UNESCO-მ “ტვ პირველის” გარდაცვლილი ოპერატორი 2021 წელს მოკლულ ჟურნალისტთა სიაში შეიყვანა. მონაცემები ორგანიზაციის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლაშქარავა 5 ივლისს დაშავდა და ამის გამო 11 ივლისს გარდაიცვალა.
“მოვუწოდებ საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს ალექსანდრე ლაშქარავას გარდაცვალების საქმის გამოძიების გამჭვირვალობა და ყოვლისმომცველობა”, – წერს UNESCO-ს გენერალური დირექტორი.
კომენტარები