• რეკლამა
  • კონტაქტი
23:01, სამშაბათი, 17 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა “ნაცმოძრაობას” რომ “ოცნება” დამარცხდეს? – მაშინ ეს უნდა გააკეთოს” – ზაზა ხატიაშვილი

ალია ავტორი - ალია
23:59 02-18-2022
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
15,063

ლევან ჯავახიშვილი

“ალიას” ესაუბრება ადვოკატი, ზაზა ხატიაშვილი.

– გამოდის, რომ ბიძინა ივანიშვილის ძალაუფლების წყარო ისევ არის შიში. ხალხის შიში “ნაცმოძრაობის” მიმართ, რომ  ოღონდ ისინი არ დაბრუნდნენ ხელისუფლებაში და “ქართულ ოცნებას” ირჩევენ ყველა არჩევნებზე. კიდევ რამდენი ხანი უნდა გაგრძელდეს ეს მოგონილი თამაში?

–  ვიდრე “ნაცმოძრაობა” არსებობს, “ქართული ოცნების” არჩევნების გზით შეცვლა შეუძლებელია. მიშას და “ნაცების” შიშით ირჩევს ხალხი “ქართულ ოცნებას” და მათ კანდიდატებს, თორემ ძალიან კარგად იციან, რომ არაფრის გამკეთებლები არ არიან. ამაში “ქართული ოცნების” მმართველობის  ათმა წელმა ყველა დაარწმუნა.  მეტიც, ხალხს ეზიზღება არსებული ხელისუფლება, მაგრამ მას აძლევენ ხმას, რადგან “ნაცმოძრაობა” უფრო ეზიზღებათ. ეშინიათ, ის უბედურება არ დაბრუნდეს, რაც სააკაშვილის რეჟიმი იყო. ამ დროს სააკაშვილის რეჟიმის მომხრეთა რიცხვი იზრდება. ხალხს იმ რეჟიმის დროინდელი ძალადობა, ცემა-ტყეპა, ხალხის ხოცვა  და ციხეებში გამოკეტვა, ნელ-ნელა აღარ მიაჩნია ძალადობად, ისეთი გაუსაძლისი მდგომარეობაა. ყველამ არა, მაგრამ ბევრმა  შეიცვალა აზრი. თუმცა, როდესაც ივანიშვილის საპირწონედ სააკაშვილია, ამ ორ უბედურებას შორის,  ხალხი  ივანიშვილის პარტიას ირჩევს. ამ არჩევნებზე უკვე, სააკაშვილისა და “ნაციონალების” ბუას ფაქტორმა ნაკლებად იმუშავა. ოპოზიციის, იგივე  “ნაცმოძრაობის”  ხმების  40% , ეს არის ივანიშვილის დამსახურება, ივანიშვილის გამარჯვება კი “ნაცმოძრაობის” დამსახურებაა. უნდა “ნაცმოძრაობას” რომ “ქართული ოცნება” დამარცხდეს 2024 წლის არჩევნებში? მართლა უნდა, რომ დამარცხდეს? მაშინ ნუ მიიღებენ არჩევნებში მონაწილეობას, დატოვონ ივანიშვილი ხალხის წინაშე მარტო. ივანიშვილს ბუა აღარ ეყოლება მათი სახით, ხალხს ვეღარ დააშინებს და  გარანტიას გაძლევ, “ქართული ოცნება” ვერ მოიგებს იმ არჩევნებს, სხვა პოლიტიკურ ძალებს მისცემს ხალხი ხმას და სულ მცირე, კოალიციური პარლამენტი გვეყოლება. მაგრამ ამას “ნაცმოძრაობა” არ გააკეთებს. ჯერ ერთი, გარიგებულია ივანიშვილთან, მეორეც, ეს რომ გააკეთოს, მთავარი ოპოზიციური ძალის სტატუსს დაკარგავს. მეტიც, ამის მერე საერთოდ გაქრება პოლიტიკური სივრციდან. ბიძინა ივანიშვილი ასულდგმულებს “ნაცმოძრაობას” და კიდევ ის ორი ტელევიზია. ვინმეს არ ეგონოს, მართლა რაიმეს წარმოადგენენ.

-“ნაციონალები” არ არიან არჩევნებში მონაწილეობაზე უარის მთქმელები. ეს ორივემ კარგად ვიცით. ხალხს ყელში ამოუვიდა “ნაცებიც”, მათი დანაყოფი პარტიებიც, რომელთაც მთელი ოპოზიციური ველი მინოპოლიზირებული აქვთ. რა უნდა ქნას ხალხმა, რა უნდა გააკეთოს, რომ ეს პარტიები მოშორდნენ ქართული პოლიტიკიდან?

– ვიდრე ბეჭდური მედია ძალიან ძლიერი იყო და დიდი ტირაჟებით იბეჭდებოდა გაზეთები, უდიდესი გავლენა  ჰქონდა საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაზე, წინააღმდეგობას უწევდა ტელემედიას, ეს უფსკრული არ იყო. დღეს 3 ტელევიზიაა, რომლებიც საზოგადოებრივ აზრს აყალიბებენ. დავალება აქვთ ტელევიზიებს, ვინ უნდა დასვან ეთერში და ვინ – არა. ეს საკუთარ თავზე ვიწვნიე, თბილისის მერობის კანდიდატი რომ ვიყავი, ყველაფერი დამიკეტეს. იმიტომ, რომ მე ვამბობდი, ვინც ფული მოიპარა, უნდა გასამართლდეს, ვამბობდი, რომ ყველა ჩინოვნიკი უნდა ჩამოვყაროთ მანქანებიდან და არავის არ უნდა ემსახურებოდეს პერსონალური მანქანა, გარდა რამდენიმე მაღალი თანამდებობის პირისა. ვამბობდი, რომ უნდა  დაშლილიყო მონოპოლიები ყველა სფეროში, ფარმა-მაფია, ნავთობპროდუქრტების მაფია… ახლა, ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს, რამდენი თანხა დაეზოგება ბიუჯეტსა და ხალხს? ნიკა მელია ამას ამბობდა? არა, საერთოდ არ უხსენებია ეს საკითხები, ხალხი გაიქცა და მაინც მელიას მისცა ხმა. არც ერთმა ტელეკომპანიამ არ მომცა ერთი წუთიც კი, რომ ჩემს წინასარჩევნო გეგმებზე, პროგრამაზე მესაუბრა. მათთვის მიუღებელ რაღაცებზე ვლაპარაკობდი. ახლა, ეს ფარმა-მაფია თუ ნავთობპროდუქტების მაფია, რომელთა რეკლამებითაც ეს სამი ტელევიზიაა გადატენილი, მე შანსს მომცემდა? ვამბობდი, რომ თბილისის მერიაში ყველა კონკურსი უნდა ჩატარდეს საჯაროდ და ღირსეული უნდა დასაქმდეს, ხალხმა უნდა ნახოს, ვინ არის უკეთესი, ხალხმა უნდა აკონტროლოს კონკურსები. ამით მერიაში ნეპოტიზმს მოეღებოდა ბოლო. ვამბობდი, რომ თბილისის სკოლებში უფასოდ ვაჭმევდი ბავშვებს, 300%-ით გავზრდიდი უფასო სასადილოების დაფინანსებას. რითი გავაკეთებდი ამ ყველაფერს, სახლიდან ხომ ვერ მოვიტანდი ფულს. თბილისის ბოლო 4 წლის ბიუჯეტი რომ შევამოწმე, არამიზნობრივმა ხარჯებმა 4 მილიარდიდან, დაახლოებით 800 000 ლარი შეადგინა. ეს რაზედაც ხელი მიმიწვდა, რაც ზედაპირზე იდო, უკვე იქ გამოჩნდა 800 000 ლარი არამიზნობრივი ხარჯი, რამდენ დაფარული ინფორმაცია ვერ მოვიძიე? რამდენი ფარული ხარჯი აქვს მერიას? აუდიტი რომ შეუშვა, უფრო მეტ თანხას  ნახავენ, რომელიც არამიზნობრივად  გაიხარჯა. აი, ამ 800 000 და უფრო მეტიდანაც ვაპირებდი იმ გეგმების განხორციელებას. ჩემნაირი ადამიანი არც ივანიშვილს  უნდა და არც სააკაშვილს არ  აწყობს. ივანიშვილია და ხალხს ძარცვავს და სააკაშვილი თუ  მოვა, იმავეს გააკეთებს. ხელისუფლების სიახლოვეს არ უშვებენ, გასაქანს არ აძლევენ იმ ხალხს, ვისაც რაიმეს შეცვლა სურს და შეუძლია. არის საზოგადოებაში ხალხი, ვინც გადაარჩენს ამ ქვეყნას, მაგრამ მათ სძირავენ, ტელემედია ახლოს არ იკარებს, რადგან მათი წარმოჩენა საფრთხეს შეუქმნის ივანიშვილისა და სააკაშვილის კოაბიტაციას. ეს ტელევიზიები კი, რომლებზეც ზემოთ ვილაპარაკე, ამ ორი კაცისაა და გიჟები არიან, სხვას, ვინც მათ კეთილდღეობას და მმართველობას დაასრულებს, ეთერი დაუთმონ? მერე 20-25 ათას ლარს ვეღარ აიღებენ ხელფასებად ზოგიერთი ჟურნალისტები. არ ვიცი, ამათ მონოპოლიას ქართულ პოლიტიკაში ვინ და როდის დაასრულებს. ერთი ვიცი, რომ თუ ამ სამ ტელევიზიას ექნება მონოპოლიზირებული სატელევიზიო სივრცე, არავის არ მისცემენ შანსს, არავის არ გამოაჩენენ. არადა, მაყურებელი მათ ჰყავთ, რეიტინგული არხები ეგენი არიან. თუმცა, მე მაინც ოპტიმისტურად ვარ განწყობილი და მოვა დრო და შეიცვლება ეს ხელისუფლება, რაც  ავტომატურად გააქრობს “ნაცმოძრაობას”. მერე, ამ სამ ტელეკომპანიას, მათ ბინძურ მოქმედებებს, რომლებიც ხალხის ცნობიერებზე ახდნენ გავლენას და ბინძურ პოლიტიკურ ძალებს  მფარველობენ, ქვეყნის ღირსეულ ადამიანებს ახლოს არ იკარებდნენ და ბევრს “შავი პიარი” აუგორეს და ცილი დასწამეს, მათ შეაფასებს ხალხი, ისინი საქართველოს უახლეს ისტორიაში დარჩებიან, როგორც სამარცხვინო ლაქა.

– თქვენ რატომ დაგბლოკეს ტელევიზიებმა?

– ერთხელ ვთქვი, რომ ლგბტ პროპაგანდა დაღუპავს ამ ქვეყანას-მეთქი და ეგრევე დამბლოკეს, ყველა ტელევიზია გადამიკეტეს. რა პატრიოტიზმზე მელაპარაკები? პატრიოტები შეიძლება შენს გაზეთში, “ალიაში” მოიკითხო, რამდენიმე კაცში. ამ ტელევიზიების მესვეურებს პატრიოტიზმი და ქვეყნის სიყვარული დანაშაული ჰგონიათ.

“ბიძინა ივანიშვილი მაგისთვის ჩამოიყვანეს საქართველოში და დასვეს ქვეყნის  მმართველად” – ზაზა ხატიაშვილი

თეგები: ზაზა ხატიაშვილი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი  სხდომა გაიმართება – დეტალები
ახალი ამბები

სკინტლის სკანდალთან დაკავშირებით სააპელაციო სასამართლოში დასკვნითი სხდომა გაიმართება – დეტალები

15:53 06-17-2025
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

13:37 06-17-2025
ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა
ახალი ამბები

ბიზნესდაჯილდოება 2025-ზე, ცხრა წლის მანძილზე ყველაზე მეტი ბიზნესი დარეგისტრირდა

13:11 06-17-2025
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის
ახალი ამბები

სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მაცხოვრებლებისთვის

12:46 06-17-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved