• რეკლამა
  • კონტაქტი
04:33, ორშაბათი, 29 დეკემბერი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,, უნამუსო მანიპულაციაა ყოველივე ეს” – რა ციფრებს აქვეყნებს რომან გოცირიძე

ალია ავტორი - ალია
16:33 12-26-2023
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
684

პარლამენტის წევრი, ეკონომისტი რომან გოცირიძე:

,,კიდევ ერთი მითი სამუშაო ადგილების შექმნის შესახებ:

მთავრობის ინფორმაციით მოხდა 32 ათასი სოციალურად დაუცველის დასაქმება. ამაზე წელს ბიუჯეტიდან გამოიყო 97 მილიონი ლარი. ერთი დასაქმებულის თვიური ხელფასი გამოდის 253 ლარი. მათი აბსოლუტური უმრავლესობა გაფორმებულია მუნიციპალურ ორგანიზაციებში( დარაჯებად სკოლებში, სასაფლაობზე, დამლაგებლებლად და ა. შ.). ხშირად 5-10 ადამიანია “დასაქმებული” იქ, სადაც ერთიც საკმარისია. იმ შემოსავალის სიდიდიდან გამომდინარე, რომელსაც ისინი იღებენ, რეალურ დასაქმებას რომ ვერ ვუწოდებთ, ფაქტია. ეს წინასაარჩევნოდ გაჭირვებული ადამიანების მოსყიდვაა. იმ ფულით, რომელიც ამ პროგრამით იხარჯება, ერთი რომელიმე დიდი პრობლემის გადაწყვეტა იქნებოდა შესაძლებელი ( მაგ. ონკოლოგიის ან თუნდაც სოციალურად დაუცველი ოჯახების ჯანმრთელობის დაცვის, ან მათი შვილების სკოლაში უფასო კვების და ა. შ. ).

რუსეთის მოქალაქეებმა უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე მხოლოდ ინდმეწარმის სტატუსით 22 ათასი ორგანიზაცია დაარეგისტრირეს. საკმარისია ერთი დოლარიც კი გადმოერიცხათ მათ ანგარიშებზე( ძირითადად ამ მიზნით რეგისტრირდებიან), რომ ისინი უკვე დასაქმებულად ითვლებიან როგორც ჩვენი, ასევე საერთაშორისო სტატისტიკური აღრიცხვის მიხედვით. სხვა ქვეყნების მოქალაქეებიც აფუძნებდნენ ანალოგიურ ორგანიზაციებს( უკრაინა, ბელარუსი და ა. შ. ).

ესაა მთავრობის “სამუშაო ადგილები”, ნამდვილი სამუშაო ძალა კი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების სახით ტოვებს ქვეყანას. ამას ხელისუფლება “უმუშევრობის შემცირებას” უწოდებს.

უნამუსო მანიპულაციაა ყოველივე ეს.”

თეგები: რომან გოცირიძე

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

მოგზაურობის დრო მოვიდა!
ახალი ამბები

მოგზაურობის დრო მოვიდა!

15:56 12-26-2025
S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა
ახალი ამბები

S&P Global: თიბისი ხელოვნური ინტელექტის განვითარებით წამყვან ევროპულ ბანკებს შორისაა

15:53 12-25-2025
საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO
ახალი ამბები

საქართველოში პირველი ანტიკორუფციული და კომპლაენსის მართვის სისტემის ISO

14:51 12-25-2025
ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში
ახალი ამბები

ავტომობილის შეძენა დანაზოგის გახარჯვის გარეშე — გზამკვლევი ავტო ლიზინგის სამყაროში

14:16 12-25-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved