• რეკლამა
  • კონტაქტი
02:10, ხუთშაბათი, 29 ოქტომბერი, 2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
არაფერი მოიძებნა
იხილეთ ყველა შედეგი
მთავარი ახალი ამბები

“უკვე 2000-ზე მეტი ნაღმი გაანეიტრალეს” – ვითარება გათავისუფლებულ ხერსონში

ალია ავტორი - ალია
12:19 11-13-2022
- ახალი ამბები
A A
0
Facebook-ზე გაზიარება
102

გათავისუფლებულ ხერსონში განაღმვითი სამუშაოები მიმდინარეობს. ტერიტორიის სრული დეოკუპაციის შემდეგ, მოსახლეობა სოფლებსა და ქალაქებში ეტაპობრივად ბრუნდება, თუმცა მანამდე სამხედროები ტერიტორიის თითოეულ მეტრს ამოწმებენ.

რუსებმა ქალაქებიდან გაქცევის შემდეგ დანაღმეს სახლები, სკვერები და საკანალიზაციო ჭებიც კი. ახლა საოკუპაციო არმია დნეპრის მარცხენა ნაპირზე ცდილობს გამაგრებას.

ხერსონის გათავისუფლებაზე უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ მიმართვაშიც ისაუბრა:

“ოკუპანტები ხერსონში მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს თვეების განმავლობაში დასცინოდნენ, აბუჩად იგდებდნენ და აჯერებდნენ, რომ ხერსონის სამუდამოდ რუსული იქნებოდა. მიუხედავად მსგავსი მოპყრობისა დღეს ათასობით ადამიანი გამოვიდა და უკრაინულ დროშებს აფრიალებენ. მოქალაქეებს არცერთი წამით უფიქრიათ უკრაინელობა დაეთმოთ.

მთელი მსოფლიო ხედავს, რას ნიშნავს უკრაინელების ერთიანობა. მათ დაინახეს თუ რატომ უნდა გავათავისუფლოთ ჩვენი ტერიტორიები. მსგავსი დახვედრა ბოლო არაა, წინ კიდევ ბევრი ქალაქია, რომელიც უნდა გავათავისუფლოთ, ჩვენ ყველასთან ჩავალთ. აუცილებლად აღვადგენთ საერთაშორისოდ დადგენილ ჩვენს საზღვრებს. ჩვენი სამართალდამცველები უკვე ხერსონში არიან და წესრიგის დამყარებას იწყებენ. ასუფთავებენ ტერიტორიებს. უკვე 2000-ზე მეტი ნაღმი გაანეიტრალეს. ყველაფერს აღვადგენთ. ამას დრო დასჭირდება, თუმცა არცერთი წამი არ გავჩერდებით”, – თქვა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

9 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის მინისტრმა სერგეი შოიგუმ ხერსონიდან რუსი ჯარის გაყვანის ბრძანება გასცა. 11 ნოემბერს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ხერსონის მარჯვენა სანაპიროდან ჯარების გაყვანა დაასრულეს.

რუსეთმა ხერსონი ომის დაწყებიდან მალევე , მარტის თვეში დაიკავა. სექტემბერში კი იქ რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმიც ჩაატარა.

კომენტარები

რედაქტორის რჩევით

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი
ახალი ამბები

“მაქსიმალურად ბევრ მშობელთან უნდა მოხდეს დაკავშირება და დეტალური გამოკითხვა” – რა პირველადი სამუშაობი უნდა ჩატარდეს საბავშვო ბაღებში ბავშვების ღებინება/დიარეის შემთხვევებზე? – მაია ბუწაშვილი

15:12 09-18-2026
“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს
ახალი ამბები

“ალოო, კალაძე, იძირება თბილისი” – დატბორილი.ქუჩები და ხალხი მერს

23:24 08-14-2026
“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან
ახალი ამბები

“გაირკვა სიმართლე!” – ვინ გაყიდა საწვავი? – მილიონერი ბიზნესმენი და კავშირი ოცნების დეპუტატთან

15:55 08-14-2026
“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი
ახალი ამბები

“ფაქტები, თუ როგორ გვატყუებს გეორგევსკის ტრაქტატის თაობაზე ხელისუფლება” – ირაკლი მელაშვილი

23:28 08-13-2026

ბიზნესი

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი
ახალი ამბები

“საგანძურის მარათონი” Global Retail Banking Innovations Awards 2026-ის გამარჯვებულია – თიბისი

14:53 10-28-2026
საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი
ახალი ამბები

საქართველოში American Express-ის ბარათებით გადახდა უკვე თიბისის არხებითაა შესაძლებელი

14:10 10-28-2026
სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა
ახალი ამბები

სს კრედო ბანკმა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, $10 მილიონის დამატებითი პირველადი კაპიტალის (AT1) კერძო ობლიგაციები განათავსა

17:06 10-27-2026
სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს
ახალი ამბები

სილქფესტის შეთავაზებებს მომხმარებელი სპეციალურ ფასად ჩაირთავს

12:07 10-27-2026
  • ახალი ამბები
  • ექსკლუზივი
  • ბიზნესი
  • რედაქტორის რჩევით
  • კონტროლი
  • გურმანი
  • სხვადასხვა
  • არქივი

Powered By || Web Features || © 2026 Alia.ge - All rights reserved