• რეკლამა
  • კონტაქტი
02:46, პარასკევი, 23 იანვარი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხის სიბნელეში ჩაძიროს – ჯო ბაიდენი

ალია ავტორი - ალია
11:50 08-27-2024
- ახალი ამბები
A A
0
President Joe Biden speaks about the response to Hurricane Ida during an event in the South Court Auditorium on the White House campus, Thursday, Sept. 2, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

President Joe Biden speaks about the response to Hurricane Ida during an event in the South Court Auditorium on the White House campus, Thursday, Sept. 2, 2021, in Washington. (AP Photo/Evan Vucci)

Facebook-ზე გაზიარება
147

აშშ-ის პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი რუსეთის მიერ უკრაინის უკრაინის ქალაქებსა და ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას გმობს.

„უმკაცრესად ვგმობ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომს და რუსეთის მცდელობებს, უკრაინელი ხალხის სიბნელეში ჩაძიროს. ნება მომეცით, მკაფიოდ განვაცხადო: რუსეთი ვერასოდეს მიაღწევს წარმატებას უკრაინაში და უკრაინელი ხალხის სული არასოდეს გატყდება“, – აღნიშნულია ბაიდენის განცხადებაში.

მისი თქმით, შეერთებული შტატები გააგრძელებს უკრაინის მხარდამჭერი 50-ზე მეტი ქვეყნის კოალიციის ხელმძღვანელობას.

„ეს კოალიცია აწვდის უკრაინას კრიტიკულად საჭირო სამხედრო აღჭურვილობას, მათ შორის საჰაერო თავდაცვის სისტემებს და ჩამჭრელებს. როგორც ივლისში ნატო-ს სამიტზე განვაცხადე, შეერთებულმა შტატებმა და ჩვენმა მოკავშირეებმა უკრაინას მიაწოდეს აღჭურვილობა სტრატეგიული საჰაერო თავდაცვის ხუთი დამატებითი სისტემისთვის. შეერთებული შტატები ასევე აწვდის უკრაინას ენერგეტიკულ აღჭურვილობას, რათა შეაკეთოს თავისი სისტემები და გააძლიეროს უკრაინის ენერგეტიკული ქსელის მედეგობა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

მისი თქმით, პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის რამდენიმე დღის წინ განუცხადა, რომ უკრაინისადმი აშშ-ის მხარდაჭერა ურყევია.

„უკრაინა რჩება თავისუფალ, სუვერენულ და დამოუკიდებელ ერად და უკრაინული ძალები ყოველდღე იბრძვიან საკუთარი სამშობლოსა და თავისუფლების დასაცავად. შეერთებული შტატები უკრაინელი ხალხის გვერდით იქნება მანამ, სანამ ისინი არ გაიმარჯვებენ“, – აღნიშნა ბაიდენმა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო
ახალი ამბები

იოსელიანი მიიჩნევს, რომ შსს–მ კანონი არასწორად გაიგო

20:43 12-17-2025
“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია
ახალი ამბები

“ევროპაში პირველ ადგილზე ვართ ავარიებით”; “შემოსავლისთვის სჭირდებათ” – გაზრდილი ჯარიმები და ამნისტია

17:13 12-16-2025
“72-დან 75 წლამდე გაიზარდა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა, 155,000-ით გაიზარდა პენსიონერთა რაოდენობა, 3-ჯერ გავზარდეთ პენსიები” – პრემიერი
ახალი ამბები

“ერთი განკარგულებაც და გავდივართ?” – რატომ აღარ ქვეყნდება “ოცნების” მთავრობის განკარგულებები?

21:07 12-11-2025
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025

ბიზნესი

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა
ახალი ამბები

თიბისი კაპიტალმა 2025 წლის შემაჯამებელი მაკროეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა

16:43 01-22-2026
2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად
ახალი ამბები

2025 – განახლებისა და ინოვაციების წელი მარტივი ყოველდღიურობა თიბისის მობაილბანკთან ერთად

14:24 01-22-2026
თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის, VISA-ს და M.T.A-ს შეთავაზებები გრძელდება

14:04 01-22-2026
ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ
ახალი ამბები

ქართული კომპანიების Orbi Group-ისა და Block Group-ის ხელმძღვანელები თეთრ სახლში საშობაო წვეულებას დაესწრნენ

14:50 01-21-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved