• რეკლამა
  • კონტაქტი
18:50, ორშაბათი, 7 ივლისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაგდებთ და თავისუფლება არ გაიმარჯვებს“ – ნიკა მელია

ალია ავტორი - ალია
17:21 11-29-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
36

სააკაშვილის სასამართლო პროცესს ენმ-ს თავმჯდომარე ნიკა მელიაც ესწრებოდა, რომელმაც განაცხადა, რომ ისტორიული უსამართლობა უნდა დასრულდეს. მისი თქმით, დღეს მხოლოდ სააკაშვილი არ არის ტყვეობაში და რეჟიმი, რომელმაც სახელმწიფოს ღირსების ტყვეობაში მოქცევა იკადრა, მალე უნდა დასრულდეს:

„დღეს მარტო მიხეილ სააკაშვილი კი არ ჰყავთ ტყვეობაში, ვფიქრობ, ამ სახელმწიფოს სინდისი, ნამუსი, თავმოყვარეობა და ღირსება არის ტყვეობაში და ეს ყველაფერი არის გასათავისუფლებელი. რეჟიმი, რომელმაც ეს იკადრა, დარწმუნებული ვარ, რომ საკადრის პასუხს მიიღებს ქართული საზოგადოების მხრიდან. ეს პოლიციური რეჟიმი არ უნდა ბატონობდეს ქართველ ხალხს. ქართველ ხალხს სჭირდება განვითარება, კეთილდღეობა და ელემენტარულად ღირსია, რომ პასუხისმგებლიანი მთავრობა ჰყავს, რომელიც მოქალაქის საჭიროებებზე ზრუნავს და არა პირიქით. დღეს ჩვენ გვყავს რეჟიმი, რომელიც მხოლოდ იმაზე ფიქრობს, როგორ დაჩაგროს, ჩაახშოს ქართველი ხალხის ხმა. მეტი საზრუნავი ამ რეჟიმს არ აქვს.

დღევანდელი დღე ამ ყველაფრის თვალსაზრისით იყო ძალიან მნიშვნელოვანი. ბევრი რამ არის დამოკიდებული თითოეულ ჩვენგანზე, საქართველოს მოქალაქეებზე. თუ ვინმე არის ოპოზიცია, ცუდი გაგებით, ეს არის რეჟიმი, რომელიც ოპოზიციაში არის ქართველ ხალხთან. როდესაც ეს მოცემულობა გვაქვს, ჩვენ ძალიან მტკიცედ, შეუპოვრად, არაძალადობრივად უნდა გავაგრძელოთ ყოველდღიური პროტესტი, სანამ ამ რეჟიმს არ ჩამოვაგდებთ და თავისუფლება არ გაიმარჯვებს. მიხეილ სააკაშვილის ვერც პატიმრობით, ვერც ტყვეობით, ვერც დისკომფორტს შეუქმნიან. მან კარგად იცის, რისთვის გადის მძიმე დღეებს. მთელი ქვეყანა არის ტყვეობაში, მათ შორის ეს პოლიციელებიც“, – განაცხადა მელიამ.

წყარო

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – დასასრული

21:09 07-01-2025
ახალი ამბები

„ძალიან ეფექტური თამაში ითამაშა ტრამპმა – საუკეთესო პარტნიორები მტრებად და კონკურენტებად აქცია“ – რა უყვება „ალიას“ კოტე კემულარია?

17:02 07-01-2025
„ეს ჩანაწერები ივანიშვილთან მიაქვთ და უყურებს და ბედნიერია“ – გიორგი გახარია
ახალი ამბები

,,ბიძინა თვლის, რომ სწორედ გახარიამ დააკარგვინა 25 მილიარდი და ამას არ აპატიებს…” – კონრად ბაბუნაშვილი

22:50 06-25-2025
„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!
ახალი ამბები

„გაპი@დეთ“ – 11 მითი 20 ივნისის სისხლიან ღამეზე და „ალიას“ შეგროვებული რეალური ფაქტები!

17:24 06-20-2025

ბიზნესი

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის
ახალი ამბები

თიბისისა და Glovo-ს შეთავაზება ერთგული მომხმარებლებისათვის

13:39 07-07-2025
წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ახალი ამბები

წარმატება გზაშია – მთავარია, გჯეროდეს ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

19:26 07-04-2025
სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”
ახალი ამბები

სად შეიძლება ბრილიანტის ზუსტად და უსაფრთხოდ შეფასება? – “ჰკითხე ექსპერტს”

18:34 07-04-2025
07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე
ახალი ამბები

07/07-ში თიბისი განაწილების განსაკუთრებული შეთავაზება VELI.store-ზე

15:00 07-04-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved