• რეკლამა
  • კონტაქტი
18:21, ოთხშაბათი, 29 აპრილი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმცროსი ბორჯღალოსნები ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებენ

ალია ავტორი - ალია
15:11 06-26-2024
- ახალი ამბები, ბიზნესი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
419

უგულშემატკივრე უმცროს ბორჯღალოსნებს 2024 წლის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც „ბ“ ჯგუფში ირლანდიის, ავსტრალიისა და იტალიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

ტურნირს 29 ივნისიდან 19 ივლისის ჩათვლით სამხრეთ აფრიკა, სტელენბოში და ქეიფთაუნი უმასპინძლებს.

ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს შარშანაც სამხრეთ აფრიკამ უმასპინძლა, სადაც საქართველომ აქამდე საუკეთესო შედეგი აჩვენა და მე-8 ადგილი დაიკავა. ჯგუფურ ეტაპზე ჩვენი მომავალი მეტოქეებიდან, შარშან ირლანდიამ ფინალში ითამაშა და იქ ზედიზედ სამგზის ჩემპიონ, საფრანგეთთან დამარცხდა. ავსტრალიამ მე-5 ადგილი დაიკავა, ხოლო იტალიამ გასავარდნი შეხვედრა მოიგო და მე-11 პოზიციას დასჯერდა.

2024 წლის ჩემპიონატში „ა“ ჯგუფში საფრანგეთი, უელსი, ახალი ზელანდია და ესპანეთი, ხოლო „გ“ ჯგუფში სამხრეთ აფრიკა, ინგლისი, არგენტინა და ფიჯი მოხვდნენ.

ჯგუფური ეტაპის შეხვედრები 29 ივნისს, 4 და 9 ივლისს გაიმართება. სამივე ჯგუფის გამარჯვებული და საუკეთესო მეორეადგილოსანი თასის ნახევარფინალში გადის; ორი მეორეადგილოსანი და ორიც საუკეთესო მესამეადგილოსანი მე-5-მე-8 ადგილებისთვის აგრძელებს ბრძოლას; დანარჩენი ოთხი გუნდი მე-9-მე-12 ადგილებს გაითამაშებს.

20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატი 2008 წლიდან იმართება. საქართველომ 2015 წელს, ერთი რანგით დაბალი ტურნირი, 20-წლამდელთა ალაფა მოიგო და 2016 წელს ავიდა ელიტაში. საქართველო ერთად-ერთი გუნდია, რომელმაც დაწინაურების შემდეგ 12 გუნდიან ელიტაში ადგილი აქამდე შეინარჩუნა. მას შემდეგ ის მუდამ მსოფლიო ჩემპიონატის მონაწილეა და სამჯერ მე-10 ადგილზე გავიდა, ერთხელ მე-9-ზე, შარშან კი მე-8-ზე. 2020-2022 წლებში 20-წლამდელთა ჩემპიონატი კოვიდ-პანდემიის გამო არ ჩატარდა და ის შარშან აღდგა.

განვლილ პერიოდში 20-წლამდელთა ჩემპიონატიდან თავიანთი ქვეყნების ეროვნულ გუნდში მსოფლიოს მასშტაბით 1550-ზე მეტი მოთამაშე დაწინაურდა და მათგან 32 მსოფლიოს ჩემპიონი.

თიბისი 2015 წლიდან რაგბის მხარდამჭერია. მრავალწლიანი მეგობრობა, უკვე მიღწეულ წარმატებებთან ერთად, მიზნად ისახავს რაგბის განვითარებას, ერთობლივი სოციალური პროექტების განხორციელებას, სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების, შიდა ჩემპიონატების და ფესტივალების ხელშეწყობას.

#ერთადგავიმარჯვებთ

(R)

თეგები: თიბისი ბანკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?
ახალი ამბები

,,ამის გაგონების შემდეგ პატრიარქი თითქოს დაიშოკა, გაითიშა და…მსხვილი ცრემლები კურცხალივით წამოუვიდა…მომეხვია, ჩამიხუტა და…მაპატიოს ზვიად ღვთისკაცმაო…”- რას იხსენებს ლევან ხაჭაპურიძე?

17:38 03-24-2026
დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე
ახალი ამბები

დიდი გლოვის დროს, მიღებული პრაქტიკაა – ამნისტია – ლაშა ბაქრაძე

15:18 03-19-2026
რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”
ახალი ამბები

რომელი ქუჩებია ჩახერგილი? – “ქალაქს დედა ეტირა ერთ ღამეში”

06:13 02-28-2026
“ირანში იყო ჩასული იმ დროს, როდესაც ირანის გეგმავდა ტრამპის მკვლელობას” – უილსონი
ახალი ამბები

კობახიძის 8 მესიჯბოქსი და 1 დამატებითი კითხვა ტრამპთან

16:17 02-27-2026

ბიზნესი

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა
ახალი ამბები

თიბისის ბიზნეს მობაილბანკს ინვოისების მართვის ფუნქციონალი დაემატა

15:32 04-29-2026
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს

13:34 04-29-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ – ინოლა გურგულიას 100 საარქივო ჩანაწერის ვინილების ნაკრებს

14:27 04-28-2026
ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა
ახალი ამბები

ბიზნესის მოდული თიბისი კამპუსში – სივრცე მათთვის, ვისაც იდეების სჯერა

13:57 04-28-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved