• რეკლამა
  • კონტაქტი
15:49, ოთხშაბათი, 26 აგვისტო, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ EU–ში”– მარტა კოსი

ალია ავტორი - ალია
14:31 08-26-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
68

საქართველო ევროკავშირის გაფართოების ახალ სტრატეგიაში კვლავ ყურადღების მიღმა დარჩა. ევროკომისარმა მარტა კოსმა განაცხადა, რომ 2026 წელი გაფართოებისთვის „რეკორდული“ იქნება და მოწინავე ქვეყნებად მონტენეგრო და ალბანეთი დაასახელა, დღის წესრიგში კი უკრაინა და მოლდოვაც რჩებიან.

კოსის თქმით, გაფართოების ერთ-ერთი მთავარი პირობა კანონის უზენაესობა, რეფორმების განხორციელება და აღებული ვალდებულებების შესრულებაა. კანდიდატის სტატუსის მქონე საქართველო ევროკომისარს არ უხსენებია.

„პირველ რიგში, უნდა გვესმოდეს, რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ახალ წევრებს და სადაც ეს გავლენა ჩვენი წევრი სახელმწიფოებისთვის საზიანო შეიძლება იყოს, უნდა ვიმოქმედოთ მათი ინტერესების დასაცავად.

მეორე, უნდა განვიხილოთ შიდა რეფორმები, რომლებიც საჭიროა უფრო დიდი კავშირისთვის, რათა შეინარჩუნოს მოქმედების უნარი და იყოს მოქნილი კრიზისების გათვალისწინებით სწრაფად ადაპტირებისთვის.

მესამე, ყველა ახალმა წევრმა უნდა გააძლიეროს ევროპა – პოლიტიკურად, ეკონომიკურად და ჩვენი უსაფრთხოების კუთხით. ეს იწყება კანონის უზენაესობით. ჩვენ გვჭირდება დადასტურებული გამოცდილება რეფორმებისა და გაწევრიანების ვალდებულებების შესრულების კუთხით, მაგრამ ერთი ნაბიჯით წინ უნდა წავიდეთ. უნდა დავრწმუნდეთ, რომ ტროას ცხენებს არ ვუშვებთ. არც დღეს, არც 10 ან 20 წლის შემდეგ.

მეოთხე, ევროკავშირის გაფართოება უნდა განვითარდეს დღევანდელი რეალობის გათვალისწინებით. გაწევრიანებისთვის მომზადებას დრო სჭირდება. მაგრამ დრო სწორედ ის არის, რასაც ჩვენი მოწინააღმდეგეები აღარ აძლევენ ჩვენს კანდიდატებს. ისინი მოთმინებით არ ელოდებიან კანდიდატი ქვეყნების ოცწლიანი გაწევრიანების პროცესის დასრულებას. ისინი ინვესტიციებს დებენ. ახორციელებენ პოლიტიკურ ზეწოლას. ქმნიან დამოკიდებულებას. იყენებენ გაურკვევლობას. ამიტომ, გაფართოების პროცესში უარი უნდა ვთქვათ ლოგიკაზე „ყველაფერი ან არაფერი“. ჩვენ გვჭირდება უფრო სტრუქტურირებული მიდგომა და უნდა ვეძებოთ ეტაპობრივი ინტეგრაციის უფრო ამბიციური გზები. გვსურს, კანდიდატ ქვეყნებს გაწევრიანებამდე მოვუტანოთ ჩვენი კავშირის სარგებელი, რათა მათ უკეთ შეძლონ გარე ზეწოლის თავიდან აცილება. ეს სარგებელი უნდა ფოკუსირდეს სტრატეგიულ სექტორებზე. რომლებიც ემსახურება როგორც ამჟამინდელ, ასევე მომავალ წევრებს. თუმცა, პრინციპი უცვლელი რჩება: სარგებელი მოდის ვალდებულებებისა და რეფორმების შესაბამისად.

მონტენეგრომ მოლაპარაკებების თავების ნახევარზე მეტი დახურა და წევრმა სახელმწიფოებმა გაწევრიანების ხელშეკრულების მომზადება დაიწყეს.

ალბანეთმა ასევე ახლახან გადალახა კანონის უზენაესობის უმნიშვნელოვანესი შუალედური კრიტერიუმი და თავების დახურვა დაიწყო.

უკრაინამ და მოლდოვამ ბოლო ორი წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი ტექნიკური პროგრესი განიცადეს ევროკავშირის მთელ კანონმდებლობაში.

მიმდინარე კვირის ბოლოს ისლანდია გაწევრიანების მოლაპარაკებების განახლებას უყრის კენჭს. ის უკვე ერთიანი ბაზრის ნაწილია და გაწევრიანების მოლაპარაკებები ერთ-ორ წელიწადში შეიძლება დაასრულოს.

ასევე მსურს, რომ სხვა კანდიდატი ქვეყნებიც შეუერთდნენ ამ ლიდერთა ჯგუფს. და მათ შეუძლიათ, თუ ისინი გამოიჩენენ იმავე მონდომებას, შეასრულონ თავიანთი ვალდებულებები და ნდობა დაამყარონ ჩვენს ყველა წევრ სახელმწიფოსთან. თუმცა, დღევანდელ სამყაროში ეს ნდობა ევროპული კანონმდებლობის მიღებაზე გაცილებით მეტს ეფუძნება“

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026
„ივანიშვილს მოსკოვიდან გამოატანეს 2 მილიარდი დოლარი საქართველოში რუსული საქმეების გასაკეთებლად“ – გიორგი გუგავა
ახალი ამბები

„ივანიშვილი პირდაპირ ეუბნება ამერიკელებს, რომ სახელმწიფო მე ვარ და მე უნდა დამელაპარაკოთო…“ – კოტე კემულარია

17:04 07-18-2026

ბიზნესი

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან
ახალი ამბები

თიბისის მორიგი ჯილდო Global Finance-ისგან

14:52 08-26-2026
თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე
ახალი ამბები

თიბისი კამპუსი – სწორი ადგილი განათლებისთვის, ახალი ცოდნიდან კარიერულ შესაძლებლობამდე

13:51 08-26-2026
წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ
ახალი ამბები

წინასასკოლო კამპანიის ფარგლებში, თიბისი და Mastercard საერთაშორისო შოპინგზე განსაკუთრებული შეთავაზებებს გთავაზობენ

14:21 08-25-2026
Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში
ახალი ამბები

Cashback-ის და Mastercard-ის შეთავაზება DRESSUP-ში

13:16 08-25-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved