ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, უილიამ კორტნი მიხეილ სააკაშვილის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს საკუთარ Twitter-ზე გამოეხმაურა. ყოფილი ელჩი უსამართლობად აფასებს იმას, რომ ექსპრეზიდენტი საკუთარ სასამართლო პროცესზე კვლავ არ დაასწრეს.
“ასეთ უსამართლობას, შესაძლოა, ლუკაშენკოს ბელარუსისგან ელოდო, მაგრამ არა იმ საქართველოსგან, რომელსაც ბევრი მისი მეგობარი იცნობს. ეს უსამართლობა სააკაშვილს ნაკლებად მოსალოდნელ “სინდისის პატიმრად” აქცევს”, — აღნიშნა მან.
ცნობისთვის, პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის სასამართლოში გადაყვანაზე უარი მოსალოდნელი დესტრუქციული ქმედებებით ახსნა.
კომენტარები