MIT-მ გამოაქვეყნა ცნობა ახალშექმნილი ხელოვნური ინტელექტის შესახებ, რომელიც მობილურში ჩაწერილი აპლიკაციით ნებისმიერ მსურველს შესაძლებლობას აძლევს, მხოლოდ ხველის ჩანაწერით მარტივად გაიგოს, სიმპტომების გარეშე მიმდინარე კორონავირუსის ინფექცია ხომ არ აქვს.
მართალია, კორონავირუსით ინფიცირებულებს ძირითადად სხვადასხვა აშკარად გამოვლენილი სიმპტომები აღენიშნებათ, თუმცა მრავალი ადამიანის ორგანიზში დაავადება სიმპტომების გამოვლენის გარეშე მიმდინარეობს, რის გამოც ამ ახალი ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები განსაკუთრებით დამაიმედებლად გამოიყურება.
კომენტარები