• რეკლამა
  • კონტაქტი
05:18, ოთხშაბათი, 11 მარტი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უორენ ბაფეტის Berkshire Hathaway $44-მილიარდიან ზარალზეა

ალია ავტორი - ალია
21:40 08-08-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
220

მიმდინარე კვირას უოლ-სტრიტის ყურადღების ცენტრში თავად „ომაჰელი ორაკულის“, ლეგენდარული უორენ ბაფეტის საინვესტიციო ჰოლდინგი Berkshire Hathaway-ია.

მსოფლიოს უმსხვილესმა ჰოლდინგმა მიმდინარე წლის მეორე კვარტალში უაღრესად არასახარბიელო შედეგები დააფიქსირა – საანგარიშო პერიოდში საინვესტიციო პორტფელიდან მიღებულმა არარეალიზებულმა ზარალმა 53 მილიარდი დოლარი შეადგინა. საგულისხმოა, რომ გასული წლის Q2-ში ჰოლდინგი $21.4-მილიარდიან მოგებაზე იყო.

მეორე კვარტალში Berkshire-მა $9.3 მილიარდის შემოსავლის მიღება შეძლო, რაც 90%-ით ჩამოუვარდება გასული წლის ანალოგიური პერიოდის შედეგს, ხოლო ანალიტიკოსების მიერ პროგნოზირებულ მაჩვენებელზე 84%-ით ნაკლებია.

რაც შეეხება შემოსავლებს თითოეულ აქციაზე, EPS-მა Q2-ში მინუს 29,754 დოლარი შეადგინა, რაც აგრეთვე გაცილებით უარესია, ვიდრე ანალიტიკოსების პროგნოზი (-$4,079).

მიუხედავად საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული ზარალისა, თავად ჰოლდინგმა $9.3 მილიარდის საოპერაციო მოგების მიღება შეძლო, რაც $2.4 მილიარდით აღემატება პროგნოზირებულ მაჩვენებელს.

იმედგამაცრუებელი კვარტალური შედეგები საფონდო ბირჟების დაღმასვლასთან და იმ კომპანიების აქციების შემცირებასთანაა დაკავშირებული, რომელთაც Berkshire Hathaway ფლობს. მოგეხსენებათ, თავად ჰოლდინგი პროდუქციას არ აწარმოებს, მისი შემოსავლის ძირითადი წყარო კი საინვესტიციო პორტფელთანაა დაკავშირებული.

„საინვესტიციო პორტფელიდან მიღებული მოგება/წაგების კვარტალური მონაცემები, უმეტესწილად, უმნიშვნელოა, რადგან ის ინვესტორებს არ აწვდის რეალურ და ამომწურავ ინფორმაციას კომპანიის შემოსავლების შესახებ და, შესაძლოა, შეცდომაში შეიყვანოს მოსახლეობის ის ნაწილი, რომელმაც ბუღალტრული ანგარიშგების წარმოების წესები არ იცის“, – წერია Berkshire Hathaway-ს განცხადებაში.

ექსპერტების შეფასებით, კვარტალური შედეგები არ იძლევა პანიკის საფუძველს და სამთვიან პერიოდში დაფიქსირებული ზარალი 183-წლიანი ისტორიის მქონე საინვესტიციო ჰოლდინგისთვის სიახლე სულაც არ არის. აღნიშნულ მოსაზრებას იზიარებენ Berkshire-ის ინვესტორებიც, კვარტალური მონაცემების გასაჯაროების შემდეგ, საფონდო ბირჟაზე კომპანიის აქციების ღირებულება 1%-ზე ნაკლებით შემცირდა.

საგულისხმოა, რომ ლეგენდარული ამერიკელი ინვესტორის წინამძღოლობით Berkshire Hathaway მსოფლიოს ყველაზე წარმატებულ საინვესტიციო ჰოლდინგად იქცა – ის ამჟამად მსოფლიოს ყველაზე ძვირად ღირებული კომპანიების რეიტინგში, $645-მილიარდიანი კაპიტალიზაციით, მეშვიდე ადგილს იკავებს.

“ომაჰელი ორაკული“ კი ექსპერტთა დიდი ნაწილის შეფასებით, ყველა დროის ყველაზე წარმატებული და გონიერი ინვესტორია. Forbes-ის მიერ უორენ ბაფეტის ქონება $118 მილიარდადაა შეფასებული. მსოფლიოს ყველაზე მდიდარი ადამიანების რეიტინგში ის მეხუთე ადგილს იკავებს.

bm.ge

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026
პროკურატურამ პოლიციელთა მიერ ბავშვის ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
ახალი ამბები

“შენი მამის დედა მოვტ@ან, @ლებავშვო, კაპეზეზე წახვალ, ჩემი დედას შევე@ი” – პოლიციის მაღალჩინოსანი 16 წლის მოზარდზე ძალადობისთვის დააკავეს

22:27 02-13-2026
“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026

ბიზნესი

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი
ახალი ამბები

თბილისში საქართველო-იაპონიის ბიზნესფორუმი გაიმართა – თიბისი

16:19 03-10-2026
დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი
ახალი ამბები

დიზაინის საფუძვლების პროგრამა სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის – თიბისი

13:41 03-10-2026
აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!
ახალი ამბები

აღმოაჩინე სილქფესტის მრავალფეროვანი პაკეტები მხოლოდ MySilknet აპლიკაციაში!

13:20 03-09-2026
თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ
ახალი ამბები

თიბისი ტექსკოლა – გზა მოსწავლეებისთვის ტექნოლოგიური განათლებისკენ

13:10 03-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved