• რეკლამა
  • კონტაქტი
07:41, შაბათი, 17 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უფასო და ფასიანი კრიტიკა – რომელი მსახიობების დათხოვნას აპირებს წულუკიანი თეატრიდან?

ალია ავტორი - ალია
19:36 03-23-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
51

საქართველოს პარლამენტის ყოფილმა წევრმა, თეა წულუკიანმა 19 მარტს შალვა რამიშვილთან „პოსტ ტვ-ის“ ეთერში იუსტიციის მინისტრობის პერიოდსა და კულტურის სამინისტროში მის სამომავლო გეგმებზე ისაუბრა.

  • „კულტურის სფეროში არიან ადამიანები, რომლებიც არ მალავენ სიმპატიას ამ პარტიისადმი [ენმ], ღიად გამოდიან „ქართული ოცნების“ წინააღმდეგ. მათ შორის სახელმწიფო სტრუქტურებშიც არიან. მკაფიოდ არტიკულირებენ ამ პოზიციებს, სახელი და გვარების დასახელება არ მინდა. მე არცერთ ამ პოზიციას არ ვეთანხმები, თუმცა წლების განმავლობაში მუშაობენ იმ სტრუქტურებში, რომლებსაც სახელწიფო აფინანსებს. როგორი იქნება თქვენი მიდგომა მათდამი ?“ – ჰკითხა ჟურნალისტმა.

თქვენ თუ ფაქტებს ჩახედავთ იუსტიციის სამინისტროშიც კი, როდესაც მე გავათავისუფლე კადრები, რამდენიმე ასეთმა გათავისუფლებამ სკანდალის ფორმაც მიიღო, იმიტომ, რომ ისინი ოპოზიციის პირდაპირი აქტივისტები იყვნენ.

ისინი არ იყვნენ საჯარო მოხეელები. გავათავისუფლე მხოლოდ და მხოლოდ მაშინ და იმ ნიშნით, როდესაც სისტემაში დასაქმებულმა საჯარო მოხელემ ხელი მიჰყო საბოტაჟს. ეს პატარა ჯგუფი იყო იუსტიციის სამინისტროში. რაც შეეხება დიდ უმრავლესობას იუსტიციის სამინისტროს სისტემაში – თქვენ ნახავთ, რომ შემოვიდნენ ახალი კადრები კონკურსით. მაგრამ ვინც იქ დამხვდა და არ ეწოდა პოლიტიკური ნიშნით საბოტაჟს სისტემის წინააღმდეგ  – მე მათ წამოსვლის წინ ვუთხარი, რომ ჩემი მისია შევასრულე, თუ ჩემს მოსვლამდე არაერთ თქვენგანს გეძახდნენ ადეიშვილის კადრებს, მე რომ წამოვედი არცერთ მათგანს ეს ეტიკეტი აღარ ჰქონდა და ვერცერთს ვერ ეძახიან წულუკიანის კადრს. ისინი იქცნენ საქართველოს საჯარო მოხელეებად. მაგრამ ის, ვინც იყო პოლიტიკით დაკავებული, რა თქმა უნდა, დავატოვებინეთ სისტემა. ეს იყო მოდელი, რითაც მე 8 წელი ვიმუშავე.

რაც შეეხება ამ სისტემას ეს სისტემა განსხვავებულია იმ გაგებით, რომ თუ, მაგალითად, თეატრში არის მსახიობი, რომელიც თავის აზრს გამოთქვამს, რა თქმა უნდა, აქ მე შევეცდები, რომ მათი განსხვავებული აზრი გავიგო, საიდან მოდის. თუ ეს არის უფასო კრიტიკა, ასე ვეძახი მე ამას, ანუ თუ ასეთია მისი მრწამსი, მაშინ ვეცდები, გავიგო, რამდენად უშლის ხელს ეს შიგნით ორგანიზაციის ფუნქციონირებას“

დაიწყება, თუ არა გამოძიება, მას შემდეგ, რაც იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა აღიარა, რომ პოლიტიკური ნიშნით გაათავისუფლა თანამშრომლები? – დიდი ალბათობით, არა. თუმცა, წულუკიანის ეს აღიარება, ყველა იმ ადამიანს დაეხმარება, ვინც თვლის რომ უსაფუძვლოდ გაათავისუფლა წულუკიანმა. წულუკიანმა, გარდა იმისა, რომ აღიარა პოლიტიკური ნიშნით გათავისუფლება, ახლა უკვე კულტურის სფეროს დაემუქრა, იმან, ვინც ხელისუფლებას აკრიტიკებს, ჯერ ის უნდა დაამტკიცოს, რომ უფასოდ აკრიტიკებს და ამას რომ დაამტკიცებს, მერე უნდა დაამტკიცოს, რომ ხელისუფლების კრიტიკა იმ დაწესებულების, სადაც მოღვაწეობს, ამ შემთხვევაში თეატრის, ფუნქციონირებას ხელს არ უშლის.

თეგები: თეა წულუკიანი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი
ახალი ამბები

ქართული ენის გუშაგი – მზექალა შანიძე 100 წლისაა – თიბისი

13:50 01-16-2026
სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!
ახალი ამბები

სილქფესტი სასაუბრო და ინტერნეტ პაკეტებს ექსკლუზიური პირობით თავაზობს!

13:16 01-16-2026
ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები
ახალი ამბები

ვალუტის გაცვლის დროს დაშვებული ხშირი შეცდომები და მათი არიდების გზები

22:21 01-15-2026
საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება
ახალი ამბები

საქართველოს თასის გათამაშება მესტიის ეტაპით დაიწყება

13:24 01-15-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved