• რეკლამა
  • კონტაქტი
11:48, კვირა, 15 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უსიმპტომო პაციენტებიც არიან გადამდები, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად – ინფექციონისტი

ალია ავტორი - ალია
12:08 04-26-2020
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
32

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ექიმმა-ინფექციონისტმა, რევაზ მეჭურჭლიშვილმაკორონავირუსის სიმპტომებზე საუბრისას, განაცხადა, რომ კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე პაციენტებს აქვთ ძალიან დამახასიათებელი სურათი.

„ეს არის დაბურული მინის ტიპის სურათი, რაც ბევრ სხვა პნევმონიასაც ახასიათებს. თუმცა მსგავსი პნევმონიები ასე ხშირი არ არის და თუკი ასეთი სურათი არის კომპიუტერულ ტომოგრაფიაზე, შესაბამისად, უნდა ვიფიქროთ ძალიან დიდი ალბათობით ამ ვირუსზე. სიმპტომები იგივე რჩება ჯერჯერობით, ეს არის ხველა, სუნთქვის გაძნელება, ცხელება, რაც თავიდან მიმდინარეობს. საერთო სისუტე და ა.შ“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

მისივე განცხადებით, სრულიად უსიმპტომო პაციენტი ძალიან იშვიათია.

„ეს არის დაახლოებით ერთ პროცენტზე ნაკლები. უმეტესობაში მიმდინარეობს მსუბუქად, მსუბუქად მიმდინარეობაში იგულისხმება მხოლოდ ტემპერატურა, ხველა და ა.შ, მცირე სიმპტომები, რაც ვთქვათ არ არის მძიმე, მიმდინარეობისთვის დამახასიათებელი.

უსიმპტომო პაციენტებიც ასევე არიან გადამდები, თუმცა ბევრად უფრო ნაკლებად, ვიდრე სიმპტომების შემთხვევაში. როდესაც ადამიანი ახველებს, აცემინებს, მაშინ გამოიყოფა ის წვეთები და უფრო ბევრად გადამდებია ვიდრე უსიმპტომო ადამიანი. გადამდებლობა იწყება ინკუბაციის ბოლო ორი დღის განმავლობაში, ანუ პირველი სიმპტომის გამოვლენამდე ერთი ორი დღით ადრე“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა.

ინფექციონისტის თქმით, დაავადებას ახასიათებს მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

„ვიდრე ჩვენთან დადასტურდებოდა ეს ვირუსი, იქამდეც ვიცოდით ეს მონაცემები. ჩინეთის მონაცემებით ასეთი ხასიათი ჰქონდა ამ ვირუსს, მკვეთრად შეიძლება დამძიმებულიყო ადამიანი და ლეტალობაც ძალიან მალე დამდგარიყო, მიუხედავად იმისა, რომ მსუბუქად მიმდინარეობდა ვთქვათ ერთი კვირის განმავლობაში დაავადება.

ჩვენთანაც აღენიშნება დამძიმება, თუმცა ვინაიდან ჩვენთან ყველა პაციენტი მოთავსებულია კლინიკაში და სტაციონარში, მათი მეთვალყურეობა მიმდინარეობს და დამძიმების ტენდენცია როცა კი შეინიშნება, იცვლება მკურნალობის მეთოდებიც. შესაბამისად, ნაკლებად არის ასე გამოხატულად. თორემ, რა თქმა უნდა არის ჩვენთანაც“, – განაცხადა რევაზ მეჭურჭლიშვილმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ახალ აბონენტებს – სახლის ინტერნეტი და ტელევიზია სპეციალურ ფასად!

16:55 03-13-2026
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

15:01 03-13-2026
დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!
ახალი ამბები

დაპორტირდი საიუბილეო დღეებში სილქნეტის ქსელში ექსკლუზიური პირობით!

13:55 03-13-2026
თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე
ახალი ამბები

თიბისი- ბრენდი, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებელზე

13:49 03-13-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved