• რეკლამა
  • კონტაქტი
13:34, პარასკევი, 14 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა – თამრიკო ჭოხონელიძე

ალია ავტორი - ალია
14:44 12-23-2020
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
77

თამრიკო ჭოხონელიძის ცხოვრებაში, განქორწინების შემდეგ ძალიან მძიმე პერიოდი დაიწყო, თუმცა, როგორც თავად ამბობს, ხანგრძლივი და რთული მცდელობის შედეგად, მოახერხა და საკუთარი თავი დაიბრუნა. მასთან ინტერვიუ „თბილისელებმა“ ჩაწერა.

ოჯახის დანგრევის შემდეგ დამოუკიდებლად შეძელით ემოციური თუ ფსიქოლოგიური რეაბილიტაცია. რამ მოგცათ საჭირო ძალა?

– მივხვდი, რომ ჩემს შვილებს გვერდით ჯანსაღი დედა უნდა ჰყოლოდათ. აღარაფერს აქვს ფასი, თუ შენში ქალი არ ცოცხლობს. მივხვდი, რომ შველა მჭირდებოდა და მგონია, რომ მე ეს მოვახერხე.

– როდის გააცნობიერეთ, რომ პრობლემა გქონდათ?

– როცა სიმშვიდე დავკარგე. საკუთარ თავთან მარტო რომ ვრჩებოდი, ვგრძნობდი, რომ ძალიან აფორიაქებული ვიყავი. საყვარელი ადამიანების მიმართ ძალიან ყურადღებიანი ვარ და ამის გამო ფორიაქიც მახასიათებს, მაგრამ ეს მაინც სასიამოვნო ფორიაქია. მაშინ უკვე ასე აღარ იყო, ჩემი ფორიაქი შემაწუხებელ შფოთვაში გადაიზარდა. იმ პერიოდში, ხშირად ველაპარაკებოდი საკუთარ თავს და რაღაც მომენტში გავაცნობიერე, რომ ხშირად თავის მართლებამდე მივდიოდი.

– საკუთარ თავს იდანაშაულებდით?

– პირიქით. როდესაც არასასიამოვნო შფოთვა გაქვს და ამ დროს მუდმივად თავის გამართლებას ცდილობ, გამორიცხულია ამით სწორ გზას ადგე. ასე უფრო მეტად გაგიმძაფრდება მის მიმართ აგრესია, ვინც შენ წინაშე დამნაშავე გგონია. ამიტომ, ჯობს, საკუთარ თავში იპოვო დამნაშავე, თუნდაც, დანაშაულის პატარა მარცვალი და ეს ძალიან გეხმარება, მოეშვა და ცხოვრებაზე აღარ გაბრაზდე. გულწრფელად გეუბნებით, საკუთარ თავში დამნაშავის პოვნა მე ძალიან დამეხმარა.

– ქალები, ძირითადად, მალავენ ხოლმე მსგავს ისტორიებს. რატომ გადაწყვიტეთ ამაზე ხმამაღლა საუბარი?

– ძალიან ბევრი ვიფიქრე ამ ნაბიჯის გადადგმაზე, მაგრამ საბოლოოდ გადაწყვეტილება იმ ქალების გამო მივიღე, რომლებიც იმავე მდგომარეობაში იყვნენ. გადავწყვიტე, მათთვის მეთქვა, რამ გამომიყვანა მე ამ მდგომარეობიდან. რომ ნახოთ, ამის შემდეგ რამდენი ქალი მწერს, დარწმუნდებით, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ღირდა. პირადად ჩემთვისაც ასე ჯობდა. როდესაც ხმამაღლა ამბობ იმას, რაც ძალიან გაწუხებს, თითქოს მხრებიდან ლოდი გეხსნება. მინდა, ყველა ქალს ვუთხრა, არ დაივიწყონ, რომ ქალები არიან, არ დაივიწყონ, რომ ლამაზები არიან. დილით, თვალის გახელამდე, ის ლამაზი წარსული გაიხსენონ, როცა ყველაზე კარგად გრძნობდნენ თავს და თვალის გახელის შემდეგაც იმავე შეგრძნებებით გააგრძელონ დღე. ეს ლამაზი ისტორია, ხომ, მხოლოდ მათია, რომელსაც ვერავინ წაართმევთ. მე ხშირად სიმღერებში მიპოვია შვება და მჯერა, ყველა იპოვის გზას, რომელიც აუცილებლად გადაატანინებს ამ სირთულეს. მძიმე მომენტებში სადმე მიგდებულ ნივთს რომ დავინახავდი, ვცდილობდი, მისთვის სიცოცხლე შთამებერა და ესეც ძალიან მეხმარებოდა. დღეს ჩემს სახლში ძალიან ამაყად დგას ეს ნივთები.

– ნათქვამი გაქვთ, იმ მძიმე პერიოდში, მეშინოდა, არ გავბოროტებულიყავი და მგონია, რომ ეს შევძელიო. რამდენად დიდი იყო ამაში რწმენის როლი?

– ძალიან დიდი. ყოველდღე ვევედრებოდი უფალს, დახმარებას ვთხოვდი. გულწრფელად გეტყვით, ჩემი სიტყვებით ვევედრებოდი, ვგრძნობ, რომ არასწორ გზას ვადგავარ, მეშინია ხელი არ ჩავიქნიო ცხოვრებაზე და მიშველე-მეთქი. ამ ვედრებას ძალიან ხშირად ცრემლიც ახლდა და მე მგონია, რომ უფალმა შეისმინა ჩემი თხოვნა

თეგები: თამრიკო ჭოხონელიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე
ახალი ამბები

“სინამდვილეში რატომ მოუწყო მერიამ ჯოჯოხეთი თბილისის მაცხოვრებლებს”– ლევან ღამბაშიძე

16:44 08-11-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026
ახალი ამბები

12–შვილიანი დედის დახმარებას მოქალაქეები მერს სთხოვენ

01:04 07-08-2026

ბიზნესი

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში
ახალი ამბები

როგორ მოქმედებს ჩვენზე შვებულება? – გაიგეთ თიბისის და ნიკო ნერგაძის ვიდეო პოდკასტის ახალი ეპიზოდში

13:16 08-14-2026
თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება

14:29 08-13-2026
თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს
ახალი ამბები

თიბისის მობაილბანკის ახალი ფუნქციონალები, რომლებიც ყოველდღიურ საბანკო მომსახურებას ამარტივებს

14:02 08-12-2026
“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები
ახალი ამბები

“ვაიზერის” საზაფხულო კამპანიები – ავტოდაზღვევა გამონაკლისების გარეშე და საზაფხულო საჩუქრები

13:15 08-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved