• რეკლამა
  • კონტაქტი
22:09, ორშაბათი, 16 ივნისი, 2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

„უკვე გვიანია – ივანიშვილს მალე მოუწევს ხელისუფლების დატოვება“ – რას ამბობს „ალიასთან“ კახა მიქაია

ალია ავტორი - ალია
16:16 01-16-2025
- ახალი ამბები, მთავარი, რედაქტორის რჩევით
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
1,499

ლევან ჯავახიშვილი

„ალიას“ ესაუბრება პოლიტიკოსი, კახა მიქაია.

 – ბატონო კახა, პოლიციამ და სპეცრაზმმა 300 კაცზე მეტი სცემა და ბევრი სასტიკად და გამეტებით, მათ შორის ჟურნალისტებიც. რამდენიმე ადამიანი სიკვდილს ძლივს გადაურჩა ცემის გამო. რამ გაამწარა ეს ხალხი? რატომ იმეტებენ  საპროტესტო აქციის მონაწილეებს ასე?

– ეს არის ნამდვილად რუსული მეთოდები, როდესაც აქციას კი არ შლი, არამედ, მის მონაწილეებს არბევ და სჯი იმის გამო, რომ გაბედეს და პროტესტით  გამოვიდნენ ქუჩაში. უდანაშაულო ხალხს იჭერენ, სცემენ, აწამებენ და ათასობით ლარით აჯარიმებენ იმის გამო, რაც არ ჩაუდენიათ. ბევრი ციხეშიც ჩასვეს არაფრის გამო, კერძოდ, 51 უდანაშაულო ადამიანი –  უბრალოდ, პროტესტის გამოხატვისთვის. ეს არის ივანიშვილის რუსული „ომონი“, რომელიც, რუსული მეთოდებით გაუსწორდა ევროპული მომავლისთვის მებრძოლ ქართულ საზოგადოებას. არ მიკვირს ეს ყველაფერი. ივანიშვილი ყველაფერზე წავა თავის გადასარჩენად, თავს კი მაშინ გადაირჩენს, თუ ხელისუფლებას შეინარჩუნებს. თუმცა, უკვე გვიანია – ივანიშვილს მალე მოუწევს ხელისუფლების დატოვება.

 – რამდენად დამაჯერებლად მიგაჩნიათ გავრცელებული ვერსია, რომ ივანიშვილმა ჩეჩენი „ბოევიკები“ ჩამოიყვანა და აქციის მონაწილეებს ისინიც არბევდნენ? 

– არაფერს  გამოვრიცხავ. საქვეყნოდ ცნობილია, ივანიშვილის კავშირები ჩეჩნებთანაც, რუსებთანაც, ტერორისტებთანაც. ჩვენი ე.წ.პრემიერ–მინისტრი ირანში დადის მათი პრეზიდენტების გასვენება–ინაუგურაციაზე, ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობა აქვთ. ამიტომ არაფერია გამორიცხული, ივანიშვილი ხალხის დასარბევად ჩეჩნების ჩამომყვანიც არის და „ჰამასის“ ტერორისტებისაც, იგი  ყველაფერზეა წამსვლელი.

– ამ ყველაფრის დასასრული რა იქნება?

– ძალიან მნიშვნელოვანი იყო ეუთო–ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, პია კაუმას ვიზიტის  გაუქმება. მის ვიზიტს დიდი ამბით ელოდნენ „ხელისუფლების“ წარმომადგენელი, ის მაინც  მოახდენს ჩვენი არალეგიტიმური ხელისუფლების ლეგიტიმაციასო. ფაქტობრივად, ივანიშვილის რეჟიმი აღმოჩნდა სრულ იზოლაციაში, არც ერთმა ცივილიზებულმა სახელმწიფომ, გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ გაყალბებული არჩევნების შედეგები არ სცნო და არ აღირა ამ არჩევნების შედეგად არსებული არალეგიტიმური ხელისუფლება. ეს პროცესი გრძელდება და ივანიშვილის რეჟიმი აუცილებლად ჩამოიშლება. სინქრონში უნდა მოხდეს ყველაფერი და უკვე ხდება კიდეც. ქართული საზოგადოების პროტესტს სრული სოლიდარობა გამოუცხადა დასავლეთმა. თქვენ შესანიშნავად იცით ამერიკელი კონგრესმენების განცხადებები, „საქართველოს მეგობარი აქტის“ შინაარსი და მნიშვნელობა,  რომელსაც  მალე მიიღებენ კონგრესში. კონგრესი მიიღებს საქართველოს ხელისუფლების არაღიარების აქტსაც, რაც ძალიან მძიმე იქნება რეჟიმისთვის. აქვე გავიხსენოთ ევროკავშირის, ევროპის ცალკეული ქვეყნების პოლიტიკოსებისა და დიპლომატების კრიტიკული განცხადებები ივანიშვილის, მისი რეჟიმის მიმართ. ივანიშვილის რეჟიმზე ზეწოლა ხორციელდება, პირველ რიგში, ქართული საზოგადოების მიერ, შემდეგ დასავლეთისგან და ამ ზეწოლას ვერანაირად ვერ გაუძლებს ივანიშვილი. ეს უკვე იქნება რეჟიმის დასასრული.

– თქვენ ჩვენთან ინტერვიუებში ხშირად საუბრობდით, რომ რეჟიმის დამარცხების ერთადერთი გზა, ერთდროულად  საპროტესტო აქციები და უცხოეთიდან ხელისუფლებისთვის დაწესებული სანქციები იქნებოდა. ეს მეთოდი ჯერ ამართლებს და ბოლომდე თუ გაამართთლებს?

– რა თქმა უნდა, ამართლებს.  თვალსაჩინოა და  ხელის გულზე დევს ყველაფერი. ივანიშვილის დასანქცირება მოხდა, როგორც საქართველოში  რუსეთის ინტერესების გამტარებლის. კონგრესმენმა ჯო უილსონმა განმარტა, რომ ეს ნიშნავს, ივანიშვილის დასანქცირებს, როგორც რუსეთის აგენტისა. მეტი რაღა უქნან? წარმოდგენილი მაქვს, რა მძიმე დღეშია ივანიშვილი. მთავარია, არ გაჩერდეს ეს პროცესი, რეჟიმზე ზეწოლა უნდა გაგრძელდეს შიგნიდანაც და გარედანაც, ვიდრე საბოლოოდ არ ჩამოიშლება რეჟიმი.

– მალე ახალ სანქციებს ამერიკა დაუწესებს ივანიშვილს და მის გუნდს. ასევე, ევროპის ქვეყნები აპირებენ სავიზო შეზღუდვების, ფინანსური და სხვა სანქციების დაწესებას. ამერიკული და ევროპული სანქციები მხოლოდ ე.წ.ხელისუფლების წარმომადგენლებს არამედ, მათ ოჯახის წევრებსაც შეეხებათ. ეს ნიშნავს, რომ ევროპასა და ამერიკაში ფეხს ვერ შედგამენ, იქ ნაყიდ უძრავ ქონებას დაკარგავენ, ზოგს იქაურ ბანკებში შენახული ფული გაეყინება ან სამუდამოდ დაეკარგება. მათ შვილებს უცხოური კოლეჯებიდან და უნივერსიტეტებიდან გამოუშვებენ, ზოგი უცხოეთში  სამსახურს დაკარგავს. ეს ყველაფერი უფრო ხომ არ გაამწარებს „ქართული ოცნების“ წარმომაადგენლებს და საპასუხოდ  რეპრესიები კიდევ უფრო ხომ არ გაძლიერდება? რეჟიმისგან ხომ ყველაფერია მოსალოდნელი?

– მართალს ბრძანებთ, რეჟიმისგან ყველაფერია მოსალოდნელი, მაგრამ ივანიშვილს ის ძალა აღარ აქვს… რაც შეეხება სანქციების გამკაცრებას, სანქციები გავრცელდება არა მხოლოდ „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნებზე, არამედ იმ პირებზეც, რომელნიც მონაწილეობდნენ ადამიანების დარბევაში, ცემაში, წამებასა და დასახიჩრებაში. ასევე, მათი ოჯახის წევრებზეც გავრცელდება სანქციები და ეს უკვე დევს „საქართველოს მეგობარ აქტში“, რომელსაც მალე მიღებს ამერიკის კონგრესი. კი, ეს ძალიან მძიმეა, მაგრამ სამართლიანი. დასავლეთი ივანიშვილის რეჟიმს უყურებს, როგორც ირანის დიქტატორულ რეჟიმს, როგორც „ჰეზბოლას“ და „ჰამასს“ და შესაბამისადაც ექცევა. ივანიშვილმა ძალიან მოინდომა, ყველაფერი გააკეთა, რომ ამ სამარცხვინო წარმონაქმნების გვერდით დაეყენებინა თავისი თავი და ე.წ. ხელისუფლება.  დარწმუნებული ვარ, გაგრძელდება აქციებიც და სანქციებიც, ივანიშვილს არ უნდა მიეცეს ამოსუნთქვის საშუალება, ეს დეფაქტო ხელისუფლება მალე უნდა დასრულდეს.

– ქუჩაში გამოსულ ხალხს არ ჰყავს პოლიტიკური ლიდერები და ახლოსაც არ იკარებენ მათ. მე ადრე მიკითხვს თქვენთვის, სალომე ზურაბიშვილი ხომ არ გახდება დასავლეთის რჩეული, ერთიანი ოპოზიციის ლიდერი,რომელსაც ხალხიც მიიღებს–მეთქი. თქვენი პასუხი იყო, რომ ზურაბიშვილი, როგორც პრეზიდენტი, ოპოზიციის ერთიან ინსტიტუციონალურ  ლიდერად უნდა დარჩენილიყო და პერსონალურ ლიდერობაზე არ უნდა ეფიქრა. აქამდე ასეც იყო, თუმცა, ვითარება შეიცვალა. რამდენად შესაძლებელია, რომ ახლა, სალომე ზურაბიშვილი, ისევ დასვლეთის მხარდაჭერით, პოლიტიკურ  ოპოზიციას ჩაუდგეს სათავეში და შესაბამისად, პროტესტანტი საზოგადოების მეთაურობაც აიღოს საკუთარ თავზე, მით უფრო, რომ  ეს ხალხი მხარს უჭერს ზურაბიშვილს? არსებობს ორი ვერსია. ზურაბიშვილი გამოვა ქუჩაში, ხალხთან, აიძულებენ ხელისუფლებას დანიშნოს ახალი არჩევნები და ამ არჩევნებში საკუთარი პარტიით მიიღებს მონაწილეობას. მეორე ვერსიით, სათავეში ჩაუდგება გაერთიანებულ პოლიტიკურ კოალიციას და ასე მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას. რამდენად მისაღები და რეალობასთან ახლოს არის ეს ვერსიები?

–ფაქტია, რომ დასავლეთი სალომე ზურაბიშვილს აღიარებს ლეგიტიმურ პრეზიდენტად და ფაქტობრივად, ამ მოძრაობის ერთადერთ ლიდერად. არ ვიცი, სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, პარტიას ჩამოაყალიბებს თუ ოპოზიციურ კოალიციას ჩაუდგება სათავეში, მაგრამ დღეს საქართველოში მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელსაც დასავლეთი აღიარებს და ესაუბრება, ეს სალომე ზურაბიშვილია. ის იყო ადეკვატური ყველა თავის ქმედებაში, დასავლეთთან  თუ რუსთავალზე გამოსულ ხალხთან ურთთიერთობაში.  დააკვირდით ერთ რამეს. უკვე ლამის 50 დღეა, რუსთაველზე იკრიბება ხალხი, მიდის სხვა და სხვა მარში და არ არის ტრიბუნა, სადაც  პოლიტიკური ლიდერები სიტყვით გამოვლენ. ეს თვისობრივად ახალი მოძრაობაა,  საერთო–სახალხო მოძრაობა. ამ მოძრაობამ თავისი  საქმე უკვე გააკეთა. ახლა არ მინდა, ვისაუბრო ოპოზიციაზე, მის ნაკლოვანებებზე, ცოდვებზე, ადრე ბევრი გვისაუბრია ამ საკითხზე. თუმცა, არჩევნები რომ დაინიშნება, ეს მოძრაობა უკვე თავისთავად გადაიზრდება პოლიტიკურ პროცესში, არჩევნებში პოლიტიკოსები, პოლიტიკური პარტიები მიიღებენ მონაწილეობას. მე ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ სალომე ზურაბიშვილი ასე მედგრად ბრძოლას  ბოლომდე გააგრძელებს  და აღმოჩნდება მთავარი პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ხალხთან ერთად, დაასრულებს ივანიშვილის რუსულ რეჟიმს. ქალბატონი სალომე  პარტიას შექმნის თუ პოლიტიკურ კოალიციას და მას ჩაუდგება სათავეში, ეს მისი ასარჩევია,  იმ ვითარებიდან გამომდინარე, რაც წინასაარჩევნოდ იქნება ქვეყანაში. გამორიცხვით არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება. მე მისთვის რჩევების მიცემისგან, სხვებისგან განსხვავებით,  თავს შევიკავებდი. რაც შეეხება არჩევნებს, ის აუცილებლად დაინიშნება, ყველაფერი დროის საკითხია. აუცილებლად ჩამოიშლება ივანიშვილის რეჟიმი და არჩევნებიც დაინიშნება. მე მწამს და დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური პატიმრებიც გათავისუფლდებიან და არჩევნებიც დაინიშნება. ასე, ცივილურად მოვიშორებთ ივანიშვილის ველურ რეჟიმს. ქართული საზოგადოების ბრძოლა ევროპული მომავლისთვის დასრულდება წარმატებით. ისტორიის ჩარხს უკუღმა ვერავინ დაატრიალებს. ვერც ივანიშვილი შეძლებს ამას. ქართულმა საზოგადოებამ დიდი ერთსულოვნება და შეუპოვრობა გამოიჩინა. მან გაუძლო რუსეთის იმპერიის, ივანიშვილის რუსული რეჟიმის ზეწოლას და იბრძვის თავისი ევროპული მომავლისთვის. ქართულმა საზოგადოებამ დაამტკიცა, რომ მზად არის, დაიმკვიდროს ადგილი თავის ისტორიულ ნავსაყუდელში–დიდ ევროპულ სახლში. აუცილებლად მოვცილდებით რუსულ პოლიტიკურ ორბიტას და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი.  სხვა მომავალი, სხვა  ალტერნატივა ჩვენ არ გაგვაჩნია.

თეგები: კახა მიქაია

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი
ახალი ამბები

ჩაჯდება, თუ არა, ივანიშვილი ციხეში? – “ახლა რეალურად გაგიხსნი კარტებს და თუ მაგარი გოგო ხარ, დაბეჭდე!” – შათირიშვილი

22:49 06-13-2025
„ბახმუტის შეტევის წარუმატებლობის შემთხვევაში, რუსებს არც ფიზიკური და არც მორალური ძალა აღარ დარჩებათ თავდაცვაში გადასასვლელად“ – გიორგი თავდგირიძე
ახალი ამბები

,,რეალობა ისაა, რომ ჩვენ ვართ აშშ-სა და ევროპისთვის მტრული სახელმწიფო… რუსეთთან ალიანსი ნატო-ს სამიზნედ გვაქცევს” – რას უყვება ,,ალიას” გიორგი თავდგირიძე?

21:01 06-05-2025
“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი
ახალი ამბები

“ნავროცკი რუსეთის მიერ ძებნილია, მისი აზრით რუსეთის იმპერიული მემკვიდრეობა უნდა განადგურდეს” – ვინ გახდა პოლონეთის ახალი პრეზიდენტი

20:25 06-02-2025
აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად
ახალი ამბები

აპრილში alia.ge-ის სიახლეები 13 მილიონჯერ ნახეს – Google Analytics-ის მონაცემები სრულად

19:36 05-19-2025

ბიზნესი

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება
ახალი ამბები

თიბისი IT აკადემიის ყველაზე მოთხოვნად კურსებზე რეგისტრაცია იწყება

15:25 06-16-2025
ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!
ახალი ამბები

ექსპრეს ლომბარდი საქართველოში ოქროს ნაკეთობების ერთ-ერთი ყველაზე მაღალი შემფასებელია!

15:18 06-16-2025
17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება
ახალი ამბები

17 ივნისიდან PSP -აფთიაქებში წნევის უფასო მონიტორინგის დღეები იწყება

13:41 06-16-2025
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან
ახალი ამბები

თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines ინოვაციურ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

13:07 06-16-2025
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2025 Alia.ge - All rights reserved