• რეკლამა
  • კონტაქტი
05:24, ხუთშაბათი, 18 ივნისი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

,,უმაღლესი განათლების შესახებ” კანონში ცვლილებები პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო

ალია ავტორი - ალია
18:30 02-04-2026
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
253

პარლამენტმა „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში ცვლილებათა პაკეტი დაჩქარებული წესით 2 დღეში განიხილა და დაამტკიცა. 86 – მომხრე, 10 – წინააღმდეგი. ასეთია კანონპროექტის მესამე მოსმენის კენჭისყრის შედეგები.

საკანონმდებლო ორგანოში მთავრობის ინიციირებული კანონპროექტი განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ ზვიად გაბისონიამ წარადგინა და აღნიშნა, რომ ახალი საკანონმდებლო პაკეტი გარკვეული ტიპის ცვლილებებს და დაზუსტებებს მოიცავს.

კანონში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების რეორგანიზაციის ჩარჩო ზუსტდება, აკადემიური პერსონალის ჩამონათვალს წამყვანი პროფესორის თანამდებობა ემატება, ასევე რეგულირდება ამ თანამდებობის მქონე პირის აკადემიურ საბჭოში წევრობისა და დეკანის არჩევის პროცესში მონაწილეობის უფლებები.

ამავე კანონპროექტით, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს განსაზღვრული ვადით იმ პროგრამების მილევად რეჟიმში განხორციელების შესაძლებლობა მიეცემათ, რომლებიც მთავრობის დადგენილებით არ იქნება გათვალისწინებული. შესაბამისად, აღნიშნულ პროგრამებზე უკვე ჩარიცხულ სტუდენტებს იმავე უმაღლეს სასწავლებელში, შესაბამისი ვადით სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა ექნებათ.

კანონპროექტის ავტორები დასაბუთებით, ცვლილებათა პაკეტის დაჩქარებული წესით განხილვა მიზანშეწონილია იმისათვის, რომ კანონპროექტით შემოთავაზებული, უმაღლესი განათლების რეფორმით გათვალისწინებული საკადრო პოლიტიკის დახვეწა და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება უმაღლესი განათლების სისტემაში დროულად მოხდეს.

ამასთან, კანონპროექტის განმარტებით ბარათში აღნიშნულია, რომ უმაღლესი განათლების რეფორმის მრავალკომპონენტიანობიდან გამომდინარე შესაძლოა სახელმწიფო ბიუჯეტიდან დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობა დადგეს.

„საქართველოს 2026 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონში უმაღლესი განათლების მიმართულებით გათვალისწინებულია – 153.3 მილიონი ლარი. გამომდინარე იქიდან, რომ უმაღლესი განათლების რეფორმა მრავალკომპონენტიანია, რომელიც მოიცავს მათ შორის საკადრო პოლიტიკის დახვეწას, ამ და სხვა მიმართულებით შესაძლოა რეფორმის ფარგლებში საჭირო გახდეს დამატებითი ასიგნებების გამოყოფის აუცილებლობა. 2026 წლიდან დაიწყება კონცეფციის განხორციელების პირველი ეტაპი, რომლის ძირითადი დაფინანსებაც გათვალისწინებულია ზემოაღნიშნული წლიური ბიუჯეტის შესახებ კანონში, ხოლო რაც შეეხება მომავალი 3-4 წლის კონცეფციას, მის განსახორციელებლად საჭირო დაფინანსების მოცულობა გათვალისწინებული იქნება შემდგომი/შესაბამისი წლების საბიუჯეტო ასიგნების ფარგლებში”, – აღნიშნულია განმარტებით ბარათში.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა
ახალი ამბები

“გეგმის მთავარი სენსაცია – თურქეთი ახალქალაქს მთავარ ტექნოლოგიურ კოზირს ართმევს” – დათო გოჩავა

16:42 06-02-2026
მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?
ახალი ამბები

მოიტყუა თუ არა შსს–მ და რისთვის ითხოვს კლინიკაში მყოფი პოლიციელი პატიებას?

16:09 05-29-2026
სეს: “ნიკორა ტრეიდი”  “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა
ახალი ამბები

სეს: “ნიკორა ტრეიდი” “ლიბრეში“ ვადაგასულ პროდუქციას ჰყიდდა

14:45 05-15-2026
„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?
ახალი ამბები

„არანორმალურები კი არიან, მაგრამ ეგეთი სულელები არ არიან, ეგ გააკეთონ“ – რას გვიყვება გიორგი გუგავა?

01:10 05-04-2026

ბიზნესი

ტირტირი - K-Beauty
ახალი ამბები

რატომ არის ტირტირი K-Beauty-ის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ბრენდი?

20:01 06-17-2026
ბინები ქობულეთში
ახალი ამბები

ბინები ქობულეთში – რატომ იზრდება მოთხოვნა და ღირს თუ არა ინვესტირება?

14:57 06-17-2026
თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი წარმოგიდგენთ თბილისის ბალეტის ფესტივალს

14:50 06-17-2026
იფრთხილე – ენერგო–პრო–ჯორჯია
ახალი ამბები

“იფრთხილე” – რა სამუშაოების უსაფრთხოდ დაგეგმვაში გეხმარება “ენერგო–პრო–ჯორჯია”? – ვიდეო

14:38 06-17-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved