• რეკლამა
  • კონტაქტი
16:15, პარასკევი, 9 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა დავიწყოთ მზადება წყალდიდობების და მეწყრებისთვის რეგიონებში, სადაც უხვი თოვლია” – რა რისკებზე საუბრობს ნინო ჩხობაძე

ალია ავტორი - ალია
10:56 02-27-2025
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
109

დღეს უკვე უნდა და­ვი­წყოთ მზა­დე­ბა წყალ­დი­დო­ბე­ბის და მე­წყრე­ბის­თვის იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც უხვი თოვ­ლია, – ამის შე­სა­ხებ ორ­გა­ნი­ზა­ცია “სა­ქარ­თვე­ლოს მწვა­ნე­ე­ბი – დე­და­მი­წის მე­გობ­რე­ბის“ თავ­მჯდო­მა­რემ, ნინო ჩხო­ბა­ძემ “პა­ლიტ­რა­ნი­უ­სის” გა­და­ცე­მა “360 გრა­დუს­ში” გა­ნა­ცხა­და.

რო­გორც ჩხო­ბა­ძემ აღ­ნიშ­ნა, დროს აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა და სა­დაც უხვი ნა­ლე­ქია, მო­სახ­ლე­ო­ბა უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ.

“სის­ტე­მის არ­სე­ბო­ბამ მოგ­ვიყ­ვა­ნა აქამ­დე, მერე გვახ­სენ­დე­ბა, რომ კო­ორ­დი­ნი­რე­ბაა სა­ჭი­რო. დღეს უკვე უნდა და­ვი­წყოთ მზა­დე­ბა წყალ­დი­დო­ბე­ბის და მე­წყრე­ბის­თვის იმ რე­გი­ო­ნებ­ში, სა­დაც უხვი თოვ­ლია. ჩათ­ვა­ლეთ, რომ გა­ზა­ფხუ­ლი უკვე დამ­დგა­რია. უკვე უნდა და­ი­წყონ მზა­დე­ბა, რად­გან პრობ­ლე­მა დად­გე­ბა.

მო­მა­ვალ კვი­რა­ში და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რე­ბია, ამი­ტომ მო­ლიპ­ვა და ყი­ნუ­ლი უფრო სა­ში­შია, თოვ­ლი მძიმ­დე­ბა. წა­მებს და დროს აქვს დიდი მნიშ­ვნე­ლო­ბა. მო­სახ­ლე­ო­ბა, რო­მე­ლიც გა­მო­საყ­ვა­ნია, უნდა გა­მო­იყ­ვა­ნონ“, – გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მთავ­რო­ბას არ აქვს სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ტო­კო­ლი, რად­გან სხვა შემ­თხვე­ვა­ში რე­ა­გი­რე­ბა პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყე­ბო­და.

“მგო­ნი, სტი­ქი­ას­თან ბრძო­ლის პრო­ტო­კო­ლი არ გვაქვს იმი­ტომ, რომ გვქონ­დეს პირ­ვე­ლი­ვე დღი­დან და­ი­წყე­ბო­და რე­ა­გი­რე­ბა. რე­ა­გი­რე­ბის სქე­მე­ბი, რო­მე­ლიც უნდა არ­სე­ბობ­დეს კა­ნო­ნის მი­ხედ­ვით, ყვე­ლა სამ­სა­ხურს უნდა ჰქო­ნო­და. მე ვიცი, რომ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს თა­ვი­სი რე­ა­გი­რე­ბის გეგ­მე­ბი კა­ნო­ნით ევა­ლე­ბათ, მაგ­რამ ასე­თი გეგ­მე­ბი ბევრ მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტეტ­ში არ არის გა­კე­თე­ბუ­ლი. ეს არის უსაფრ­თხო­ე­ბის ნორ­მა: რო­გორ მო­დის შე­ტყო­ბი­ნე­ბა, ვინ იღებს ინ­ფორ­მა­ცი­ას, სა­ა­გენ­ტო­დან ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­ღე­ბის­თა­ნა­ვე უნდა და­ი­წყოს მო­ბი­ლი­ზე­ბა – ტექ­ნი­კის მო­ბი­ლი­ზე­ბა, გა­და­ხედ­ვა. ყვე­ლა სტი­ქი­ას აქვს თა­ვი­სი ქმედება.

ყველა უწყე­ბა რო­დის და რო­გორ ერ­თვე­ბა, ად­გი­ლობ­რი­ვი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა რას აკე­თებს, რას აკე­თებს მო­ხა­ლი­სე, მას­ზეც გაფრ­თხი­ლე­ბის სის­ტე­მა უნდა მოქ­მე­დებ­დეს, მარ­ტო 112-დან მი­ღე­ბუ­ლი შე­ტყო­ბი­ნე­ბა არა­ფერს ნიშ­ნავს, მას უნარ-ჩვე­ვე­ბი უნდა ჰქონ­დეს რო­გორ მო­იქ­ცეს, რა უნდა მო­ი­მა­რა­გოს“, – გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

მი­სი­ვე თქმით, მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ტექ­ნი­კა არ ჰყოფ­ნის – „ძა­ლი­ან ცო­ტაა მძი­მე ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა“.

“მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტებს ტექ­ნი­კა არ ჰყოფ­ნის. ყვე­ლა რე­გი­ონს უჭირს ახლა, გარ­და თბი­ლი­სი­სა. ძა­ლი­ან ცო­ტაა მძი­მე ტექ­ნი­კა, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს სჭირ­დე­ბა“,- აღ­ნიშ­ნა მან.

რო­გორც ჩხო­ბა­ძე აღ­ნიშ­ნავს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რამ­დე­ნი­მე სტი­ქი­აა, რა­საც სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა.

“ჩვენ ერთი სტი­ქია კი არ გვაქვს, რამ­დე­ნი­მე სტი­ქია გვაქვს, ზვავ­სა­შიშ­რო­ე­ბა გვაქვს, ხან­ძრე­ბი, გვალ­ვე­ბი, წყალ­დი­დო­ბე­ბი, მე­წყრე­ბი – ეს ყვე­ლა­ფე­რი მო­სა­ლოდ­ნე­ლია. ჩვენ უბ­რა­ლოდ ვცხოვ­რობთ სტი­ქი­ი­დან სტი­ქი­ამ­დე, რო­დე­საც სტი­ქია ჩა­ივ­ლის, ეს ყვე­ლა­ფე­რი გვა­ვი­წყდე­ბა. ამას სის­ტე­მუ­რი მიდ­გო­მა სჭირ­დე­ბა და არ შე­იძ­ლე­ბა ერ­თმა­ნეთ­ზე გა­დაბ­რა­ლე­ბა. პირ­ველ რიგ­ში, სის­ტე­მა უნდა არ­სე­ბობ­დეს“, – გა­ნა­ცხა­და ჩხო­ბა­ძემ.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025
„ვითხოვთ ახალ არჩევნებს?  უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე
ახალი ამბები

„ვითხოვთ ახალ არჩევნებს? უნდა ვთქვათ, რა ვადაში… თუ არჩევნებს არ დანიშნავს დე ფაქტო ხელისუფლება, მაშინ რას ვაპირებთ?“ – გედევან ფოფხაძე

18:40 04-24-2025
ახალი ამბები

„ამ კომპრომატს ფლობდა ლილუაშვილი კალაძეზე და სწორედ ამის გამო მოაშორა კალაძემ იგი, კობახიძის ხელით…ეს ტანდემი თავის ხელში იღებს იმას, რაც ადრე ღარიბაშვილსა და ლილუაშვილს ქონდათ ჩაგდებული“ – ბაბუნაშვილი

18:11 04-08-2025
„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი
ახალი ამბები

„ნაფურთხი“ „ნაცი“„ქოცია“… ბოდიში ამ შედარებისთვის, მაგრამ ასე გამოდის“ – ლაშა ჩხარტიშვილი

15:59 04-06-2025

ბიზნესი

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 
ახალი ამბები

„მთავარია გჯეროდეს“   თიბისის ახალი გზავნილი 

13:24 05-09-2025
როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი
ახალი ამბები

როგორ მივხვდეთ, არის თუ არა ნახევარფაბრიკატი ჯანსაღი ხორცით დამზადებული? – რამდენიმე წესი

08:03 05-09-2025
თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო
ახალი ამბები

თიბისის ბიზნესგანათლების პროგრამის ფარგლებში, მაისის თვის ტრენინგებზე რეგისტრაცია დაიწყო

11:12 05-08-2025
თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის გადახდების მართვის ციფრულ სივრცეს მომხმარებლის ანალიტიკის ფუნქციონალი დაემატა

15:54 05-07-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved