• რეკლამა
  • კონტაქტი
10:06, კვირა, 25 მაისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი – მაკა ჩიჩუა პანდემიით გამოწვეულ პრობლემებზე

ალია ავტორი - ალია
12:13 02-16-2021
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
54

– უმძიმეს მდგომარეობაში ვართ მთელი ოჯახი. მე ბავშვების გამო ყოველთვის სახლში ვარ და თან, დედაქალაქს მოწყვეტილი. ცხრა საათზე ბავშვები წვებიან და მე ვდარაჯობ, რომ რომელიმემ არ გაიღვიძოს. ის, რომ კომენდანტის საათი ცხრაზე იწყება, მე პრობლემას არ მიქმნის. ალაგს, სადაც მე ვცხოვრობ, ქალაქი კი ჰქვია, მაგრამ ინფრასტრუქტურულად ძალიან დაბეჩავებულია აქაურობა. ამიტომ, მე ძალიან მტკივნეულად არ შემხებია ეს რეგულაცია, თუმცა იმის განცდა, რომ ცოცხალი ხარ, თანდათან ქრება. დღიურ შემოსავალზე დამოკიდებულ ხალხზე, ხელოვნების სფეროზე, უამრავ უმუშევრად დარჩენილ ადამიანებზე რაღა უნდა ვთქვა – ეს ძალიან მტკივნეულია. როგორ, ნუთუ, ამ სახელმწიფოში არ ცხოვრობს ჩვენი ხელისუფლება, როგორ შეიძლება, ასე მიყარო საკუთარი ხალხი?! მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი უნდა გაიხსნას, თუმცა, მკაცრი კონტროლის პირობებში. არ შეიძლება, ისეთი კონტროლის მექანიზმი შეიქმნას, რომელიც დისციპლინას უზრუნველყოფს?! ტრანსპორტი არ მოძრაობს – ხალხს გადაადგილება არ შეუძლია. მე ხომ ვხედავ, დუშეთის სოფლებში ხალხი რა დღეშია. რა, სოფლებში ხალხს ცხოვრება არ უნდა?! სრული განუკითხაობაა. მე, მაგალითად, ვერ მივცემ თავს უფლებას, ტაქსებით ვიმოძრაო. ისედაც მძიმე მდგომარეობაში ვიყავით, მაგრამ პანდემიამ ძალიან ამოატივტივა უტვინო და უშედეგო მმართველობის შედეგები.

– ბევრმა დაკარგა სამსახური, ეს პრობლემა თქვენს ოჯახსაც შეეხო?
– ადამიანები ხომ ცდილობენ, პატარა დანაზოგი მაინც გააკეთონ, მაგრამ საერთოდ აღარაფერი დაგვრჩა. ისედაც, რა უნდა გადავდოთ – გიორგი ლექციებს კითხულობს და აქედან რა შემოსავალი უნდა გქონდეს?! მე მქონდა სამსახური ტელევიზიაში, მაგრამ დაიხურა ის პროექტი და ორი ბავშვით ვერ ვახერხებ სხვის მოძიებას – ისეთის, რომ მოვირგო. ძიძებში მე იმდენ ფულს ვერ გადავიხდი, რამდენსაც ესენი იხდიან. მრავალშვილიანი ოჯახები ჰყავთ, მაგრამ ხუთი და ექვსი ძიძა ეხმარებათ. მე ერთი დამხმარე მყავს, რომელიც ყველაფერში მეხმარება და ერთ ბავშვს ყურადღებას აქცევს. არ მაქვს იმის საშუალება – ორი და სამი ძიძა დავიქირავო. ჩემი და გიორგის მშობლებიც ხანშიშესულები არიან და ვერ გვეხმარებიან. ქალაქს ვართ მოწყვეტილები და აქ ამოსვლა და დარჩენაც არაა მარტივი, რადგან ყველას თავის ცხოვრება აქვს. 29 წლის შვილი მყავს და პერიოდულად ამოდის ხოლმე, მაგრამ მასაც თავისი საზრუნავი აქვს. სამსახური რომც ვიშოვო, როგორ უნდა უზრუნველვყო საწვავით?! ბაღებიც არ მუშაობს – მას ასე ადვილად არცერთ ქვეყანაში არ ხურავენ. ადამიანი რომ მუშაობს, სად უნდა წაიყვანოს ბავშვი?! ყველას არ აქვს საშუალება, ძიძაც იქირაოს, საწვავიც იყიდოს და მძღოლიც მოემსახუროს. მადლობა ღმერთს, ჩემს ოჯახს ლუკმაპური აქვს, ჯერჯერობით, მაგრამ არ ვიცი, როგორ განვითარდება მოვლენები.

– როგორც ვიცი, დღეს ყოფილ პრეზიდენტს არ აქვს პენსია და არ ჰყავს დაცვა…
– ჩვენი ოჯახისთვის აბსოლუტურად სხვა რეალობაა, იმიტომ რომ დასჯილები ვართ, იმიტომ რომ მონობას არ დავთანხმდით. პროგრამა, რომლისთვისაც გიორგი პრეზიდენტი გახდა, დაივიწყეს. არცერთი წამით არ გამოჩენილა, რომ რეალურად უნდოდათ იმ ყველაფრის გაკეთება, რაც დაგეგმილი იყო და ამიტომაც გადგა გიორგი გვერდზე – ჩემი „ქართული ოცნება“ სხვა რამეაო. ამიტომ არ დაუნიშნეს პრეზიდენტს საპრეზიდენტო პენსია, ის დასჯილია. ამიტომ წაართვეს დაცვა, როცა გარდაცვლილი პრეზიდენტის საფლავს იცავენ, მიუხედავად იმისა, რომ ორ პატარა ბავშვთან ერთად ვცხოვრობთ დედაქალაქისგან შორს. იფიქრეს, რა კარგია, ასე დავსჯითო. მაგრამ ეგენი ვერ ხვდებიან, რომ ჩვენ დაცვისთვის არ ვიბრძოდით. პირიქით, ეს ჩემთვის დისკომფორტი იყო. ეს მიზანი რომ გვქონოდა, მოვახერხებდით მის უზრუნველყოფას. გიორგის ყოველთვის ჰქონდა ამის შესაძლებლობა, შესაბამისი ტვინიც და გარემოც. ამათსავით ბოტასების ქურდები კი არ ახვევია გარშემო. მთელი ცხოვრება ბევრად დახვეწილი გარემო ჰქონდა და საჭირო პირობები იმისთვის, რომ იქ ეპოვა ადგილი, სადაც უნდოდა – იქნებოდა ეს ბიზნესი, პოლიტიკა თუ ინტელექტუალური სამსახური. ამერიკაშიც ეძახდნენ სამუშაოდ და ბოლოს და ბოლოს, იქ წავიდოდა, მაგრამ თავის ქვეყანა უყვარს და აქ უნდა, თუმცა ამას ამათ ვერ გააგებინებ. შეიძლება, არც სჯერათ და შეიძლება, იმიტომაც ეზიზღებათ, რომ ასეთი პრინციპულია და ქედს არ იდრეკს უმსგავსობის წინაშე.
ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის. მე მადლიერი ვარ იმის გამო, რომ სუფთა ჰაერი და ეზო მაქვს, სადაც შემიძლია, ბავშვები ვასეირნო და გარეთ გამოსვლის არ მეშინოდეს. კაფეში მე არ დავდივარ და სალონებში – არაფერი განსაკუთრებული მე არ მჭირდება. თუ რამე წარმოადგენს აუცილებლობას, ჩემს შვილს ვეუბნები და მას მოაქვს ელემენტარული, გამოსაცვლელი იქნება თუ მსგავსი რამ. როცა მართლა მჭირდებოდა სამოსი, მაშინ ჩემი და გიორგის ხელფასით ვყიდულობდი. პერიოდულად მეც დასაქმებული ვიყავი სხვადასხვა სატელევიზიო პროექტში და ყოველთვის მქონდა იმდენი შემოსავალი, რომ რაც მჭირდებოდა ჩემი ფულით გამეკეთებინა. სხვა მხრივ, განსაკუთრებული არაფერი მინდა. ცხოვრებაში სალონში არ მივლია, ფრჩხილს არ ვიკეთებ და თმას. ახლა თმას თავად ვიჭრი და ბავშვებსაც ვჭრი. მე მხოლოდ ჯანსაღი გარემო და ბედნიერი გამომეტყველების ადამიანების დანახვა მინდა, მეტი – მართლა არაფერი. სამი შვილის სიცოცხლეს ვფიცავ, მეტი არაფერი მჭირდება. ბავშვებს ჩემი მეგობრები სულ ჩუქნიან რაღაცებს – ასე ვცხოვრობთ მე და ჩემი მეუღლე. ერთადერთია კვება, რაზეც განსაკუთრებულ ყურადღებას ვამახვილებ და ვცდილობ, პატარებს: ხორცი, თევზი, ბოსტნეული მეტ-ნაკლებად კარგი ხარისხის ვაჭამო, რადგან მათ ასაკში ნორმალური კვება ორგანიზმს განსაკუთრებით სჭირდება. საბედნიეროდ, ჰაერი გვაქვს, თუ ამასაც არ გადაგვიკეტავენ. ამ უსამსახურობასა და სიღატაკეში დოლარის კურსმაც აიწია და ყველაფერი კატასტროფულად გაძვირდა. ჩემი შვილებისთვის ფაფას ვყიდულობ, რომლის ფასმაც ოთხჯერ მოიმატა. რამეს რომ ვიყიდი, სულ მგონია, რომ ფული დავკარგე. ძალიან მიკვირს, როგორ ვახერხებთ გადარჩენას, როცა გარშემო ასეთი მდგომარეობაა?!

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

19:36 05-19-2025
რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?
ახალი ამბები

რა უთხრა ივანიშვილმა თავის გუნდს? – ,,ამას ექსკლუზიურად გეუბნებით” – რას უყვება ,,ალიას” კოტე კემულარია?

00:06 05-15-2025
პირადი: რამდენი წლის უნდა იყოს საქართველოს პრეზიდენტი? – წერილი „ალიას“
ახალი ამბები

„ღამის კეთილშობილი განგსტერი“ – ნაწილი მეხუთე

01:03 05-14-2025
“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია
ახალი ამბები

“არ მსურდა ამ ფოტოების გამოქვეყნება, მაგრამ იძულებული გავხდი!” – ალექსი თირქია

22:11 05-08-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ლოგისტიკის საერთაშორისო გამოფენა გაიმართება

17:26 05-23-2025
თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტის მხარდაჭერით ნანი ბრეგვაძის და Kordz-ის მუსიკალური ვიდეორგოლის პრემიერა შედგა

14:42 05-23-2025
avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი
ახალი ამბები

avia.ge – მოგზაურობის დაგეგმვა არასოდეს ყოფილა ასეთი მარტივი

18:13 05-22-2025
გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი
ახალი ამბები

გაიცანით თიბისი კამპუსის კურსდამთავრებული საბა კენჭიშვილი

14:42 05-22-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved