• რეკლამა
  • კონტაქტი
16:32, პარასკევი, 13 თებერვალი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

უკვე 25 დღეა ამ ხმის თანხლებით ვცხოვრობთ” – ზელენსკიმ გერმანელებს განგაშის სიგნალის ხმა ჩაურთო

ალია ავტორი - ალია
14:57 03-21-2022
- ახალი ამბები, მთავარი
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
149

ახლა ამ ხმას 20 წამი უსმენდით, თუმცა ჩვენ, უკრაინელები მას  დღეში რამდენიმე საათი ვუსმენთ – ამ სიტყვებით მიმართა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიის მოქალაქეებს და განგაშის სიგნალის ხმა მოასმენინა.

“განგაშის სიგნალის ჩართვისთანავე ჩვენი მოქალაქეები ბავშვებთან და მოხუცებთან ერთად თავშესაფარში ჩასვლას ცდილობენ. ემალებიან რუსულ ბომბებს და რაკეტებს. ამ საშინელ ომს ათასობით ჩვენი მოქალაქე ემსხვერპლა. ომამდე კიევს ახალ ბერლინად მოიხსენიებდნენ.  თავისუფალი გარემო, მოედნებზე შეკრებილი ადამიანები, ღამის კლუბები, კონცერტები – ეს ყველაფერი ყოველდღიური ცხოვრების რიტმი იყო. ახლა კი ყველაფერი დაკეტილია. ადამიანები ყოველ წუთს განგაშის სიგნალის მოლოდინში ატარებენ. ჩვენ ვერ ვცხოვრობთ ისე თავისუფლად როგორც თქვენ იქ – ბერლინში. ქვეყანაში ომი გვაქვს. 

ჩვენი მოქალაქეები  და ჯარისკაცები მსოფლიოში სიდიდით მეორე არმიას ებრძვიან. იმ არმიას რომელსაც გაჩერება არ უნდა და ბერლინისკენ წასვლას აპირებს. ვებრძვით მტერს, რომელიც არაფერს  ინდობს, მათ შორის გზაზე მიმავალ მშვიდობიან- იძულებით გადაადგილებულ მოქალაქეებსაც.
ომმა 115 ბავშვი უკვე იმსხვერპლა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ეს ყველაზე საშინელი ომია. რუსეთის მიზანია ჩვენი და თქვენი თავისუფლება, ჩვენი და თქვენი ღირებულებები გაანადგუროს.

რატომ ჩვენი და თქვენი ?! – იმიტომ რომ ჩვენი – ეს იგივეა, როგორც თქვენი. ჩვენ უკრაინელები ვართ – ჩვენ ევროპის და ევროპელების ნაწილი ვართ.  თქვენ შეგიძლიათ თქვენს მთავრობას აზრი შეაცვლევინოთ, რათა უკრაინა ევროკავშირის წევრი გახდეს. გერმანელებო თქვენ გაქვთ ძალა  რუსეთი შეაჩეროთ.
თქვენი კომპანიებისა და ბანკების გარეშე რუსეთში ფული აღარ იქნება. თქვენ ვალდებულები ხართ ადამიანები დაიცვათ. როდესაც მოსკოვმა გერმანიისთვის გაზის მიწოდებაზე და მასზე ფასის დაწესებაზე მსჯელობა დაიწყო, თქვენი პოლიტიკოსები მოსალოდნელ საფრთხეებზე გავაფრთხილე. სანქციების აუცილებლობაზე ხმამაღლა ვსაუბრობდი. ევროპელები მხოლოდ მაშინ მიხვდნენ რომ უკრაინელების მოსმენა აუცილებელია, როდესაც ნატოს საზღვრიდან 20 კილომეტრში რუსული ბომბი ჩამოვარდა და როდესაც ოკუპანტებმა ევროპის უდიდესს ატომურ ელექტრო სადგურს ცეცხლი გაუხსნეს.

მხარი  დაგვიჭირეთ, რადგან თქვენი სიცოცხლე ჩვენზეა დამოკიდებული. ნუ აფინანსებთ ოკუპანტს. გევედრებით, ნუ აფინანსებთ რუსეთის სამხედრო მანქანას, რუსული გემებისთვის ყველა პორტი დაკეტეთ, არ მიიღოთ რუსული საქონელი, უარი თქვით რუსულ ენერგო რესურსებზე, მოუწოდეთ რომ უკრაინის ტერიტორია დატოვონ. იმოქმედეთ იმისთვის რომ ჩვენი ქუჩები ისევ უსაფრთხო გახდეს. იმოქმედეთ იმისთვის რომ ბავშვების კისკისი მოვისმინოთ და მათი ღიმილიანი სახეები დავინახოთ. დაგვეხმარეთ რომ ბავშვებმა თავშესაფარში არ ითამაშონ. გვერდზე დაგვიდექით რომ ეს განგაშის ხმა საბოლოოდ გამოვრთოთ. დაგვეხმარეთ რომ კიევი ისევ გახდეს ახალი ბერლინი.” თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიმართვსას.

თეგები: ვოლოდიმირ ზელენსკიკი

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“ბიძინას პრობლემური ვალების ამოღების კამპანია ახალ სტადიაზე გადავიდა” – ნიკა სიმონიშვილი
ახალი ამბები

რატომ დააყადაღეს ანგარიშები და როგორ უნდა შეაჩეროთ აღსრულება?

16:27 02-05-2026
სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!
ახალი ამბები

სკანდალური ფაქტები – რა მზაკვრული გეგმები იმალება ,,თსუ-სა და სტუ-ს გაერთიანების” უკან?!

22:01 02-03-2026
“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა
ახალი ამბები

“გამოიყენეს და როგორც ნივთები ისე დატოვეს”; “წყეულიმც იყოს ამის გამკეთებელი” – შსს–მ 12 ძაღლი მოხუცებულობის გამო თავშესაფარში ჩააბარა

19:38 12-05-2025
,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!
ახალი ამბები

,,ჰაბიბი გოგოს” ძვირადღირებული ცხოვრება და საეჭვო ფაქტები, რომლითაც ,,ზემოთ” უნდა დაინტერესდნენ?!

21:15 11-25-2025

ბიზნესი

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება
ახალი ამბები

თიბისის მხარდაჭერით, ბორჯომში სასტუმრო Hilton Garden Inn გაიხსნება

14:18 02-13-2026
სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 
ახალი ამბები

სილქნეტის აქცია ვალენტინობისთვის: 1+1 პაკეტი ორი ნომრისთვის ერთის ფასად! 

12:54 02-13-2026
თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის
ახალი ამბები

თიბისის შეთავაზებები მნიშვნელოვანი მომენტებისთვის- მოემზადე 14 თებერვლისთვის

11:08 02-13-2026
ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს
ახალი ამბები

ბარათი, რომელმაც ბანკინგის ახალი სტანდარტი დანერგა – ახალი თიბისი ბარათით უკვე მილიონი მომხმარებელი სარგებლობს

14:02 02-12-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved

არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • რეკლამა
  • კონტაქტი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved