• რეკლამა
  • კონტაქტი
03:55, სამშაბათი, 14 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

UNICRI-ის კვლევის მიხედვით, საქართველოს ბრძოლა კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ დადებითად შეფასდა

ალია ავტორი - ალია
13:59 04-30-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
29

გაეროს დანაშაულისა და მართლმსაჯულების კვლევის რეგიონთაშორისი ინსტიტუტის (UNICRI) მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში, რომელიც საქართველოში უკანონო ფინანსურ ნაკადებს ეხება, საუბარია საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით.

UNICRI-ის კვლევაში ხაზგასმულია, რომ საქართველომ მიაღწია შთამბეჭდავ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ პროგრესს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში. ანგარიშის მიხედვით, აღნიშნულს ადასტურებს მსოფლიო ბანკის მსოფლიო მმართველობის ინდიკატორი, რომლის მიხედვითაც, კორუფციის კონტროლის მხრივ, საქართველო მიეკუთვნება ევროპაში საუკეთესო ქვეყნების რიგს. ქვეყანამ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია  ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის კუთხითაც, არამხოლოდ საკანონმდებლო რეფორმების განხორციელების, არამედ სისტემურ დონეზე, რამაც ხელი შეუწყო საჯარო მოხელეებზე, სამართალდამცავებსა და სამოქალაქო საზოგადოებაზე კრიმინალური ქსელის გავლენის თავიდან აცილებას.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, საქართველოს მიერ კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლაში გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯების მიუხედავად, კვლავ არსებობს ამ სფეროში ეფექტურობის გაძლიერების საჭიროება.

UNICRI ასევე აღნიშნავს, ანგარიშის მომზადებისას საქართველოს პროკურატურის დადებით როლს გამოცდილების გაზიარებისა და სასარგებლო უკუკავშირის მიღების კუთხით.

როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ბოლო წლების განმავლობაში, ქვეყანამ კორუფციის, ორგანიზებული დანაშაულისა და უკანონო ფინანსური ნაკადებთან ბრძოლის თვალსაზრისით, მნიშვნელოვან  წარმატებას მიაღწია და აჩვენა თავისი ერთგულება რეფორმებისადმი.

საქართველოს პროკურატურისთვის კორუფციისა და ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლა ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. პროკურატურა ამ მიმართულებით აქტიურ მუშაობას აგრძელებს და UNICRI-ის კვლევაში ასახულ  შესაბამის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

თეგები: პროკურატურა

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები
ახალი ამბები

როგორ უნდა გაზარდო ბინის დღიურად გაქირავება 50 პროცენტით – პროფესიული ხრიკები

21:00 04-13-2026
კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?
ახალი ამბები

კამერების მონტაჟისას დაშვებული მთავარი შეცდომები – რა საფრთხეს აგარიდებს პროფესიონალი და როგორ?

16:09 04-13-2026
​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026
ახალი ამბები

​9 საუკეთესო მცენარე ჯანსაღი “ცოცხალი ღობისთვის“ – ეზოს დიზაინი 2026

21:02 04-12-2026
როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?
ახალი ამბები

როდის უნდა იყიდო გათბობის ქვაბი, სეზონის ბოლოს თუ სეზონის დასაწყისში?

21:28 04-09-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved