს აღქმაში არის ღირებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადამიანს ინდივიდუალური გამოცდილების (ოჯახი, აღზრდა, კულტურა) მიხედვით უყალიბდება და პირადი, თუ პროფესიული ცხოვრების განმავლობაში კარნახობს რა არის სწორი და რა არასწორი. ორი სიტყვით, სინდისი არის ის, რასაც ვერ მოატყუებ – თუ გაქვს.

როდესაც პოლიტიკური მოვლენის შეფასებას გთხოვენ, სინდისიერი საქციელია, გულწრფელი პასუხი გასცე და ესა თუ ის მოვლენა იმ ეროვნული ამოცანის კონტექსტში შეაფასო, რა ამოცანის შესრულებასაც ისახავ.

ეს არა მხოლოდ მორალურად, არამედ პრაგმატულადაც ერთადერთი სწორი საქციელია, განსაკუთრებით ასეთ ნდობის კრიზისში, როდესაც პოლიტიკა ისედაც დისკრედიტირებულია.

ამიტომ, როდესაც ნაციონალური მოძრაობის ეზოში დაწყებული მასობრივი შიმშილობის შესახებ გვკითხეს, გიგამაც და მეც ვუპასუხეთ ის, რასაც გულწრფელად ვფიქრობთ – შიმშილობის ეს კონკრეტული აქტი არ ემსახურება ივანიშვილის რეჟიმის მორყევის ამოცანებს და მხოლოდ ნაციონალური მოძრაობის შიდა კრიზისის გადავადების ამოცანა აქვს.

ამ დასკვნის გამოტანას განსაკუთრებული გონებრივი მონაცემები არ სჭირდება – ზედაპირზეა ის, რომ სააკაშვილის შაჰიდი მომხრეები მელიას თავს ესხმიან, უმოქმედობაში ამხელენ, საყვედურობენ, რომ “ხალხი დაშალა”. მასობრივი შიმშილობა არის გზა, ლიდერისადმი თავგანწირვის დემონსტრირება მოახდინო. ამ ამოცანას ემსახურება ეს შიმშილობაც. ეს არის სიმართლე.

ჩვენი სინდისით და მორალური კომპასით ადამიანებს სიმართლე უნდა ელაპარაკო. მელიასი – არ ვიცი. არც მე და არც გიგა არ ვთვლით რომ ამომრჩეველი იდიოტია, თავად ვერ ხვდება იმას, რასაც ვამბობთ და ჩვენ რომ ტყუილებით გავბერავთ და ინტელექტუალურ შეურაცხყოფას მივაყენებთ, ბიძინას წინააღმდეგ ბრძოლაში გამოგვყვება. მითუმეტეს ის ამომრჩეველი, ვინც ბოკერიას შეიძლება მისცეს ხმა.

ასე ვთვლი და უსინდისობა ის მგონია, რომ მოგატყუოთ. უსინდისობა კიდევ ბევრი რაღაც მგონია – ფუყე დაპირებები, არათანმიმდევრულობა, გოთვერნობა… მაგრამ ახლა რომ გავყვე, მელიას დახასიათება გამომივა და არ ვთვლი საჭიროდ მისი პოლიტიკური ბიოგრაფიის შედგენას ამ ეტაპზე.

და კიდევ, გულით მინდა, რომ მალე მოვიდეს დრო, როდესაც ნაციონალური მოძრაობის არათანმიმდევრული საქციელის, მესიანიზმის და კვების რაციონის კომენტატორობა აღარ მოგვიწევს, რომ ეთერში ისე ვილაპარაკებ ჩემს ხედვაზე, რომ ლიზა იასკო არ ჩამერთვება შუაში სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით, მაგრამ, სამწუხაროდ, ჯერჯერობით, ამას ვერ ვცვლით ტელევიზიების პრიორიტეტების გამო (რაც მათი გადასაწყვეტია) – ძალიან შევეცდებით, რომ შევცვალოთ და ჩვენი დღის წესრიგი, მთელ ქვეყანასთან თუ არა, ჩვენს პოტენციურ ამომრჩეველთან მაინც მივიტანოთ – ნაცმოძრაობის და სააკაშვილის გარეშე”. – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?
ახალი ამბები

როგორ და რა მეთოდებით ცდილობს მარიამ ქვრივიშვილი ირაკლი კობახიძის თანამდებობის დაუფლებას და უნდა თუ არა მისი კანდიდატურა, რეალურად, ბიძინა ივანიშვილს?

22:56 11-10-2025
ახალი ამბები

ამ სქემით, გამოდის, რომ ილია ჯალაღონიამ საკუთარ სს საქმეს ბეჭედი უნდა დაუსვას და ციხეში საკუთარი ფეხით წავიდეს – რას წერდა „ალია“ 10 წლის წინ?

15:37 10-30-2025
მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები
ახალი ამბები

მეტროში “მოულოდნელი გარდაცვალების” სკანდალური დეტალები

21:28 10-16-2025
კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?
ახალი ამბები

კლანური დაპირისპირება „ოცნებაში“… დაშინება, შანტაჟი, მოსყიდვა – რას გვიყვება კახა მიქაია?

16:29 10-02-2025

ბიზნესი

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში
ახალი ამბები

მოითხოვე უკეთესი კურსი თიბისის მობაილბანკში

17:06 11-13-2025
თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა
ახალი ამბები

თიბისიმ, საქართველოში პირველად, მობაილბანკში ბარათის პინის შეცვლის ფუნქციონალი დანერგა

16:30 11-13-2025
ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი
ახალი ამბები

ქალი ლიდერები IT სფეროში – გოგუცა გელაშვილი The Info-Tech Awards-ის პრესტიჟული ჯილდოს მფლობელია – თიბისი

14:22 11-13-2025
Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის
ახალი ამბები

Vintylator – თიბისი ბიზნესდაჯილდოების გამარჯვებული, მწვანე ინიციატივების ხელშეწყობისთვის

11:38 11-12-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved