ურეკში, ზღვაში 68 წლის კაცი დაიღუპა. შემთხვევა დღეს, დილით მოხდა. ინფორმაციას “გურიანიუსი” ავრცელებს.
როგორც თვითმხილველებმა განაცხადეს, გარდაცვლილი წყლიდან ადგილობრივებმა გამოიყვანეს. მათივე თქმით, კაცის გარდაცვალების მიზეზი დახრჩობა არ არის და სავარაუდოდ, მას გულმა უმტყუნა.
გარდაცვლილი ადგილობრივი არ არის. ის საქართველოს ერთ-ერთი კუთხიდან ჩასული დამსვენებელია.
კომენტარები