• რეკლამა
  • კონტაქტი
05:50, ორშაბათი, 6 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მტერთანაც, ოკუპანტთანაც! არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს!” – გახარია

ალია ავტორი - ალია
17:14 09-28-2021
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
37

პარტია ‘საქართველოსთვის” ლიდერი, გიორგი გახარია, “ტვ პირველის” ეთერში, ამბობს:


„ყველა ძალიან მძაფრად აღვიქვამთ აფხაზეთს და სამაჩაბლოს, მაგრამ ამის მიუხედავად, სამწუხაროდ, ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ არ გვქონდა მკაფიოდ ჩამოყალიბებული ხედვა, თუ რა უნდა გავაკეთოთ! როდესაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომ მთავრობა მტკიცდებოდა – ჩვენ მაშინ მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად გამოვაცხადეთ დეოკუპაციის სტრატეგიის შექმნა და ამას ძალიან პრაქტიკული მიზანი აქვს – შეუძლებელია, საქართველოს არ ჰქონდეს გააზრებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელიც ეროვნულ დონეზე იქნება შეთანხმებული.  ჩვენ შეიძლება პოლიტიკურ ჭრილში ერთმანეთს არ ვეთანხმებოდეთ და უმძიმეს კონკურენციაში ვიყოთ ერთმანეთთან, მაგრამ ჩვენ ყველა ქართველები ვართ და ერთი სახელმწიფოს შვილები ვართ. უნდა გვქონდეს ზეპარტიული საკითხი, რაზეც მოვახერხებთ ნაციონალურ კონსენსუსს და დეოკუპაცია   ერთ-ერთი საკითხია, სადაც საერთო პოლიტიკური კონსენსუსი უნდა გვქონდეს! ეს არის პირველი ეტაპი.

მეორე ეტაპია –  ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან და შემდგომ, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის სტრატეგია უნდა იყოს შეთანხმებული ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან. და, რა თქმა უნდა, ჩვენი დეოკუპაციის სტრატეგიით უნდა დავიწყოთ ლაპარაკი მტერთანაც, ოკუპანტთანაც! უნდა გვესმოდეს, რომ არავინ ჩვენს მაგივრად ამას არ გააკეთებს!

ჩვენს პასუხისმგებლობად მიმაჩნია, როგორც სახელმწიფოს გვქონდეს შემუშავებული დეოკუპაციის სტრატეგია, რომელზეც ვიმუშავებთ ყველა ზემოთ ჩამოთვლილ მხარეებთან! სხვანაირად შეუძლებელია ქვეყნის ისეთი სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხების სერიოზული განხილვა, როგორიც არის ეკონომიკური განვითარება, ინვესტიციების მოზიდვა, ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირის წევრობა და ასე შემდეგ.  ჩვენ, ქართველებს ჩვენს აფხაზ და ოს ძმებთან თუ არ გვექნა  ჩვენი საერთო მომავლის ხედვა 5, 10, 20 წლის პერსპექტივაში – არავინ ჩვენ ჩვენს გარემოცვაში, რეგიონში, მსოფლიოში, სერიოზულად არ აღგვიქვამს.“

თეგები: გიორგი გახარია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა

14:40 04-03-2026
მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა
ახალი ამბები

მოინიშნე 25 აპრილი – “არქი იასამნების” პროექტზე დიდი ფასდაკლების დღეა

12:05 04-03-2026
თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით საქართველოში ტექნოლოგიური ოლიმპიადების ჰაბი შეიქმნა

11:51 04-03-2026
„სანდომის“  პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო
ახალი ამბები

„სანდომის“ პასკა-ახალი ტექნოლოგია, დახვეწილი გემო

09:11 04-03-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved